ყოველი დილა ასე იწყება: შვიდიც არაა თვალს რომ ძლივს ვახელ, საკმეველის მსუბუქი ნისლი და მისი ნაზი სურნელი დგას საძინებელში. შენი ფეხის ხმას ვერასდროს ვიგებ, ასწრებ გასვლას სანამ სუნი გამომაფხიზლებს, მაგრამ რვამდე მაინც არ ვდგები.
არ გაგრძნობინებ რომ გამაღვიძე, ელფოსტას, ფეისბუქს, მესენჯერს - ვასწრებ, ვამოწმებ. გაცდი ილოცო.
არასდროს მესმის შენი სიტყვები, მაგრამ მე ვიცი რას ითხოვ ჩემთვის: დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ა. შ.
ყავას მიდუღებ, ათას სასუსნავს მილაგებ მაგიდაზე და მერე მეძახი...
მეფერები, მუცელზე მეტად, მეხვევი ორ-სამ წყებად, ის ხომ ყველაზე მეტად გიყვარს და არასდროს გავიწყდება - ჩემი სხეულის უშნო ნაწილი...
თვალს თვალში მიყრი, ამოწმებ, ხომ არაფერი შეცვლილა მათში...
- კარგი ყავაა? მეკითხები და ორცხობილის ნამცეცს, ტუჩის კუთხეს შერჩენილს, ორკაპა ენით პირში მიტენი. - კარგია. ვამბობ, მაგრამ ჩემს პასუხს არ ელოდები, ლოცვას გულში, უხმოდ აგრძელებ: კარგად მიმყოფე, დიდხანს მიმყოფე, ოღონდ არ მოანატრო შვილის თვალები, საყვედურით რომ არ მიყუროს, საყვედური რომ არ წამოცდეს, დაავიწყე საყვედურები. შეარგე ყველა ყლუპი, ყველა ნამცეცი, გააფუვე, გააფუმფულე, მე როგორც მინდა ისე ამყოფე...
თვალში არავის უვარდებოდეს, ჩემს მეტს არავის უყვარდებოდეს, ისევ მყვარობდეს.
შენ ხომ ყველაფერი იცი, ღმერთო, რას არ ვაკეთებ მისთვის, შუაღამისას ტყავსაც გავიძრობ, მოვისვრი გველისას და მგლად გაგავიქცევი. შარდით მოვნიშნავ იმ მანქანას მას რომ მოიყვანს, თავს თუ შეურაცხყოფილად იგრძნობს, ეგ არაფერი, მთავარია ვინც მას მოიყვანს მან იცოდეს ის, რაც უნდა იცოდეს. შეისმინე ჩემი ლოცვა, ღმერთო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. მადლობა, ფლორენცია :-* მადლობა, ფლორენცია :-*
46. "თვალში არავის უვარდებოდეს, ჩემს მეტს არავის უყვარდებოდეს, ისევ მყვარობდეს." - ლოცვა კი არა, ფაქტიურად შელოცვაა. არც კი ვიცი, ვთქვა თუ არა ":ამინ" მოდი, უბრალოდ შევაფასებ. გამორჩეულად მოაზროვნე ავტორი ხარ ნინა! "თვალში არავის უვარდებოდეს, ჩემს მეტს არავის უყვარდებოდეს, ისევ მყვარობდეს." - ლოცვა კი არა, ფაქტიურად შელოცვაა. არც კი ვიცი, ვთქვა თუ არა ":ამინ" მოდი, უბრალოდ შევაფასებ. გამორჩეულად მოაზროვნე ავტორი ხარ ნინა!
45. ახლა შევშინდი :((( კიდევ კარგი მხოლოდ ამ ნაწარმოებს დასჯერდი :( ახლა შევშინდი :((( კიდევ კარგი მხოლოდ ამ ნაწარმოებს დასჯერდი :(
44. )) გეშინოდა თუ რაშია საქმე?)) )) გეშინოდა თუ რაშია საქმე?))
43. როგორ გავბედე თქვენთან კომენტარის დატოვება, ნწ, ნწ, ახია ჩემზე!
როგორ გავბედე თქვენთან კომენტარის დატოვება, ნწ, ნწ, ახია ჩემზე!
42. მარლთწერის საკითხებში ხომ ერკვევი და ერკვევი)) მარლთწერის საკითხებში ხომ ერკვევი და ერკვევი))
41. ინტუიტიურიც ყოფილხარ .... ინტუიტიურიც ყოფილხარ ....
40. ველოდი ამ კომენტარს, არ გამიცრუვდა იმედი :) ველოდი ამ კომენტარს, არ გამიცრუვდა იმედი :)
39. ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს) ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს)
38. მინუსი რაღა იყო ახლა?! :) მინუსი რაღა იყო ახლა?! :)
36. აქ ხუთებს მოუთოვიათ. :) მადლობა, მიშო. აქ ხუთებს მოუთოვიათ. :) მადლობა, მიშო.
35. 5555555555555555555555555555555555555555555555555555555555555 5555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
33. „ოდა ვიზალიბერალიზაციას“ :) „ოდა ვიზალიბერალიზაციას“ :)
32. გიო საჯაიას „ვიზალიბერალიზაცია უნდა წაიკითხო აუცილებლად, ტუ არ ვცდები ასე ქვია. მადლობა. გიო საჯაიას „ვიზალიბერალიზაცია უნდა წაიკითხო აუცილებლად, ტუ არ ვცდები ასე ქვია. მადლობა.
31. არამარტო სიტყვა, -კონტექსტი. პოეზიის ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ მისი ესთეტიკურობაა. წარმატებებს გისურვებ, სხვაფრივ, საინტერესო ხედვა გაქვს, ნამდვილად. არამარტო სიტყვა, -კონტექსტი. პოეზიის ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ მისი ესთეტიკურობაა. წარმატებებს გისურვებ, სხვაფრივ, საინტერესო ხედვა გაქვს, ნამდვილად.
30. რადგან ზოგიერთი საქციელს გონიერებასთან დაკავშირება რტულია, ასე ვამჯობინე. მადლობა, რომ წაიკითხეთ :) რადგან ზოგიერთი საქციელს გონიერებასთან დაკავშირება რტულია, ასე ვამჯობინე. მადლობა, რომ წაიკითხეთ :)
29. გასაგებია, სიტყვაა თქვენთვის მიუღებელი, არ შეგედავებით, მის ნაცვლად შესაძლოა „რწყევა“ მეხსენებინა, მე კი ცხოველურ ინსტიქტან დაკავშირება ვარჩიე გასაგებია, სიტყვაა თქვენთვის მიუღებელი, არ შეგედავებით, მის ნაცვლად შესაძლოა „რწყევა“ მეხსენებინა, მე კი ცხოველურ ინსტიქტან დაკავშირება ვარჩიე
28. არაესთეტიკურად ჟღერს ნინა. ეგრე ბევრ რამეს ვშვრებით ხოლმე ადამიანები, მაგრამ ყველაფერი ხომ პოეზია არაა . არაესთეტიკურად ჟღერს ნინა. ეგრე ბევრ რამეს ვშვრებით ხოლმე ადამიანები, მაგრამ ყველაფერი ხომ პოეზია არაა .
27. რატომ აყირავებს? ცხოველებმა იციან საკუტარი ტერიტორიის მონისვნა ასე. ადამიანებმა საკუთარი უპირატესობის ხაზგასმა :) რატომ აყირავებს? ცხოველებმა იციან საკუტარი ტერიტორიის მონისვნა ასე. ადამიანებმა საკუთარი უპირატესობის ხაზგასმა :)
26. აი, ლექსის სტრუქტურაც , შინაარსიც სტილიც კარგია, მაგრამ "მანქნის შარდით მონიშვნა?" - აყირავებს ჩემს პირველად შთაბეჭდილებას. აი, ლექსის სტრუქტურაც , შინაარსიც სტილიც კარგია, მაგრამ "მანქნის შარდით მონიშვნა?" - აყირავებს ჩემს პირველად შთაბეჭდილებას.
25. გიორგი, სხვის იმედზე ნუ იქნებით, ექსპერტები ჩემს ნაწერებს არ კითხულობენ :) გიორგი, სხვის იმედზე ნუ იქნებით, ექსპერტები ჩემს ნაწერებს არ კითხულობენ :)
24. ნიაკო :) ნინო მშვიდობაძე ვიგულისხმე :)) ნიაკო :) ნინო მშვიდობაძე ვიგულისხმე :))
23. ნიაკო :) ნინო მშვიდობაძე ვიგულისხმე :)) ნიაკო :) ნინო მშვიდობაძე ვიგულისხმე :))
22. ნინიკო ვინაა ნეტა? :) ნინიკო ვინაა ნეტა? :)
21. მე არ ვარ ასეთი პოეზიის ექსპერტი, ამიტომ როგორც ნინიკო შეაფასებს, იმას გავიზიარებ. მე არ ვარ ასეთი პოეზიის ექსპერტი, ამიტომ როგორც ნინიკო შეაფასებს, იმას გავიზიარებ.
20. მადლობა, ფლორენცია. მადლობა, ფლორენცია.
19. ვა საინტერესო რამეები ხდება თურმე ურაკზე :) მე კი არ მიყვარს ვერლიბრი, მარა ამას არაუშავს ;) გულის ამაჩქროლებლად იწყება ვა საინტერესო რამეები ხდება თურმე ურაკზე :) მე კი არ მიყვარს ვერლიბრი, მარა ამას არაუშავს ;) გულის ამაჩქროლებლად იწყება
18. მადლობა შოთიკო, მესმის თქვენი, მაგრამ მგონია რომ კონვენციურ ჩარჩოში ამ შინაარსის მოქცევა, სასაცილო ელფერს შესძენს. მადლობა შოთიკო, მესმის თქვენი, მაგრამ მგონია რომ კონვენციურ ჩარჩოში ამ შინაარსის მოქცევა, სასაცილო ელფერს შესძენს.
17. შინაარსი ძაან კარგია ამ ლექსის, მაგრამ პოეზიის ჟანრში, რომ გაქვთ დაწერილი რიტმიც უნდა ჰქონდეს, მე ამ ლექსს ვუწოდებ ვერლიბრს, რომელიც პირადად ჩემთვის არაა ღირებული, თორემ ისე შინაარსი კიდევ ვამბობ კარგია. შინაარსი ძაან კარგია ამ ლექსის, მაგრამ პოეზიის ჟანრში, რომ გაქვთ დაწერილი რიტმიც უნდა ჰქონდეს, მე ამ ლექსს ვუწოდებ ვერლიბრს, რომელიც პირადად ჩემთვის არაა ღირებული, თორემ ისე შინაარსი კიდევ ვამბობ კარგია.
16. ლაშა, მადლობა რომ წაიკითხეთ. :) ლაშა, მადლობა რომ წაიკითხეთ. :)
14. ბავარიელი, დ.მ.დ, ბოდიში, თუ გული გატკინეთ ამ ტექსტით.
ჩემთან არცერთი ნაწერი არ არის ფაქიზი სულის პატრონებისთვის, ასე რომ ნუ შემოიხედავთ, მითუმეტეს რომ საინტერესოც არაფერია. :-* ბავარიელი, დ.მ.დ, ბოდიში, თუ გული გატკინეთ ამ ტექსტით.
ჩემთან არცერთი ნაწერი არ არის ფაქიზი სულის პატრონებისთვის, ასე რომ ნუ შემოიხედავთ, მითუმეტეს რომ საინტერესოც არაფერია. :-*
13. მელანო, დიდი მადლობა. :-* მელანო, დიდი მადლობა. :-*
12. )) დიდ მარაზმში ვართ.... )) დიდ მარაზმში ვართ....
11. ,,ლოცვაში,, ცოტა შარდს თუ,, გაურევენ ,,ეგ არაფერი მთავარი ადამიანობაა ბავარიელი დდდდდ ,,ლოცვაში,, ცოტა შარდს თუ,, გაურევენ ,,ეგ არაფერი მთავარი ადამიანობაა ბავარიელი დდდდდ
10. ფუ.... ფეკალიები რომ არ გაურიოთ ისე ვერა ხო? ფუ.... ფეკალიები რომ არ გაურიოთ ისე ვერა ხო?
9. არ ვიცი მერამდენედ წავიკითხე
ავტორი: ნინა გორდაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 სექტემბერი, 2019
არ ვიცი მერამდენედ წავიკითხე
ავტორი: ნინა გორდაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1 სექტემბერი, 2019
8. გმადლობთ, გმადლობთ! გმადლობთ, გმადლობთ!
7. ძალიან კარგია ნინა, აქ ახალი ვარ და მიხარია როცა კარგ ნაწერს ვხედავ... ძალიან კარგია ნინა, აქ ახალი ვარ და მიხარია როცა კარგ ნაწერს ვხედავ...
6. მადლობა, ადამიანებო :-* მადლობა, ადამიანებო :-*
5. მშვენიერია დილაც და ლექსიც +5
მშვენიერია დილაც და ლექსიც +5
4. ნინა, შემეშინდა ...
ნინა, შემეშინდა ...
2. არ ვიცი რა ვთქვა. 5. არ ვიცი რა ვთქვა. 5.
1. უჰ, როგორია...
ანტილოცვაა, თითქოს, უკუღმა ლოცვა.
უჰ, როგორია...
ანტილოცვაა, თითქოს, უკუღმა ლოცვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|