ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2016


წეღან ასეთი ლექსი დავწერე...

წეღან ასეთი ლექსი დავწერე

***
მე თქვენ მიყვარდით. ის გრძნობა, ალბათ,
არ ჩამქრობია სულში აქამდი;
მაგრამ აღარ ღირს თქვენს  აღელვებად;
არ მინდა, რამით მოგგვაროთ დარდი.

მე თქვენ მიყვარდით გამოუთქმელად,
კრძალვა , ხან  ეჭვი  მხვდა სამწუხარო;
მე თქვენ მიყვარდით  ისე გულწრფელად,
ღმერთმა ქნას, ასე სხვამ შეგიყვაროთ!

...
გადავიკითხე  და ბრაზი მომერია. თურმე უკვე დაუწერია პუშკინს....

Александр Сергеевич Пушкин - Я вас любил...

Я вас любил: любовь еще, быть может,
В душе моей угасла не совсем;
Но пусть она вас больше не тревожит;
Я не хочу печалить вас ничем.

Я вас любил безмолвно, безнадежно,
То робостью, то ревностью томим;
Я вас любил так искренно, так нежно,
Как дай вам бог любимой быть другим.

,,რა დარტყმაა კლასიკის მხრიდან!”
ოჰ, ილფ, ოჰ, პეტროვ!

დაბნეულთათვის აღვნიშნავ:
(ლექსი - პუშკინისა, თარგმანი ნინო დარბაისელისა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები