ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2016


სათაურიც ზედმეტია

მე ადამიანი არ ვარ.
ან ყველაზე უარესი ვარ,
ადამიანთა შორის,
რადგან პატიების უნარი
არ გამაჩნია.
*
ერთ დღეს,
ყველა და ყველაფერი მივატოვე,
მაგრამ არაფერი დამიკარგავს.
სამაგიეროდ ჩემი თავი აღმოვაჩინე.
*
მე შემიძლია მარტო ვიყო
უამრავ ადამიანთა შორის.
ეს პატარა ოთახში გამოკეტვას გავს,
კარზე რომ გიბრახუნებენ და არ გესმის.
*
მე და ჩემს თავს
უამრავი საიდუმლო გვაქვს.
ჩემი ნდობა არ შეიძლება.
მისი- კი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები