ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2016


ადამიანად....

ვინღა თვლის წამებს,დღეებია ისე ხანმოკლე,
რომ წუთს წააგავს ეს სოფელი,ეს მზე და სივრცე,
სხეულს გადავცვლი არაფერში,სულ,რომგავკოტრდე,
სულ რომ გავიქცე,ჩვენს შორის რომ ხიდია იქვე

ღმერთო.ვაშენებ ტკივილების ურყევ ცათამბრჯენს
და ვფიქრობ ამით გადავცდები შექმნილ ბარიკადს,
მერე რა თუკი არასწორად სიტყვა მაკადრეს,
მერე რა თუ კი დამიპირეს ზღვიდან გარიყვა.

ზღვიდან რომელშიც,ღალატია მხოლოდ მარტივი,
ზღვიდან რომელშიც,სიყვარული მტრობად ითვლება,
მე ერთგულებით ისე ძლიერ,ძლიერ დავმცირდი,
რომ მომიწია,ნაპირისკენ გადმობიჯება

და შენს ნაკვალებს შევეჩეხე ღმერთო მაღალო,
რომელიც დღემდე არ მინახავს,ფსკერზე,ზღვათა ქვეშ,
ადრე ვამბობდი რა უფლებით უნდა მაკადრო!
დღეს შენ მასწავლე,ეს სიტყვები როგორ გადამცდეს.

რომ,ტკივილების ცათამბრჯენზე,შევსვა ეულად,
და ამ სიტყვებში,სიხარული უნდა იწვოდეს,
ღმერთო! სამყაროს დაბადებას შვიდი დღე უნდა,
ადამიანად გამოწვრთნას კი შვიდი სიცოცხლე.

ასე მარტივად ვესალმები,რაობის ყოფას,
და კაეშანში გახვეული ვეძებ სიმშვიდეს,
წამსვლელი წავა,მომსვლელი კი თუ აღარ მოვა,
მე უსათუოდ ადამიანს გადავიკიდებ,

მას ვისაც უწინ,ვუანდერძე ჩემი სხეული,
როცა აბსტრაქტულ ზმანებისკენ ლამობდა სწრაფვას,
მე არსებაში ჩატეული ადამიანი,
თქვენ,არსებიდან გამომძვრალი,მსხვრევადი მასრა

ამძიმებს მიწას,სულგამშრალთა ვრცელი არმია
და უტევს წუთში ჩაგუბებულ არსთა დიდებას,
ჩემი სხეულიც,საბოლოოდ მომაკვდავია:
თავის საცნობად ან რაობის დასამკვიდრებლად.

გამოდის ისე,სიკვდილამდე არარაობას
ვგავართ და ჩვენში სიდიადე უნდა იწვოდეს,
ღმერთო სამყაროს დაბადებას შვიდი დღე უნდა,
ადამიანად გამოწვრთნას კი შვიდი სიცოცხლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები