ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2009


სადღაც გაქრება

ლამაზი ფრაზები.
წირები, ხაზები.
"ფეშენი" ხასები,
სრა-დარბაზები.
სადღაც გაქრება...
ლამაზი ქალები,
ტანკენარები.
თვალები უძირო,
ფიქრები... უძილო
ღამეები, დღეები...
სადღაც გაქრება...
სიტყვები, სიტყვები...
ზედაქტილური რითმები.
მრუში შაირები,
ძაღლის ნალოკი ზმები;
სოფიზმები, სილოგიზმები...
სადღაც გაქრება...
მე, შენ, ჩემი სიტყვები:
"ისევ მიყვარხარ!.."
შენ იკაწრები,
ჩუმი ზღაპრებით
დაგინანავებ
- ერთ მდინარეში, კარგო,
ორჯერ ვერ იბანავებ!
სადღაც გაქრება...
ფუჭი, რითმების აქოთდნენ ბაზრები
სტიქიურია ჩემი აზრები.
არც მინდა დაწყობა მათი.
ჩაცურდა ღრუბლებს მიღმა მნათი:
სადღაც გაქრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები