 | ავტორი: წერტილი. ჟანრი: პოეზია 7 მაისი, 2020 |
დავიწვი შენში, დაიწვი ჩემში.
ვაჭამე ჩემს სულს შენი სხეული. შეჭამე ჩემი სხეული შენი სულით.
აქ აღარ არის 'მე' და 'შენ' - ჩვენ არარად ვიქეცით.
ვინ ხარ? - არავინ. უბრალოდ 'ვარ'.
შენ დაიბადე, მეორედ. მე დავიბადე. ნამდვილად.
მე გამოვაღვიძე უფალი შენში, შენ გამოაღვიძე უფალი ჩემში.
აქ რაღას დაეძებ? რას ეძებ ჩემში?...
წადი და იპოვნე თავი შენი დაბადე უფალი შენი ის იბრძვის..
ჩემს გარეშე, სრულ მარტოობაში, შენს არსში მიპოვნი.
და როცა შეძლებ, ჩემს გარეშე ჩემს სიყვარულს.. მანდ არის ღმერთი.
ჩემს მიღმა გაიხედე სიყვარული მხოლოდ სხივია, შენ კი სხივს ჩაბღაუჭებიხარ, ჩემს უკან კი მზეა..
რაც უფრო მიჭერ, მით უფრო მკარგავ.
შენს მიღრმა არსებული ღმერთია ჩემი სატრფო. შენ ვინ ხარ? - არავინ, არსის გამოვლინება.
მე კი არსს ვერწყმი. შენით. შენი გავლით - ყოფიერების გადახსნილობაში - ამოვისუნთქე.
მე არ ჩავდგები შენსა და არსს შორის არსებულ კერპად, თუ კი - ღვთაებად მაქცევ, მე მოგიკლავ მაგ ღვთაებას, და როცა მოვკვდები, მაშინ მიხვდები სად არის ღმერთი... მაშინ დაიწყებ, ჩემს მიღმა - ძიებას.
ნუ მაიძულებ რომ მოვკვდე. ნუ მაიძულებ რომ მოვკვდე.
წერტილი.
3/05/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. „დაჟე“ იმდენი = თანაც იმდენი
„დაჟე“ იმდენი = თანაც იმდენი
2. ეგ თქვენი აზრია და არა ობიექტური ჭეშმარიტება, ჩვენი აზრი კი უმეტესად ჩვენივე თავის ანარეკლია ) ვისაც სიახლის პოვნა სურს იპოვნის, ვისაც სურს ის იფიქროს რომ ახალი არაფერი იქმნება იფიქრებს. ვინც რას ეძებს იმას პოულობს. მე კი მგონია ძალიან ბევრი ახალი რამ იქმნება, ძალიან ბევრი სიახლეა, დაჟე იმდენი ადამიანები გააზრებას ვერ ვასწრებთ..ასე რომ )) ეგ თქვენი აზრია და არა ობიექტური ჭეშმარიტება, ჩვენი აზრი კი უმეტესად ჩვენივე თავის ანარეკლია ) ვისაც სიახლის პოვნა სურს იპოვნის, ვისაც სურს ის იფიქროს რომ ახალი არაფერი იქმნება იფიქრებს. ვინც რას ეძებს იმას პოულობს. მე კი მგონია ძალიან ბევრი ახალი რამ იქმნება, ძალიან ბევრი სიახლეა, დაჟე იმდენი ადამიანები გააზრებას ვერ ვასწრებთ..ასე რომ ))
1. უკაცრავად, თქვენთან რომ ვწერ, მხოლოდ თქვენ არ გეხებათ, დროის ამ მონაკვეთში რაღაც დიდი ერთფეროვნებაა, 3 თუ 4 გამონაკლისის გარდა. ახალი თემებია საჭირო, ახალი შესრულება, გადახალისება ...
უკაცრავად, თქვენთან რომ ვწერ, მხოლოდ თქვენ არ გეხებათ, დროის ამ მონაკვეთში რაღაც დიდი ერთფეროვნებაა, 3 თუ 4 გამონაკლისის გარდა. ახალი თემებია საჭირო, ახალი შესრულება, გადახალისება ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|