გაივლის, აბა, არ გაივლის? ვფიცავ მოცეკვავე აივნებს. მარტმა გამოჟონა ნუშიდან, - ნაივი!
Ragazzi, დაკავდით რაღაცით - კოცნეთ და კოცნეთ ცოლები, ეფერეთ, ეფერეთ სულსწრებით, რათა დაებეროთ მუცლები! (ვირუსი არ სცდება პლაცენტას), რისი „სკაიპი“ და „იუთუბი“?! ყველა ახალ წლამდე აჩენდეს ტყუპ-ტყუპად!
Ragazze, არ არის მარტივი! რომელი ქარტია დაიტევს? - გესიზმროს წითელი ლაგუნა ასი ცარიელი გონდოლით... მით უფრო, თუკი ეს ცხადია! მხოლოდ დანამული თვალებით უნდა ამოიცნო ლუჩია, სანტა ლუჩია და მარია - ისიც სევდიანი ქალია! ნიღბის ფესტივალი იწყება... შევკრავ და ავუშვებ ფრანს ცისკენ! ფიცრები, ფიცრები, ფიცრები... ფრანცისკე!..
მაგრამ ფინალი აქვს ამასაც - ოდნავ მაღალია თამასა, ეგ არის! - ragazzi, კაცებო, ნუ მკითხავთ ეშმაკის მიმდევარს, მე რაც მიყლაპია პლაცებო, კიდე ვარ!..
მარტი, 2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ბრავო! ჭეშმარიტად სათავფურცლე ავტორი... და მეტიც... მადლობა <3 ბრავო! ჭეშმარიტად სათავფურცლე ავტორი... და მეტიც... მადლობა <3
17. რა გამოხმაურებაც აქვს, დიდად შთამბეჭდავად არ იკითხება. ჩემთვის ცოტა ჟარგონულია. რა გამოხმაურებაც აქვს, დიდად შთამბეჭდავად არ იკითხება. ჩემთვის ცოტა ჟარგონულია.
16. ძალიან მაგარი! <3 ძალიან მაგარი! <3
15. გაივლის, აბა, არ გაივლის? ვფიცავ მოცეკვავე აივნებს. მარტმა გამოჟონა ნუშიდან, - ნაივი!
მაგრამ ფინალი აქვს ამასაც - ოდნავ მაღალია თამასა, ეგ არის! - ragazzi, კაცებო, ნუ მკითხავთ ეშმაკის მიმდევარს, მე რაც მიყლაპია პლაცებო, კიდე ვარ!..
მაგარია რობი, მაგარი ფორმაში ხარ
მონიშნული 5! გაივლის, აბა, არ გაივლის? ვფიცავ მოცეკვავე აივნებს. მარტმა გამოჟონა ნუშიდან, - ნაივი!
მაგრამ ფინალი აქვს ამასაც - ოდნავ მაღალია თამასა, ეგ არის! - ragazzi, კაცებო, ნუ მკითხავთ ეშმაკის მიმდევარს, მე რაც მიყლაპია პლაცებო, კიდე ვარ!..
მაგარია რობი, მაგარი ფორმაში ხარ
მონიშნული 5!
14. მარტოსულ ქალებზეც რომ დაგეწერათ... :) მარტოსულ ქალებზეც რომ დაგეწერათ... :)
13. როგორ გამიხარდით, აქ, ისევ.
"მარტმა გამოჟონა ნუშიდან, - ნაივი!"
ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული რობი-პოეტი.
როგორ გამიხარდით, აქ, ისევ.
"მარტმა გამოჟონა ნუშიდან, - ნაივი!"
ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული რობი-პოეტი.
12. აი, თქვენ სიყვარულისკენ მოუწოდებთ წყვილებს. ბელგიაში კი ისე გაბეზრდა ხალხი თვითიზოლაციით, რომ პარტნიორებს შორის ძალადობამ იმატა. თავშესაფრებში ადგილი აღარ არის და სასტუმროებში გამოჰყვეს ოთახები ქალებისა და ბავშვებისთვის, ცდილობენ როგორმე შეუმსუბუქონ ეს რთული პერიოდი.
აი, თქვენ სიყვარულისკენ მოუწოდებთ წყვილებს. ბელგიაში კი ისე გაბეზრდა ხალხი თვითიზოლაციით, რომ პარტნიორებს შორის ძალადობამ იმატა. თავშესაფრებში ადგილი აღარ არის და სასტუმროებში გამოჰყვეს ოთახები ქალებისა და ბავშვებისთვის, ცდილობენ როგორმე შეუმსუბუქონ ეს რთული პერიოდი.
10. უუჰ , 5 ქულა . უუჰ , 5 ქულა .
8. ბატონო ალექსანდრე ნარსია,
ეგ "ნიღბების ასროლა" ძალიან ალეგორიულად დავინახე, ჩემი სუბიქეტური საზომით. იმდენს აქვს მორგებული ადამიანის ნიღაბი, ეგ რომ მოიხსნან, მხოლოდ ანტიადამიანი შეგრჩება ხელში. :) კორონა მოგონილი იქნება ზღაპრად, ისეთები დატრიალდება. :) ეკეთოთ ნიღბები ჯობია. იქნებ ნამდვილი ადამიანები გადარჩნენ. ბატონო ალექსანდრე ნარსია,
ეგ "ნიღბების ასროლა" ძალიან ალეგორიულად დავინახე, ჩემი სუბიქეტური საზომით. იმდენს აქვს მორგებული ადამიანის ნიღაბი, ეგ რომ მოიხსნან, მხოლოდ ანტიადამიანი შეგრჩება ხელში. :) კორონა მოგონილი იქნება ზღაპრად, ისეთები დატრიალდება. :) ეკეთოთ ნიღბები ჯობია. იქნებ ნამდვილი ადამიანები გადარჩნენ.
7. ეს კორონა რომ მორჩება შევიკრიბოთ ურაკელები და ერთად ავისროლოთ ნიღბები ცაში :) 5 რობერტ პატივცემულო ამ კარგ ლექსს ჩემგან :) ეს კორონა რომ მორჩება შევიკრიბოთ ურაკელები და ერთად ავისროლოთ ნიღბები ცაში :) 5 რობერტ პატივცემულო ამ კარგ ლექსს ჩემგან :)
6. გენაცვალე!
"ნიღბის ფესტივალი იწყება... შევკრავ და ავუშვებ ფრანს ცისკენ! ფიცრები, ფიცრები, ფიცრები... ფრანცისკე!.." 5 გენაცვალე!
"ნიღბის ფესტივალი იწყება... შევკრავ და ავუშვებ ფრანს ცისკენ! ფიცრები, ფიცრები, ფიცრები... ფრანცისკე!.." 5
5. კაკრას ნინას ედო ეს ლექსი ფეისზე და მომეწონე +5 კაკრას ნინას ედო ეს ლექსი ფეისზე და მომეწონე +5
3. მეორე კომენტარს გავიმეორებ!
5
მეორე კომენტარს გავიმეორებ!
5
2. ა, ბატონო პოეზია! ჰერიო ბიჭებოამეთქი:* ა, ბატონო პოეზია! ჰერიო ბიჭებოამეთქი:*
1. სულ პლაცებოთი ვართ :)
რობერტ მესხის დახვეწილი და ემოციური პოეზიის მორიგი მარგალიტი.
სულ პლაცებოთი ვართ :)
რობერტ მესხის დახვეწილი და ემოციური პოეზიის მორიგი მარგალიტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|