ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2017


გაზაფხულდება...

გაზაფხულდება, მაგრამ მაისი
ვერ მომიშუშებს სულის იარას,
მაინც აისობს ჩვენი აისი,
ვსვამ სიყვარულით სავსე ფიალას.

გაზაფხულდება, მაგრამ გაზაფხულს
კვლავ სიხარულით ვეღარ შევხვდები,
თუმც სიყვარულით ძლიერ დაზაფრულს -
მწამს, შრიალებენ ჩვენი ვერხვები.

შენ ჩემთან მოხვალ მაისის თვეში
და მანუგეშებ - როგორც გჩვევია,
მე ჩაგეკვრები ბავშვივით მკერდში,
აქ სულ პატარა ცრემლიც ჩვენია.

აღსასრულის დღე ვიდრე გვეწვევა -
მჯერა, ჩააღწევ გულის გულამდე
და ვივლით ასე უფლის შეწევნით
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები