ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2020


იესოს სიმართლის გამოცხადება

სარკეში ხშირად არ ვიხედები,
ისეთი უბადრუკი ვარ და უადგილო..
აქლემი უფრო ადვილად გაძვრება
ნემსის ყუნწში,
ვიდრე ჩვენი რწმენით შევალთ
ცათა სასუფეველში.
უფალი რადგან არ შევიბრალეთ,
საკუთარ შვილთა სულები მაინც ვიხსნათ.
მხოლოდ იმის გამო არ მივუტევოთ,
რათა მოგვეტეოს..
საკუთარ თავზე რატომ ვფიქრობთ
ყველა ლოცვაში,
იესოს ტანჯვისთვის ერთხელ მაინც
თუ გვიგლოვია,
მისი სიმართლის გამოცხადება
ჩვენს არსებაში
ხომ სინანულს მოაქვს!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები