ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2020


მე ვტირი

როგორ გამსხვრიო,
ციხე- ტიალო,
როგორ დავეხსნა
მკლავიდან ხევებს,
უნდა, დილამდე
ვიხეტიალო,
ვიდრემდე, ღამე
სულს განუტევებს.
რაღაც იყო და
რაღაც გათავდა,
უვარსკვლავოა
ჩემი ცის ტილო,
უნდა, დავემხო
ძვირფას საფლავთან
და  მარტოობა
გამოვიტირო,
ბნელა და სადღაც,
ქარი თავს იკლავს,
მთვარე მარიდებს
ღრუბლიან  თვალებს,
ღამეს გამოვდებ,
მდუმარედ, ხელკავს...
წავალთ...
დილამდე ვიხეტიალებთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს