ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
19 ნოემბერი, 2016


როგორ ვაქცევთ ინდივიდში სიყვარულს ფუყე ცნებად.

:მსჯელობისმაგვარი რაღაც:
*  *  *
სინამდვილეში ჩვენ,სიყვარულში კი არა სიძულვილში ვცხოვრობთ.ტოტალურ სიძულვილში.ვერავის ვიტანთ და არაფერი მოგვწონს.როგორია ჩვენი საკომუნიკაციო ენა?როგორია ინდივიდისადმი,სხვა ინდივიდის დამოკიდებულება?რა არის ჩვენი სადიალოგო ან  სამონოლოგო ფორმა? - სიძულვილი,  ხშირად დამაკნინებელი და უფრო ხშირად აგრესიულად დიდაქტიკური! -
''უი,რა არი ეს, რა ჩაგიცვამს?'' ; ''ეს,თმა რას დაგიმსგავსებია''; ''ცოტა უნდა დასუსტდე ადამიანის ფორმა აღარ გაქვს'' ; ''რა სულელურ აზრებს აფქვევ'';''წვერს აღარ იპარსავ?ნელ-ნელა ჩემს მამაოს ემსგავსები'';''X-მა Y-ზე ისეთი რამ მითხრა წარმოდგენა დაგეკარგება'';''ადრე უკეთესად გამოიყურებოდა'';''იმან,ის როგორ მოიყვანა?მახინჯი!'';''მაგათ ფული აქვთ და იმიტომ ეტენება ყველა'';''ეგ გაღლეტილი რა ჯანდაბად გინდა?'' ; ''რა შეუსაბამო წყვილია'' ;''რა ცხენივით დადის მაღალქუსლებზე'' ; ''ამ სქელ ბარკლებზე,რა მოკლე კაბა მოუნდა'' და ა.შ და  ა.შ და ა.შ გამოულეველი მაგალითები ყოველდიურობისა.იმ ყოველდღიურობისა ,რომელშიც საუბრის ამ ფორმას ჩვეულებრივ აქტად განვიხილავთ და ვერც ვაცნობიერებთ ,რომ ესაა ის , რასაც - სიძულვილის ენა ჰქვია და რომ ეს უკანასკნელი ხდება ინდივიდის გაუცხოების პირველწყარო.ქრება ნდობა და უფერულდება იდეა იმ მაღალი ღირებულებისა,რასაც სიყვარული ჰქვია და აქვე იცვლება მისი აღქმა-გააზრების ვექტორიც.
ადამიანი ეკედლება იმ გარემოს, რომელშიც ნაკლებად ისმენს ზემოთხსენებულ საკომუნიკაციო ფორმებს და ასკვნის რომ - სიყვარული,მისდამი ნაკლებად გამოხატული სიძულვილია და არავითარ ღრმა ან ამაღლებულ დამოკიდებულებას ამ ცნებისადმი აღარ განიცდის.

გმადლობთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები