ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2016


შენ მიუყვები გზას ჭუბერისკენ

შენ მიუყვები გზას ჭუბერისკენ,
არავინ იცის რა გელოდება,
ვდგავარ გმირების დიდ ობელისკთან,
გული იქამდე დაგელოდება,

ვიდრე არ მოვა აღსასრულის დღე,
ვიდრე სურნელიც მათრობს იების,
მაგრამ რომ წავალ დასასრულისკენ,
ატირდებიან მაგნოლიებიც.

შენ აფხაზეთში ისე მიდიხარ,
უკანასკნელად გხედავდე თითქოს,
რომც არ დაბრუნდე, გნახავ სიზმარში,
კვლავ გიწილადებ ჩემს კუთვნილ სითბოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები