 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2019 |
ქვევრს, გულიანს, გაუმართლა, ღვინით სავსეს, იღბლიანს, შემოსკუპდა მის კიდეზე პაწაწინა ნიბლია. ავსებს მის სულს მოდუდუნეს, ჩიტის ნაზი ჭიკჭიკი, სიყვარულით მზეს რომ ადნობს მთის აქეთ და მთის იქით. გაზაფხულის დარად ყვარობს შემოდგომას ფიქრიანს, დღეებს, ცვრიან მდელოებზე ქარები რომ მიქრიან. ახლად გაშლილ ყვავილებს და მზეზე დამჭკნარ ბულულებს, შეშურდებათ მისი ალბათ, ვარდებს მიმსხდარ ბულბულებს. ნამცეცს ნამცეცს მიამატებს, ყვავილს - ყვავილს, ბუდისთვის, მოირიდებს მიამუტურ მზერას, ჰოდა ბუნებაც, ისე ეხმატკბილება და ისე ელამუნება, როგორც ჩერო მთის კალთაზე იას ეჩურჩულება. მზე ჩასვლისას სხივებს ჰკიდებს, მთვარის ნათელს სთავაზობს, ნიბლია კი გულს იჩუყებს, დღედაღამე ალმასობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა, მიშო. მადლობა, მიშო.
6. გაზაფხულის დარად ყვარობს შემოდგომას ფიქრიანს ძალიან მომეწონა +5 გაზაფხულის დარად ყვარობს შემოდგომას ფიქრიანს ძალიან მომეწონა +5
5. მუხა, მისანი, გმადლობთ. :) მუხა, მისანი, გმადლობთ. :)
3. მელოდიური ლექსია,, თან მიძღვნაა, სასიამოვნოა .
მელოდიური ლექსია,, თან მიძღვნაა, სასიამოვნოა .
2. გმადლობთ, მზია. გმადლობთ, მზია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|