 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 3 მაისი, 2021 |
ამოიტირა ბალახმა, სისხლის ცრემლები მაცხოვრისა ამოიყვანა.
გაიზარდა ჩეროში ხავსი, დილამ გატეხა ყველა კვერცხი შეუღებავად.
სანთელი ერთი ანთიაო, კაცი დაიწვა, მარტომ ვერ კი ანათა.
წითელი ფერია მზის ჩასვლა, სხვაგან მზეს ამოსვლა როცა უხდება.
გადაიწერა მოლი დედამიწამ, მდელო გამოთვრა მდინარეებით, მზის სხივმა ჩაჰკრა კბილებში ჯეჯილს.
კურნება სხეულისა უკურნებელია, მიწამ უყო პირი დაბადებისას.
დღე ზანტი იყო, აჩქარება ღამემ ასწავლა.
ღაბუა ჩიტი-ტარა თვალებს ხუჭავს, კვერცხის ნისკარტით გამოტეხვისთვის.
მიყვარდა ძილი, ღვიძილმა დიდხანს დამაძინა, ახლა სულ მღვიძავს.
შაშვი მოფრინდა, ბუდეს აშენებს და ცრემლებს კენკავს მეზობელ სახლში.
შაშვი შავ ხნულში ხმას ავრცელებს, დაშვრაო ენა პოეტისა, ცრემლებით მოვრწყე.
კენკვა ცოტაა შაშვის დღემან, მაინც განაყრებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გამიხარდა :) როგორც აღნიშნეს ჰაიუკები არ არის :(( გამიხარდა :) როგორც აღნიშნეს ჰაიუკები არ არის :((
12. შაშვი მოფრინდა, ბუდეს აშენებს და ცრემლებს კენკავს მეზობელ სახლში.
- კარგია. შაშვი მოფრინდა, ბუდეს აშენებს და ცრემლებს კენკავს მეზობელ სახლში.
- კარგია.
11. კარგი ჰაზრებია. კარგი ჰაზრებია.
10. გაიხარე ჰოლმვუდ :))) გაიხარე ჰოლმვუდ :)))
9. თავიდან მექანიკური შეცდომა მეგონა; როგორც მივხვდი ჰაიუკები გამიზნულად გიწოდებიათ :) უკვე აღინიშნა, რომ ჰაიკუები ნაკლებად არის, უფრო მინიმებია. მე ეს მომეწონა: "შაშვი მოფრინდა, ბუდეს აშენებს და ცრემლებს კენკავს მეზობელ სახლში." და ეს ფრაზა მელამაზა: "დღე ზანტი იყო, აჩქარება ღამემ ასწავლა." დანარჩენი ჩემამდე ნაკლებად მოვიდა ახლოს. წარმატებები და ნამდვილ ჰაიკუებს დაველოდები :)
თავიდან მექანიკური შეცდომა მეგონა; როგორც მივხვდი ჰაიუკები გამიზნულად გიწოდებიათ :) უკვე აღინიშნა, რომ ჰაიკუები ნაკლებად არის, უფრო მინიმებია. მე ეს მომეწონა: "შაშვი მოფრინდა, ბუდეს აშენებს და ცრემლებს კენკავს მეზობელ სახლში." და ეს ფრაზა მელამაზა: "დღე ზანტი იყო, აჩქარება ღამემ ასწავლა." დანარჩენი ჩემამდე ნაკლებად მოვიდა ახლოს. წარმატებები და ნამდვილ ჰაიკუებს დაველოდები :)
8. მადლობა!! ტინნე, ფლორენცია. :)) მადლობა!! ტინნე, ფლორენცია. :))
7. "გადაიწერა მოლი დედამიწამ, მდელო გამოთვრა მდინარეებით, მზის სხივმა ჩაჰკრა კბილებში ჯეჯილს"
ეს ყველაზე კარგია, ჩემი აზრით :) "გადაიწერა მოლი დედამიწამ, მდელო გამოთვრა მდინარეებით, მზის სხივმა ჩაჰკრა კბილებში ჯეჯილს"
ეს ყველაზე კარგია, ჩემი აზრით :)
6. მინიმებია ჩემი აზრით მინიმებია ჩემი აზრით
5. ასეთი ფრაზები მანამდეც მქონდა, არ ვიცი რას მივაკუთვნო, რომელ ჟანრში გამოვაქვეყნო? ჰაიუკების ჟანრშიც უკეთ მინდა გარკვევა, თუ დამეხმარებით გამიხარდება. :))) ასეთი ფრაზები მანამდეც მქონდა, არ ვიცი რას მივაკუთვნო, რომელ ჟანრში გამოვაქვეყნო? ჰაიუკების ჟანრშიც უკეთ მინდა გარკვევა, თუ დამეხმარებით გამიხარდება. :)))
4. მადლობა ქ-ნო მზია. არ მწყინს :))) მადლობა ქ-ნო მზია. არ მწყინს :)))
3. ეს არ არის ჰაიკუები. არ გეწყინოთ.
ეს არ არის ჰაიკუები. არ გეწყინოთ.
2. "სანთელი ერთი ანთიაო, კაცი დაიწვა, მარტომ ვერ კი ანათა" მხოლოდ ეს "სანთელი ერთი ანთიაო, კაცი დაიწვა, მარტომ ვერ კი ანათა" მხოლოდ ეს
1. ჰოლმვუდ, რას ფიქრობთ ამ ჩემს ე.წ ჰაიუკებზე, არ ვიცი, რამდენად ამართლებს :)) ჰოლმვუდ, რას ფიქრობთ ამ ჩემს ე.წ ჰაიუკებზე, არ ვიცი, რამდენად ამართლებს :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|