 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2019 |
ძელზე აკრავენ მავთულხლართებით მიწას, შენს თვალწინ, როგორც მაცხოვარს! ქართლის გარეშე რჩები ქართველი იქ, სადაც მიწა შვილმა გათხოვა... აცადე, სანამ წამოიზრდება, ეგება, შენზე უკეთ პატრონობს. ვაშლის ბაღებიც იქცნენ ხიზნებად, დარდი ფესვებში მოიმარტოვეს... სასოწარკვეთა მდგარი ძელებთან ამბად იქცევა ღამის ქრონიკის. დგანან მუხები ქართლის მცველებად, თუმც, იხლართება დარდი მორიგი... საგუშაგო აქვთ ჩიტებს მავთულზე, ამბებს გზავნიან, არეს ზვერავენ. ჯერ წაურთმევი მიწის, ქართულის მცველი ვერ მოჩანს ისევ ვერავინ!.. სხოვნა მომდგარა გორის ციხესთან, ეგებ, მან შეძლოს შველა მარჩენლის. წუხს ერთი მკლავი, მავთულს იქეთა, ამ მეორე მკლავს, აქეთ დარჩენილს... ქართლს დააფარეს კალთა სიზმრებმა, მხოლოდ ძილია, მას რომ პატრონობს. ცა კი სიმაღლეს შეეხიზნება, თავს რომ უშველოს, ჩემო ბატონო! 19.10.19
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. დარდი ფესვებში მოიმარტოვეს...
!!!! დარდი ფესვებში მოიმარტოვეს...
!!!!
14. თანანურია,ა ნუ მართლაც საუკეთესო თანანურია,ა ნუ მართლაც საუკეთესო
13. ლამისაა ფრაკი ჩავიცვა, ო ღმერთო ჩემო სულ ძილი ძილი :))) ლამისაა ფრაკი ჩავიცვა, ო ღმერთო ჩემო სულ ძილი ძილი :)))
12. კარგია, დროს და ვითარებას რომ ეხმაურებით, ყველა დროის პოეტები და მწერლები ეპოქას უწყობდნენ ფეხს. კარგია, დროს და ვითარებას რომ ეხმაურებით, ყველა დროის პოეტები და მწერლები ეპოქას უწყობდნენ ფეხს.
11. თუ არ მეშლება, პირველად, 2013 წელს წავიკითხე თქვენი ლექსი. ამდენი წლის შემეგ იგივე მუხტი და ხელწერა იგრძნობა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ კარგი ავტორები ინარჩუნებენ ინდივიდუალორობას.
საოცარი ემოცია მივიღე, მადლობა! :) თუ არ მეშლება, პირველად, 2013 წელს წავიკითხე თქვენი ლექსი. ამდენი წლის შემეგ იგივე მუხტი და ხელწერა იგრძნობა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ კარგი ავტორები ინარჩუნებენ ინდივიდუალორობას.
საოცარი ემოცია მივიღე, მადლობა! :)
9. ქალბატონო მზია, მე მგონი, აქ ლექსის შეფასება ხდება და არა ოკუპაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საკითხის... რას ნიშნავს "ლექსების და მოთხრობების წერა რომ შველოდეს", ცხვირწინ რომ მიწას გაცლიან, ქვეყანას რომ გინაკუწებენ, ეს არ უნდა იყოს პოეტის განცდისა და ფიქრის საგანი? ასე რომ ეფიქრათ ჩვენს კლასიკოსებს, არც ბარათაშვილის "ბედი ქართლისა" დაიწერებოდა, არც ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები", არც აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" და კიდევ ბევრი პოეტური თუ პროზაული ნაწარმოები... პ.ს. მოკლედ - ვერ გევიგე ოპელი?.. :) ქალბატონო მზია, მე მგონი, აქ ლექსის შეფასება ხდება და არა ოკუპაციასთან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საკითხის... რას ნიშნავს "ლექსების და მოთხრობების წერა რომ შველოდეს", ცხვირწინ რომ მიწას გაცლიან, ქვეყანას რომ გინაკუწებენ, ეს არ უნდა იყოს პოეტის განცდისა და ფიქრის საგანი? ასე რომ ეფიქრათ ჩვენს კლასიკოსებს, არც ბარათაშვილის "ბედი ქართლისა" დაიწერებოდა, არც ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები", არც აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" და კიდევ ბევრი პოეტური თუ პროზაული ნაწარმოები... პ.ს. მოკლედ - ვერ გევიგე ოპელი?.. :)
8. ეჰ! ლექსების და მოთხრობების წერა რომ შველოდეს ... კონკრეტულ საკითხებზე რომ მიდგება, არავინ უნდა შეაწუხო. ისევ უკარავად ...
ეჰ! ლექსების და მოთხრობების წერა რომ შველოდეს ... კონკრეტულ საკითხებზე რომ მიდგება, არავინ უნდა შეაწუხო. ისევ უკარავად ...
7. ყველაზე აქტუაური ლექსი, რაც აქ წავიკითხე ამ ბოლო დროს :( "ჯერ წაურთმევი მიწის, ქართულის მცველი ვერ მოჩანს ისევ ვერავინ!.. სხოვნა მომდგარა გორის ციხესთან, ეგებ, მან შეძლოს შველა მარჩენლის. წუხს ერთი მკლავი, მავთულს იქეთა, ამ მეორე მკლავს, აქეთ დარჩენილს..." ყველაზე აქტუაური ლექსი, რაც აქ წავიკითხე ამ ბოლო დროს :( "ჯერ წაურთმევი მიწის, ქართულის მცველი ვერ მოჩანს ისევ ვერავინ!.. სხოვნა მომდგარა გორის ციხესთან, ეგებ, მან შეძლოს შველა მარჩენლის. წუხს ერთი მკლავი, მავთულს იქეთა, ამ მეორე მკლავს, აქეთ დარჩენილს..."
6. და თავფურცელიც რა და თავფურცელიც რა
4. რადგან ჯონათანმა დამასწრო, მაშინ მე ეს: "დგანან მუხები ქართლის მცველებად, თუმც იხლართება დარდი მორიგი" რადგან ჯონათანმა დამასწრო, მაშინ მე ეს: "დგანან მუხები ქართლის მცველებად, თუმც იხლართება დარდი მორიგი"
3. ჩემი უმაღლესი შეფასება, ასეთი გულიანი პოეზიისთვის მიყვარს თანანა პოეტი. ჩემი უმაღლესი შეფასება, ასეთი გულიანი პოეზიისთვის მიყვარს თანანა პოეტი.
2. ღმერთო, რა სიტყვებია! ორია ჩემი მაქსიმალური ქულა, თუმცა ნამდვილად მეტს იმსახურებთ! ყველაფერი ვიგრძენი და დავინახე. მადლობა. ღმერთო, რა სიტყვებია! ორია ჩემი მაქსიმალური ქულა, თუმცა ნამდვილად მეტს იმსახურებთ! ყველაფერი ვიგრძენი და დავინახე. მადლობა.
1. "საგუშაგო აქვთ ჩიტებს მავთულზე, ამბებს გზავნიან, არეს ზვერავენ."- ფოტო-კადრია, გულისმომკვლელი.
პოეტი- მოქალაქე <3
"საგუშაგო აქვთ ჩიტებს მავთულზე, ამბებს გზავნიან, არეს ზვერავენ."- ფოტო-კადრია, გულისმომკვლელი.
პოეტი- მოქალაქე <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|