 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 19 აგვისტო, 2020 |
ეტკინებოდა იას, რომ ჰქონოდა გული. ენძელასაც ეტკინებოდა, მასაც რომ ჰქონოდა გული... ან ჰქონდათ კიდეც და ტკიოდათ კიდეც, ყველა ცოცხალ არსებას ხომ უფეთქავს შიგნიდან რაღაც საოცარი?.. -იები მოგიტანე დედიკო, ენძელებიც, შეხედე რა ლამაზებია. რომ იცოდე როგორ დაქანებულ ფერდობზე დავკრიფე, საერთოდ არ შემშინებია - სიამაყით განაცხადა თვალებაციმციმებულმა პატარა ბიჭუნამ. მერე ხელები მაღლა აწია, უნდოდა "ბრძოლით" მოპოვებული ყვავილები, თმაში ჩაეწნა ყველაზე ლამაზი ქალბატონისთვის, მაგრამ...სხივი ჩაუქრა უცებ... დედამ გულში ჩაიკრა მზრუნველი იმედი, ოდნავ მობუსუსებულ თავზე გადაისვა ცრემლებით შევერცხლილი ხელი. თავის ავადობაზე მეტად შვილის იმედგაცრუებული მზერა ეტკინა... სხვა დედებივით შენც გრძელ თმას რატომ არ ატარებო, ხშირად ეკითხებოდა პატარა. მცხელაო, იყო დედის პასუხი. უკვირდა ბიჭუნას, ზაფხულში კიდევ ჰო, მაგრამ ზამთარში, როცა ყველას ციოდა, მის დედიკოს მაინც როგორ ცხელოდა? ანდაც თუ ცხელოდა მაშინ თავსაბურავიც გადაეძრო. მომწონსო, ფერად-ფერად "თავსაფრებს" არაფერი მირჩევნიაო ცრემლგარეული ღიმილით ეუბნებოდა დედა!.. ის ბოლო გაზაფხული იყო, მას შემდეგ აღარავისთვის დაუკრეფია ბიჭს ეს საოცარი ყვავილები. ოთხი წლის ბავშვის მეხსიერებაში სამუდამოდ დაილექა განსხვავებული სურნელი, დედის ხელმონაკიდები იისა და ენძელისა. მერე, წლები რომ გავიდა და ჩასწვდა იმ ღიმილიანი ცრემლების მიზეზს, მიხვდა რატომაც იყო დედა ასე "შეყვარებული" მოკლე თმასა და ფერად თავსაბურავებზე. მიხვდა და შეიძულა ორივე მათგანი. შეიძულა იმდენად, რომ მის გვერდით მყოფ არცერთ ქალბატონს არასდროს ჰქონია შესაძლებლობა თავი "მოეწონებინა" მსგავსი "ვარცხნილობითა" და "აქსესუარით". და ყვავილები? ყოველ გაზაფხულს ბედნიერი ღიმილით შესცქეროდა სიცოცხლის მაუწყებლებს, მერე კი ახსენდებოდა რომ მათ ვერასდროს ჩააწნავდა დედიკოს თმებში და ტკიოდა, უკვე დიდ კაცს, იმ პატარა ბიჭივით ტკიოდა იმედგაცრუება. ტკიოდა იასაც...ენძელასაც...გული!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. გაიხარეთ ქალნატონო მზია. გაიხარეთ ქალნატონო მზია.
16. მე მომეწონა 5 ძალიან პატარა ბიჭუნაზეა, ნაწერიც ასეთია
მე მომეწონა 5 ძალიან პატარა ბიჭუნაზეა, ნაწერიც ასეთია
15. მუხა, პატივს ვცემ შენს აზრს..მადლობა მუხა, პატივს ვცემ შენს აზრს..მადლობა
14. პრიმიტიულობაში ზუსტად ეგ ვიგულისხმე, რამდენადაც მტკივნეული უნდა ყოფილიყო, არადამაჯერებელია. პრიმიტიულობაში ზუსტად ეგ ვიგულისხმე, რამდენადაც მტკივნეული უნდა ყოფილიყო, არადამაჯერებელია.
13. თემა მტკივნეულია, ეს სიტუაცია პირადად მე არ გადამხდენია, მაგრამ მონაწილე ვარ, ჩემთან ძალინ, ძალიან ახლოს დგას, ამიტომ გულწრფელად ვიტყვი, რომ დამაჯერებლობა დამაკლდა . შესრულება არ მომეწონა, არც დასაწყისი
ეტკინებოდა იას, რომ ჰქონოდა გული. ენძელასაც ეტკინებოდა, მასაც რომ ჰქონოდა გული... არც ტკიოდა იასაც... რნშელასაც...გული. რაც შეეხება ავტორს მე უფრო პოეზიაში ვხედავ, ისე კი ძირითადად სევდიანებს წერს, განწყობა თუ შეიძლება უნდა შეცვალოს პოზიტივისკენ ასეთია ჩემი სუბიექტური კომენტარი.
თემა მტკივნეულია, ეს სიტუაცია პირადად მე არ გადამხდენია, მაგრამ მონაწილე ვარ, ჩემთან ძალინ, ძალიან ახლოს დგას, ამიტომ გულწრფელად ვიტყვი, რომ დამაჯერებლობა დამაკლდა . შესრულება არ მომეწონა, არც დასაწყისი
ეტკინებოდა იას, რომ ჰქონოდა გული. ენძელასაც ეტკინებოდა, მასაც რომ ჰქონოდა გული... არც ტკიოდა იასაც... რნშელასაც...გული. რაც შეეხება ავტორს მე უფრო პოეზიაში ვხედავ, ისე კი ძირითადად სევდიანებს წერს, განწყობა თუ შეიძლება უნდა შეცვალოს პოზიტივისკენ ასეთია ჩემი სუბიექტური კომენტარი.
12. ფლორენცია მადლობა ძვირფასო. ფლორენცია მადლობა ძვირფასო.
11. ტკივილიანი თემაა სოფო ეს და როცა ადამიანს ერთხელ მაინც უნახავს მსგავსი სიტუაცია, ის უფრო ნათლად მიხვდება ალბათ სიმძრაფრეს. რაც შეეხება ნაწარმოებს, გემოვნების ამბავიცაა ალბათ. მე პირადად დავეთანხმები მე-6 კომენტარს, თუმცა შეიძლება მეც იგივე თემაზე რომ დამეწწერა, მე შეიძლება უფრო უარესიც, გადამემლაშებინა და ვინმე თუ ამაზე მითითებას ან რჩევას მომცემდა გამომესწორებინა კიდეც. მთლიანობაში კარგადაა აღწერილი სიტუაცია, დედის დამოკიდებულება, შვილში დარჩენილი ასოციაციები. ენძელა და იას მეც ამოვიღებდი. მე ვტოვებ აქ შეფასებას და მოწონებას. ვიქნები სუბიექტური, მერე რა :) ტკივილიანი თემაა სოფო ეს და როცა ადამიანს ერთხელ მაინც უნახავს მსგავსი სიტუაცია, ის უფრო ნათლად მიხვდება ალბათ სიმძრაფრეს. რაც შეეხება ნაწარმოებს, გემოვნების ამბავიცაა ალბათ. მე პირადად დავეთანხმები მე-6 კომენტარს, თუმცა შეიძლება მეც იგივე თემაზე რომ დამეწწერა, მე შეიძლება უფრო უარესიც, გადამემლაშებინა და ვინმე თუ ამაზე მითითებას ან რჩევას მომცემდა გამომესწორებინა კიდეც. მთლიანობაში კარგადაა აღწერილი სიტუაცია, დედის დამოკიდებულება, შვილში დარჩენილი ასოციაციები. ენძელა და იას მეც ამოვიღებდი. მე ვტოვებ აქ შეფასებას და მოწონებას. ვიქნები სუბიექტური, მერე რა :)
10. ჩემი სათქმელი თქვენ თქვით. ჩემი სათქმელი თქვენ თქვით.
9. ვანანო , ვერ მივხვდი . ან რა მადლობა ან რა შენი კრიტიკა ? კაია თუ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ . ვანანო , ვერ მივხვდი . ან რა მადლობა ან რა შენი კრიტიკა ? კაია თუ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ .
8. მადლობა ლაშა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა ავტ2-ო და მადლობა შენც ვანანო თუნდაც იმისთვის, რომ პრიმიტიულად დაინახე ჩემი ნაწარმოები, მიხარია რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ხედვა გვაქვს და კიდევ ის მიხარია, რომ კრიტიკასაც ისევე ვიღებ, როგორც შექებას.. მადლობა ლაშა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა ავტ2-ო და მადლობა შენც ვანანო თუნდაც იმისთვის, რომ პრიმიტიულად დაინახე ჩემი ნაწარმოები, მიხარია რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ხედვა გვაქვს და კიდევ ის მიხარია, რომ კრიტიკასაც ისევე ვიღებ, როგორც შექებას..
7. ისეთი გამოხმაურება ქონდა ამ პრიმიტიულ მოთხრობას, ჩემს კრიტიკას ხოტბა-დიდება რომ არ მოჰყოლოდა, როგორც ხდება ხოლმე,თავი შევიკავე. მადლობა ლაშა. ისეთი გამოხმაურება ქონდა ამ პრიმიტიულ მოთხრობას, ჩემს კრიტიკას ხოტბა-დიდება რომ არ მოჰყოლოდა, როგორც ხდება ხოლმე,თავი შევიკავე. მადლობა ლაშა.
6. აი რა გითხრა , მე პირადად ენძელა - იების გულს და ტკივილს საერთოდ ამოვიღებდი . რასაკვირველია შეილება ვცდები კიდეც მარა ჩემი გემოვნება ასეთია )) იები მოგიტანე დედიკო , ვსო აი ასე დავიწყებდი მარტივად . ფინალიც მემგონი ცოოტა უკეთესი მოუხდებოდა . აი ეს ია ენძელა ზედმეტ სირბილეს მატებს და მაინცდამაინც იმ მძაფრ სიუჟეტს ვერ ანეიტრალებს . არცაა საჭირო . ისედაც მოდის სათქმელიც და ემოციაც . მოკლედ , წარმატება შენ და კიდევ ერთხელ გეტყვი რო მომეწონა ) აი რა გითხრა , მე პირადად ენძელა - იების გულს და ტკივილს საერთოდ ამოვიღებდი . რასაკვირველია შეილება ვცდები კიდეც მარა ჩემი გემოვნება ასეთია )) იები მოგიტანე დედიკო , ვსო აი ასე დავიწყებდი მარტივად . ფინალიც მემგონი ცოოტა უკეთესი მოუხდებოდა . აი ეს ია ენძელა ზედმეტ სირბილეს მატებს და მაინცდამაინც იმ მძაფრ სიუჟეტს ვერ ანეიტრალებს . არცაა საჭირო . ისედაც მოდის სათქმელიც და ემოციაც . მოკლედ , წარმატება შენ და კიდევ ერთხელ გეტყვი რო მომეწონა )
5. რამდენ ტკივილს იტევს ეს ჩვენი დედამიწა.. მომეწონა თქვენი ნაწარმოები რამდენ ტკივილს იტევს ეს ჩვენი დედამიწა.. მომეწონა თქვენი ნაწარმოები
4. მადლობა ლაშა და მთლიან ტექსტს გულისხმობთ თუ რომელიმე კონკრეტულ ადგილის "შეგემოვნებას?" მადლობა ლაშა და მთლიან ტექსტს გულისხმობთ თუ რომელიმე კონკრეტულ ადგილის "შეგემოვნებას?"
3. სოფო ! ცოტა , სულ ოდნავ გადასახედია და "შესაგემოვნებელი " . სხვა მხრივ , ძალიან სწორი ხაზია და მართალი . მომწონს რო ლაკონურიცაა და დოზიერად სევდიანიც . 5 ქულა სოფო ! ცოტა , სულ ოდნავ გადასახედია და "შესაგემოვნებელი " . სხვა მხრივ , ძალიან სწორი ხაზია და მართალი . მომწონს რო ლაკონურიცაა და დოზიერად სევდიანიც . 5 ქულა
2. ჰოლმვუდ, დიდი მადლობა. ჰოლმვუდ, დიდი მადლობა.
1. სულშიჩამწვდომია. შენს პროზას ძალიან უხდება შეზედმეტებული მხატვრულობა. 5 სულშიჩამწვდომია. შენს პროზას ძალიან უხდება შეზედმეტებული მხატვრულობა. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|