ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2009


სან - გარდაცვალება

სან
ჩემს ეზოში მკლავებ დალეწილი ხეები
ანშლაგით კვდებიან,
ყოველ დილით რომ მიკაკუნებდნენ ფანჯრებზე
იმ მტრედებმაც დამტოვეს
და
გარდავიცვალე.

ყველაფერს აქვს დასასრული
ჯერ დასაწყისი
და მეც დავსრულდი.
ჩემი სიზმრებიც საზღვრებს მიღმა დავტოვე კენტად,
თან სიფერმკრთალე დავუტოვე
არეულ ფონად.
მერე დავშალე ფერად სამყაროდ,
ყველა ოცნება მასში ჩავდე და შენში გავფანტე,
შენ ხომ სივრცე ხარ...

წუხელ ღამემაც თავი მოიკლა,
დამტოვა მარტო,
გავცდი ყველა შესაძლო გვირაბს და
სინათლეს მჭიდროდ ჩავკიდე ხელი,
გეძებდი
სან
გყვიროდი და შენ კი არ ჩანდი
როცა მჭიდებით სადღაც ქრებით შენ და სამყარო,
ისე განვიცდი...

ალბათ არც გიკვირს
უკვე რამდენჯერ ვიცვალე ფერი,
მერე აღვსდეკი,
ისევ ისე ავიდგი ფეხი,
ბოლოს კი მაინც შენ შეგიყვარე...
შენ ეგოისტი!!!!

სან
გადავცდი საზღვრებს,
სარტყელს მიღმა დამრჩა სხეული,
გათენებისას
გ ა რ დ ა ვ ი ც ვ ა ლ ე.
და მორიგ ჯერზეც
ალბათ შევხვდებით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები