 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პროზა 19 იანვარი, 2020 |
..სიცოცხლეა მწვანე.. ..მერე რაღაც ვარსკვალავური ფერები დაენთება უსაშველო ღამეებს, კვლავ ნავთისფერი გაანათებს დღეების ხანგრძლივობას. ..აღარ გენთება სულში ნაცრისფრადლივლივა, ბჟუტავი კვარი, ისევ გაყვითლდებიან ნაბდები ბარაკების. ..მთაში მოგბეზრდება ნაბადზე გდება, ცხვრის თვლა, გამხმარი პურის ლოღნა და სალამურით გაყვანილი, უბინაოდ გალეწილი, გატეხილი ღამეები.. ..მერე კი, ის ვარსკვლავი დაგენთება თავზე და შეცბუნდები.. ..ღიღინა სიმწვანე გაგილურჯდება ტუჩებივით და თვალები ჩაგიყვითლდება ნაავადმყოფარივით, უაზრო, ისტერიული ტირილით.. ..გაგიწითლდება ცა ღაწვებივით და მზის ნათება სულში ძალებს გაგიმრთელებს.. ..გარიჟრაჟზე ტერფებს სიმწვანე კვლავ შეეპარება და შენც გგონია, მთელი ცხოვრება ლურჯ მწვერვალებზე ივლი.. ..წყაროზე ჩამოირბენ ტირილმოწყურებული და შეუერთებ მდინარეს ბროლის ციცინა ცრემლებს-ძალიან კი დაგენანება მათი მოცილება! ..სიცოცხლე კვლავ გახდება ჟოლოსფერი და მარწყვსაც მოკრეფ მუხის ძირას,- მუხა რკოებით დათქვირული შემოგხვევს რტოებს და შეგეშინდება, მიხვდები, რა ღარიბი ხარ!.. ..სადღაც, ნაცრისფერ, ლიმნისფერკოპლიან ქოხში დაემხობი იატაკზე უსაბნოდ, ნემსიწვერა, ფხაჭნია ნაბადს ჩაებღაუჭები, ჩაეკონები-მოგენატრება მეორე სხვა სხეული, თბილი და სველი, რომელიც მიგიკრავს მაგნიტივით, სიცხოველეს ამოგიშრობს დასამიწი სხეულიდან და მოგაშორებს კუპრისთვალება ენერგიას.. ..შენ აივსები სიმწვანით და ხელებგაწვდილი გაექანები მთის მოსაგლეჯად.. ...კვლავ მოგშივდება, ოღონდ მხოლოდ ადამიანი..საკვებად ჟოლოც საკმარისია, როცა უმაღლესი არსება გენატრება. ..სული გაგეცრიცება და თავს ჩაყოფ ყინულივით წყალში, რათა სიცხოველე გაგეგრილოს.. ..ღამით ოქროსფრად გამოიფინება ვარსკვლავეთი და დაგენანება გათენება.. ..ტერფები გაგიმწვანდება; გარიჟრაჟზე თმა ჟოლოსფერია, ხვდები, მხოლოდ მთებზე ცოცვა და ვარსკვლავების თვალთვალი დაგამშვიდებს. ..ჩამონთებულ მზის მცხუნვარებაში, სადღაც დამშრალ რუში ჩაგეძინება, დაგესიზმრება ქათქათა ღამეები და ვარსკვლავური ნათება კვლავ ჩამოგინთებს სახმილს.. ..ციყვისფერი ვნება კვლავ ჩაგეჯინება სხეულში და დაიჩოქებ, მოგბეზრდება უნუგეშობა.. მიწას ჩაიკონებ და მიხვდები, რომ ბალახივით დაჭკნები, მათსავით დაუბრუნდები მშობელ მიწას... ..შენ ამ ბალახისა და მთის საკვები გახდები-მსუყე სასუქი!.. ...გაგაჟრჟოლებს.. ..ამოდენა მთებს რა საკვები გააძღობსო-ფიქრობ და იბერები, იბერავ სულსა და ხორცსს,- ასე მხოლოდ გასაბერი ბუშტივით გასკდები, გახსენდება ჟოლო რომელსაც ჭამ და ნაყრდები, სიდიდე ხომ მთავარი არ არის დედამიწაზე?!.. ...გაიზმორებ.. მოიფშვნეტ ირმისფერ თვალებს, იგრძნობ არავინობას და შეგძულდება, მოგბეზრდება საკუთარი თავი, რადგან ადამიანით შეძლებ იადამიანო!.. ..გიღამდება, ისევ ის ვარსკვლავი მოთეთრონებს.. შენი ცხვარი და სალამური ცას ჩამოჰკიდებია. ვარსკვლავს მიჰყვები შენი მალელმსრბოლი მწვანე ტერფებით.. ხვდები, დაღლილხარ არაფერობით.. ..ბრუნდები.. ვარსკვლავი გაბრუნებს, ცივდები, ლოყები გიოფლებს.. ..ლანდავ საადამიანოს... ..კაცები მინდორში მღერიან "გუთანოს", ოფლს იწურავენ დაჯირჯვლებული ხელებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს ვფიქრობ ის შემთხვევაა, სადაც მარტივად იკითხება ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი. შემოქმედების ძირითადი მასაზრდოებელი აქ თვალხილულია. ეს ვფიქრობ ის შემთხვევაა, სადაც მარტივად იკითხება ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი. შემოქმედების ძირითადი მასაზრდოებელი აქ თვალხილულია.
5. დიახ, მივწერე და ველოდები ;) მადლობა დიახ, მივწერე და ველოდები ;) მადლობა
4. საინტერესო მხატვრული სახეებია, მიმზიდველი. 5
„მოგვწერეთ“–იდან მისწერეთ ადმინისტრაციას და შეცვლიან.
საინტერესო მხატვრული სახეებია, მიმზიდველი. 5
„მოგვწერეთ“–იდან მისწერეთ ადმინისტრაციას და შეცვლიან.
3. როგორ უნდა შევცვალო, ვუთითებ თავიდან და არ ცვლის :) როგორ უნდა შევცვალო, ვუთითებ თავიდან და არ ცვლის :)
2. უი, კი პროზაა რა თქმა უნდა :) ახლავე შევცვლი :) უი, კი პროზაა რა თქმა უნდა :) ახლავე შევცვლი :)
1. რამოდენიმე ფრაზა ძალიან მომეწონა!
5
მაგრამ პოეზიად ვერ აღვიქვამ ამას:)))
ვფიქრობ ჟანრი შეგეშალათ რამოდენიმე ფრაზა ძალიან მომეწონა!
5
მაგრამ პოეზიად ვერ აღვიქვამ ამას:)))
ვფიქრობ ჟანრი შეგეშალათ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|