 | ავტორი: ნორაგამი ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მე დამესიზმრა სიზმარში სიზმარს მოეცვა რუხი და ეხურა ვიწრო სითეთრე, ჩრდილავდა ფოთლებს კალატოზი სიამის ფერი უფრო ხმამაღლა, ვიდრე ბოდლერი კითხულობდა სიდედრზე ირონიით და თან ზედიზედ. და სიზმარი და სიზმარი სიზმარში მასლაათობდნენ ყველაფერზე რაც კი ზედ იდო, ამაღამ თავთან ან თავში ან გვერდით სკამზე, საათის გვერდით... და ბარემ გეტყვით ათი საათი გადასცდა საღამოს ექვსს. ამ ახალ სიზმარს რაღა ვუყო რომ მოძვრება ფანჯრიდან ძველში თითქოს ვეძახდე ან ეძახდეს მე- ძველი კარადა, მშიერი წიგნებით მაძღარი… დედაც მოვტყან! ჰო დედაც მოვტყან მეთქი ვიტყოდი და დავიძინებდი ისევ. ისედაც მძინავს. თვალახელილს არ ჩაგძინებია? არ გჭერია ხელში ვისკით სავსე ჭიქა და არ გაგგქცევია თვალი მეეზოვისკენ? რომელსაც ხელში აქანდაზი ეჭირა და სანაგვე ყუთზე ჩამოკიდებულ, უკაცრავად! შენს მიერ დატოვებულ შემხმარ პურს რომ შესციცინებდა? ჰო, მასაც სძინავს! ოღონდ ის მალე გაიღვიძებს, შენგან განსხვავებით. რადგან თვალის არიდება არა აქვს წესად. თუმცა ეს არავინ იცის, არც შენ, არც მე, არც მან და არც შენმა იმან. შენც გძინავს ახლა! თვალახელილს.
მაპატიე თუ კოვზი ნაცარში, კი არა და… ბოდიში და მძღნერში რომ ჩაგიგდე. მაპატიე. ისიც მაპატიე ერთ ადგილზე რომ მკიდია შენი კოვზის ამბავი. ს ი ზ მ არადა რა ლამაზი სიზმრები მიძვრებიან გონებში ხოლმე, ახლა რა ჯანდაბა ხდება. თან წვიმს. ლამაზად წვიმს. ან რა მებიდლერება, რა მესიდედრება, როცა ასე ლამაზად წვიმს. დედაც მოვტყან , ერთი მეტაფორა აცვია ამ რაღაცას - უფრო ფოთოლივით აქვს აფარებული და ვერ მალავს რომ საერთო ჯამში სირობაა ნაწერი. სიზმარს ვაჩერებ. ვდგები. ვაღებ ფანჯარას და მინდა დავკუჭო და გადავაგდო ნაწერი სადღაც იმის იქეთში. დედაც მოვტყან! რა ხანია ფურცელზე არ დამიწერია. ვხურავ ფანჯარას. ვწვები. სიზმარს ვაგრძელებ. დედაც მოვტყან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. შენ სხვა ტექსტებს ათასჯერ მირჩევნია შენი ეს სიზმარი , ბევრად გულწრფელია , ბევრად. შენ სხვა ტექსტებს ათასჯერ მირჩევნია შენი ეს სიზმარი , ბევრად გულწრფელია , ბევრად.
6. რა კოშმარები გესიზმრებათ. აი, სიზმარი ეს არის:
"წუხელ სიზმარში სიზმარი ვნახე, სიზმრის სიზმარი და გამიკვირდა, შენი, ისედაც ფერმკრთალი სახე უფრო ფერმკრთალი ჩანდა იქედან" ... ვახტანგ ჯავახაძე რა კოშმარები გესიზმრებათ. აი, სიზმარი ეს არის:
"წუხელ სიზმარში სიზმარი ვნახე, სიზმრის სიზმარი და გამიკვირდა, შენი, ისედაც ფერმკრთალი სახე უფრო ფერმკრთალი ჩანდა იქედან" ... ვახტანგ ჯავახაძე
5. მე ბოლო დროს "ბარგალკები" მესიზმრება , ვიღაცას რჩება და მე ვიპარავ. მაგის დედაც :D არადა კაი სიდედრი ჰყავდა ცხონებულს :D
პოეზიად ვერ მივიღე ეს ნაწერი და ამის დედაც ბარემ . მე ბოლო დროს "ბარგალკები" მესიზმრება , ვიღაცას რჩება და მე ვიპარავ. მაგის დედაც :D არადა კაი სიდედრი ჰყავდა ცხონებულს :D
პოეზიად ვერ მივიღე ეს ნაწერი და ამის დედაც ბარემ .
4. აუ შენ კიარა ლამის მეც გინება დავიწყე:დდდ ვკითხულობ და ფაროსანა შემოფარფატდა ნაზი ნარნარი ბზუილით :დდდ სადაა სამართალი დავახრჩე წყალში:დდ კიდევ კარგი დასრულება მაინც მაცადა :დდდ აუ შენ კიარა ლამის მეც გინება დავიწყე:დდდ ვკითხულობ და ფაროსანა შემოფარფატდა ნაზი ნარნარი ბზუილით :დდდ სადაა სამართალი დავახრჩე წყალში:დდ კიდევ კარგი დასრულება მაინც მაცადა :დდდ
1. მხოლოდ "დედა მოვტყან" გავიგე ამ ტექსტში :)
რას გაუგებ სიზმრებს :)
მხოლოდ "დედა მოვტყან" გავიგე ამ ტექსტში :)
რას გაუგებ სიზმრებს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|