ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2020


წერილები საკნიდან-1

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
არც კი იფიქრო, რომ ოდესმე ვიყავ ხელმრუდი,
ცხოვრება ზოგჯერ უცნაურად, მწარედ დაგვცინის,
თუმცა ვერცერთმა განსწავლულმა შექმნა ვაქცინა,
რომ ბედის ბორბალს წამოეწყო წაღმა ტრიალი,
რომ შავ ღრუბლებში გამკრთალიყო ზეცა-კრიალა,
მეც ამ წერილებს შევუყვები, დღეიდან მოგწერ,
აქ, ჩემს საკანში, სულ მარტო ვარ, არა მყავს მოძმე,
წიგნები, შენ რომ შემოგზავნე-ამანათებად,
ხანდახან არის სულ მცირედი გამონათება,
თუმცა წიგნებთან ძირითადად მარტო ვსაუბრობ,
ლამის მესამედ ჩავიკითხო ბაღი-ალუბლის,
მომწყინდა ყოფნა ოთხ კედელში, ახლა ისე ვარ,
წყალს წაუღია ილიადა და ოდისეა,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
არც კი იფიქრო, რომ ოდესმე ვიყავ ხელმრუდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები