ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 იანვარი, 2020


იქნებ

პირველი შეხვედრა.

წამი,
საათი,
თვე,
დრო,

მეორე შეხვედრა.

თითქოს, მორიგი უმნიშვნელო ნაცნობი იყავი ჩემს ცხოვრებაში,
რომელიც ქრება

თვეობით,
წლობით,
სამუდამოდ.

რომელიც აღარ მემახსოვრება,
შიგადაშიგ თუ ამოტივტივდება გონებაში

ათასში,
მილიონში
ერთხელ.

მაგრამ წუხელ მესიზმრე და ამ ყველაფერს

წამებს,
საათებს,
თვეებს,
წლებს,
დავიწყებას,
გახსენებას,
უმნიშვნელობას,
მნიშვნელობას

თავიდან გავდივარ -

იქნებ
ყველაფერი
სხვაგვარადაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები