ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2016


უჯრედებს

(ლექსი ეძღვნება იმ რამდენიმე უჯრედს, შენს გულში რომაა, მაგრამ ჩემია !)

იცი რომ მიყვარდი?
უჩუმრად გიცქერდი
შენ სახეს უტყვი და
უფერო სიტყვებით
მიბნევდი.
იმდენი სითბო და სიმშვიდე
მაჩუქე, რამდენიც
იყავი,
ან ახლა რამდენი
ნერვი შემიტოკა
შენმა სიმსუბუქემ...

გულიც გაგიყავი...
ჰო, ორად  გავყავი
გულის ყველა  უჯრედს შენ სახელს არქმევდი
და რამდენიმეა მათგან მხოლოდ ჩემი

ახლა ფოთოლცვენის
დროა ნოემბერი
ფერი მიცვლია და
ფერი მიცვლია და...
უკვე მერამდენედ
სუნთქვა გამიძნელე
როგორც ტკივილია
ჯოჯოხეთის ანდა
როგორც იდილია
უჯოჯოხეთობის...
იცი რომ მიყვარდი?
ჰოდა დაიჯერე!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები