 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პროზა 30 ივლისი, 2020 |
ბუმბერაზია ჩვენი კაკალთვალა, შოკოლადისფერი აბრეშუმქათიბა ძროხა, მუდამ დრუნჩდასველებული, ცოხნაყბიანი და დინჯი. მწყემსები ფშვინვიერი "ფ-შ" ბგერებით ცდილობენ მოიარშიონ, კომბალს უღერენ. იციან, თუ დაარტყამენ დიდი ხნით შეძლება გაუჩინარდეს, გადათელოს და გააჩანაგოს არაერთი ბაღ-ვენახი შურისძიების მიზნით. ემდურებიან, თუმც ვერ აიძულებენ, სხვის ბაღებს არ გაეკაროს. მწვანე ნარგავებს გეახლებათ, ბოსტნეულითურთ. ან რა რძე უჩერდება ცურში-იცოცხლე, 25 ლიტრს იწველის. ეს ჩვენი ძროხაა, სუნსულა- მწყემსების სატკივარი. პატრონისგან მრავალჯერ გაფრთხილებულებმა იციან, ჯიბრში არ უნდა ჩაუდგნენ, რადგან პაპას ადამიანებზე მეტადაც კი უყვარს და ეიმედება ეს ცხოველი. დილით სადგომიდან გამოსვლაც სასწაული იცის. დაჰკრავს ბუმბერაზ ჩლიქს ჩლიქზე და უკვე ღობის გადაღმაა. ცოხნა- ცოხნით ელის მწყემსებს, თითქოსდა ყველაზე თვინიერი ცხოველი ყოფილიყოს. მრავალჯერ იმაკა სუნსულამ, ჯიშიან შთამომავლობას იძლეოდა, მეწველსა და მეხორცეს.სანამ პაპაჩემს მამალი ძროხა ბიჩოლა ჰყავდა, სხვას არ იკარებდა, აქაც გასაკვირი ერთგულება გამოიჩინა. ბიჩოლა რომ დაძაბუნდა და მოკვდა, პაპამ და სუნსულამ ერთმანეთის სიყვარულით გადაიტანეს მისი დაკარგვით მოგვრილი ტკივილი. სუნსულა ერთ მამალს არ კმარობდა, სათამაშოდაც კი, სხვა მამრებსაც გაჰკრავდა მკერდს. მათაც ლაზღანდარაობით გაიკიდებდა, ფრუტუნითა და კუდის რტყმევით გადაივლიდა ღობე-ჯაგნებს, სადმე დაიმალებოდა. დორბლიან, მიქანცულ მამრებს "მუს" შეჰბღავლებდა და მათაც ხახამშრალს სტოვებდა, პაპამაც კი არ იცოდა ვისგან გვაძლევდა ახლა შთამომავლობას. თავისი მამრის სიკვდილის შემდეგ სრულიად უკონტროლო გახდა. სოფელში ბევრი ანეკდოტი შეთხზეს, ბევრსაც იცინოდნენ. ზამთრობით უნახირობისა და საკვების ნაკლებობის გამო, სახლიდან იპარებოდა ჩვენი ძროხა. მეზობლების მარნებიდან უფრო შორსაც გადაინაცვლა. მწვანე პომიდვრის წნილის გემო მოსწონებოდა დალოცვილს და ყველანაირ მჟავეს მიირთმევდა მწვანე ფერისას, წითელ კომბოსტოსა და სხვა წნილებს პირუხლებლად ტოვებდა. იმასაც ამბობდნენ კბილებით ხსნის დახუფულ ქილებს, მაკეთ იქნებაო საწყალი. ძირითადად გოდრებში ჩამწნილებულს ეტანებოდა. ძალიან მინდოდა მისი ფაქტზე დაჭერა, მაგრამ ჩვენთან წნილს აღარავინ აკეთებდა სუნსულას მსუნაგობის გამო, პაპას ეშინოდა ამდენმა მჟავემ რძე არ გაუფუჭოსო. არადა რძე უფრო გემრიელი და პოპულარული გაუხდა. ვარსკვლავი იყო ჩვენი სუნსულა, ლეგენდა ძროხათა შორის. კაცებმა მოილაპარაკეს და ოჯახებში აკრძალეს მწვანე მჟავის შენახვა, იქნებ როგორმე გადავაჩვიოთ სუნსულა მჟავესო. პაპა მარილის ნატეხს ალოკებდა და ასე უოკებდა მჟავე-მლაშის სურვილს. ერთად დაბერდნენ პაპა და სუნსულა. ძალა ორივეს ერჩოდა. პაპამ დასაკლავად ვერ გაიმეტა. ღამეებს უთევდა დასნეულებულს. ეფერებოდა, თავის გულის ნადებს მხოლოდ მას უზიარებდა, ისიც აბღავლდებოდა, ჩლიქების მიწაზე დაბჯენას ცდილობდა, თუმცა მუცელში დაგროვილი წყალი ქვასავით დამძიმებოდა. მარილსა და მჟავეს გაეფუჭებინა მისთვის ღვიძლი. სუნსულა ჩუმათ გამოვიგლოვეთ და დავმარხეთ ჩვენთან ეზოში, დიდი ცაცხვის ქვეშ. პაპამ კიდევ დიდ ხანს იცოცხლა, იმ იმედით, მისი შთამომავლებიდან რომელიმე სუნსულას დაემსგავსებოდა. ეს არ მოხდა, რადგან ის ერთადერთი იყო და ასეთები არ მეორდებიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მადლობა დიდი!! კი ვნახე, მეილი და ტელეფონის ნომერია მითითებული. მადლობა დიდი!! კი ვნახე, მეილი და ტელეფონის ნომერია მითითებული.
18. იხუმრა, შეიხედეთ კონკურსებში, ვის უნდა დაუკავშირდეთ.
იხუმრა, შეიხედეთ კონკურსებში, ვის უნდა დაუკავშირდეთ.
17. რა კარგია ქალბატონო მზია, აბა დეკემბერში იქნებაო? გილოცავთ!! ძალიან მიხარია!! რა კარგია ქალბატონო მზია, აბა დეკემბერში იქნებაო? გილოცავთ!! ძალიან მიხარია!!
16. ვანანო, საკონკურსო მოთხრობების კრებული უკვე დაბეჭდილია და შეგვიძლია 2-2 ეგზემპლიარი მივიღოთ. ნ-ი-კ-ი-მ დაწერა, ვის უნდა მივმართოთ. გილოცავთ, თანაკონკურსელებო!
ვანანო, საკონკურსო მოთხრობების კრებული უკვე დაბეჭდილია და შეგვიძლია 2-2 ეგზემპლიარი მივიღოთ. ნ-ი-კ-ი-მ დაწერა, ვის უნდა მივმართოთ. გილოცავთ, თანაკონკურსელებო!
15. “რატო მიუთითეთ სხვა ჟანრი? ჩემს მაგივრად რატო იღებთ გსდაწყვეტილებას?“ როცა ჟანრს არასწორად მიუთითებთ, ჩვენი უფლებაა შევასწოროთ ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ.
“5+5=10 ერთადერთი რასაც ვითხოვ, ნუ იქნებით უსამართლოები. მადლობა. :(“ ამაში რას გულისხმობთ? ან ვის მიმართავთ? “რატო მიუთითეთ სხვა ჟანრი? ჩემს მაგივრად რატო იღებთ გსდაწყვეტილებას?“ როცა ჟანრს არასწორად მიუთითებთ, ჩვენი უფლებაა შევასწოროთ ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ.
“5+5=10 ერთადერთი რასაც ვითხოვ, ნუ იქნებით უსამართლოები. მადლობა. :(“ ამაში რას გულისხმობთ? ან ვის მიმართავთ?
13. კარგი არის 4 და საუკეთესო-5 კარგი არის 4 და საუკეთესო-5
12. რჩეული ავტორისა და ლიტერატორის კარგი შეფასება რამდენი ქულაა? რჩეული ავტორისა და ლიტერატორის კარგი შეფასება რამდენი ქულაა?
11. ვანანო,ლიტერატურასა და ხწლოვნებაში 5+5არაა 10 დოჩანაშვილს აქვს როგორც მახსოვს,გზაზე 3 კაცი მიდიოდაო და არა,აქედან 2 არაკაცი იყოვო-რაღაც ამდაგვარი. ასე რომ... და ვინაა უსამართლო?მშვენიერი კომენტარები აქვს სუნსულასაც. :) ვანანო,ლიტერატურასა და ხწლოვნებაში 5+5არაა 10 დოჩანაშვილს აქვს როგორც მახსოვს,გზაზე 3 კაცი მიდიოდაო და არა,აქედან 2 არაკაცი იყოვო-რაღაც ამდაგვარი. ასე რომ... და ვინაა უსამართლო?მშვენიერი კომენტარები აქვს სუნსულასაც. :)
10. 5+5=10 ერთადერთი რასაც ვითხოვ, ნუ იქნებით უსამართლოები. მადლობა. :( 5+5=10 ერთადერთი რასაც ვითხოვ, ნუ იქნებით უსამართლოები. მადლობა. :(
9. რატო მიუთითეთ სხვა ჟანრი? ჩემს მაგივრად რატო იღებთ გსდაწყვეტილებას? რატო მიუთითეთ სხვა ჟანრი? ჩემს მაგივრად რატო იღებთ გსდაწყვეტილებას?
8. ჩაფიქრებული ასეა. ჟანრს შევაცვლევინებ. ჩაფიქრებული ასეა. ჟანრს შევაცვლევინებ.
7. სამწუხაროდ ეს დრამატურგია არაა და ჟანრი შესაცვლელია
ჩანახატია უფრო სამწუხაროდ ეს დრამატურგია არაა და ჟანრი შესაცვლელია
ჩანახატია უფრო
6. მადლობა ქალბატონო მანანა :))))) მადლობა ქალბატონო მანანა :)))))
5. ყოჩაღ სუნსულას. მომეწონა ყოჩაღ სუნსულას. მომეწონა
4. ჩაბეჭდეთ საძიებელში ზუსტად ასე “ როგორ დავწეროთ სცენარი“ და ბევრ რჩევებს ნახავთ.
ჩაბეჭდეთ საძიებელში ზუსტად ასე “ როგორ დავწეროთ სცენარი“ და ბევრ რჩევებს ნახავთ.
3. ამ მოთხრობაზე მგონი კარგი სცენარის დაწერა შეიძლება, ვინც ერკვევით, იქნებ მირჩიოთ, როგორ და რანაირად :))))) ამ მოთხრობაზე მგონი კარგი სცენარის დაწერა შეიძლება, ვინც ერკვევით, იქნებ მირჩიოთ, როგორ და რანაირად :)))))
2. დიახ, მზია, შეიძლება, ამ მოთხრობის ჩაფიქრიც ეგაა, ჟანრიც მაგიტო მივუთითე.გამიხარდა რომ ჩანაფიქრს მიხვდით. მადლობა დიდი. :) დიახ, მზია, შეიძლება, ამ მოთხრობის ჩაფიქრიც ეგაა, ჟანრიც მაგიტო მივუთითე.გამიხარდა რომ ჩანაფიქრს მიხვდით. მადლობა დიდი. :)
1. ძალიან მომეწონა 5 იყო ასეთი რუსი მსახიობი ლებედევი და ცხენი ითამაშა სცენაზე, ბებერი ცხენი. არაჩვეულებრივად განასახიერა. უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ჰოდა, სუნსულას განსახიერებაც ხომ შეიძლება, რატომაც არა?! )))
ძალიან მომეწონა 5 იყო ასეთი რუსი მსახიობი ლებედევი და ცხენი ითამაშა სცენაზე, ბებერი ცხენი. არაჩვეულებრივად განასახიერა. უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ჰოდა, სუნსულას განსახიერებაც ხომ შეიძლება, რატომაც არა?! )))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|