ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 აპრილი, 2009


ὁλόκαυστον - The Holocaust - ჰოლოკოსტი //-- ადამიანთა გოდება,,, II ნაწილი,,,

ნაწილი II,,,

1942 წელი გახდა დასაწყისი ხალხის მასობრივად განადგურების ახალი მეთოდის გამოყენებისა, მეთოდისა რომელსაც მანამდე კაცობრიობა არ იცნობდა. იანვრის თვეში თხუთმეტი მაღალი თანამდებობის ნაცისტი რომლებსაც ხელმძღვანელობდა რეინჰარდ ჰეიდრიჰი, მეორე კაცი ეს ეს-ში, შეიკრიბა ბერლინში, სპეციალურ კონფერენციაზე რომ შეეჯერებინათ საბოლოო გადაწყვეტილების დეტალები. ყველა ევროპელი ებრაელი დღეის შემდეგ უნდა გაგზავნილი იყოს პოლონეთში, შემდეგ ბანაკებში:

ბალზეცი, სობიბორი,  ტრებლინკა,  აუშვიცი-ბირკენაუ.

ოპერაცია კოდური სახელწოდებით " აკტიონ რეინჰარდ" (Aktion Reinhard) (რეინჰარდ ჰეიდრიჰის საპატივცემულოდ) დაიწყო ფინალური სვლისთვის, იმავე წლის გაზაფხულზე.

თითოეული ნაბიჯი ნაცისტებისა იყო დეტალურად გათვლილი და დაგეგმილი. როდესაც ებრაელები მიაღწევდნენ მატარებლით ბელზეცს, სობიბორს და ტრებლენკას , ეს ეს(SS)  ჯარისკაცები ეუბნებოდნენ მათ, რომ აქ ტრანზიტულად გაჩერდნენ, რომ ცოტა ხანში გზა უნდა გაეგრძელებინათ საბოლოო დანიშნულებამდე. მანამდე კი მათ უნდა ტანსაცმლის დეზინფექცია ჩაეტარებინათ ასევე, შხაპის მიღებას სთავაზობდნენ უკლებლივ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ, კაცებს ანცალკევებდნენ ბავშვებისა და ქალებისაგან , მიჰყავდათ გასახდელი ოთახებისკენ და სულ აშიშვლებდნენ მათ. ქალებს და გოგოებს თმებს ძირში აჭრიდნენ (თმები გამოყენებული იყო გერმანული ტექსტილის კომპანიის მიერ, ხალიჩებისა თუ ნოხების შესაკერად). შემდეგ , განწირული ადამიანები გადიოდნენ სპეციალურ ბილიკს (ბილიკს სახელად ეს ეს -ის ოფიცრებმა დაარქვეს Himmelstrasse, გზა სამოთხისკენ, (ამ სახელშიც საკმაოდ კარგად ჩანს ეს ეს ჯარისკაცების სარკასტული, ცინიკური დამოკიდებულება უდანაშაულო ადამიანების მიმართ)  ) რომელსაც პირდაპირ გაზის კამერებთან მიჰყავდა ხალხი. როდესაც ბოლო პატიმარი შევიდოდა სპეციალურად მოწყობილ საშხაპეებში, კარები იხურებოდა ჰერმეტულად და სასიკვდილო კარბონ მონოქსიდის გამონაბოლქვით ავსებდნენ ოთახს.

აუშვიც-ბირკენაუში მიყვანილ ტყვეებს ეუბნებოდნენ რომ აკურატულად ჩამოეკიდათ თავიანთი ტანსაცმელი სპეციალურ საკიდებზე და რომ მათ საკიდების ნომრები უნდა დაემახსოვრებინათ რომ ტანსაცმელი ადვილად მოეძებნათ აბანოდან გამოსვლის შემდეგ. მათ ეძლეოდათ საპონი და მიჰყავდათ სპეციალურ გაზის კამერებში სადაც დამონტაჟებული იყო ტყუილი შხაპები. კარბონ მონოქსიდის ნაცვლად აქ იყენებდნენ სპეციალურ მხუთავ გაზს ციკლონ ბი-ს (Zyklon-B). როდესაც ბოლო პატიმარი შევიდოდა კამერაში, კარები ხელათვე იკეტებოდა და სახურავზე დამონტაჟებული ხვრელებიდან იყრებოდა ეს მხუთავი გაზის კრისტალები. მას მწარე ნუშის გემო ჰქონდა.


ყველა ბანაკში არსებობდა სპეციალური ჯგუფი რომლებსაც უძახდნენ ზონდარკამანდებს (Zonderkommando), ესენიც პატიმრები იყვნენ თავის დროზე, მაგრამ მცირედის სანაცვლოდ დასთანხმდნენ ნაცისტების სამსახურში ყოფნას. მათი მოვალეობა იყო გვამების გამოტანა გაზის კამერებიდან, ოქროს კბილების ამოცლა დაღუპული ადამიანებისაგან, ასევე ჯიბეების კარგად გაჩხრეკვა რომ გადამალული ფასეული ნივთები აღმოეჩინათ. ნაცისტები გვამებს სხვადასხვა ხერხით იშორებდნენ, მათ შორის მასობრივი დასაფლევება ერთ გრძელ და ღრმა ორმოში. ანდა , სხეულის დაწვა ღია ტიპის ორმოებში, ანდა, სპეციალურ დახურული ტიპის კრემატორიუმებში სადაც სულ მუდამ ღუმელი გახურებული იყო. დარჩენილი ტანსაცმელი, ფული, ოქრო, სამკაულები, საათები, სათვალეები იგზავნებოდა გერმანიაში ხელახალი გამოყენებისთვის. ქალის თმები, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე იგზავნებოდა ბავარიაში ტექსტილის კომპანიისთვის.

ერთი არაორდინალური ფაქტორი მგზავრობისა სიკვდილის ბანაკებისკენ იყო ის რომ, ისინი მესამე კლასის ბილეთების ყიდვას აიძულებდნენ ებრაელ პატიმრებს, რომ ისინი დასავლეთიდან აღმოსავლეთში უნდა დასახლებულიყვნენ. ხშირად, პატიმრებს ავსებინებდნენ სპეციალურ ბარათებს ტყუილი მისამართებით და აგზავნიდნენ სახლში, თავიან ნათესავებთან თუ ახლობლებთან. ბარათზე ეწერა : "ჩვენ აქ ყველანი კარგად ვართ. გვაქვს კარგი სამუშაო და ჩვენდამი მოპყრობა კარგია. ერთი სული გვაქვს როდის გიხილავთ ჩვენთან ერთად".

ძალიან ხშირად გეტოში დამწყვდეულ ხალხს გერმანელები ეუბნებოდნენ რომ მათ სამუშაოდ გადააგზავნიდნე სხვა ადგილზე. ამ წინადადებას ებრაელები დადებითად ხვდებოდნენ , იმას ფიქრობდნენ რომ იქნებ გეტოს გაუსაძლის კანონს თავს დავახწევო და ახალ ადგილზე ამაზე უარესი პირობები ხომ არ იქნებაო?! მაშინ, მათ ყრიდნენ საბარგო ვაგონებში, სადაც არ იყო გათბობა, ელემენტარული სანიტარული პირობებ, ბევრი მგზავრი ადგილზე ჩასვლამდე იღუპებოდა.

როდესაც საბარგო მატარებელი მიაღწევდა აუშვიცის ბანაკამდე, ეს ეს ოფიცერი ექიმებია ამოწმებდნენ პატიმრებს, მუშაობისთვის გამოსადეგარი ხალხი ცალკე გაჰყავდათ დანარჩენებს უკვე განაჩენი გამოტანილი ჰქონდათ - გაზის კამერა. ცოტა რაოდენობა პატიმრებისა , ტყუპი ბავშვების ჩათვლით ირჩეოდა სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარებისთვის.


მიუხედავად იმისა რომ, ნაცისტებს უკიდურესად გასაიდუმლოებული ჰქონდათ ასეთი ტიპის ბანაკების არსებობა, ჭორებმა მაინც გააღწია საზღვრებს გარეთ და თანდათანობით საზოგადოებას მოეფინა მათი საქმენი საგმირონი ბანაკებში განხორციელებული. 1942 წლის ივნისისა და ივლისის ნიუ იორკ თაიმსის გამოცემებში გაიჟღერა ინფორმაციამ რომ, 1, 000 000-მდე ებრაელი უკვე დახოცილი იყო ამ პერიოდისთვის.

იმავე წელს, მსოფლიო ებრაული კონგრესის შვეიცარიელმა წარმომადგენელმა შეძლო საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება ებრაელი ერის განადგურების გეგმის შესახებ. მან მაშინათვე გადააგზავნა აღნიშნული ინფორმაცია ლონდონსა და ვაშინგტონში. 1942 წლის დეკემბერში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ანტონი ედენმა მოიწვია სპეციალური ბრიფინგი სადაც მან განაცხადა რომ " ნაცისტური პარტიის მიმდევრები უკვე ახორციელებდნენ ჰიტლერის ვერაგულ გეგმას რომელიც ეხებოდა ევროპის ებრაელების სრულ და საბოლოო განადგურებას".


ამერიკელი ებრაელების პასუხი აღნიშნულ მოქმედებებთან დაკავშირებით იყო პირდაპირი და მკაცრი. 1943 წლის მარტში მათ მოაწყვეს დიდი გამოსვლა მედისონ სქვეარ გარდენში, სადაც ამერიკის მთავრობას მოსთხოვეს უფრო აქტიური ნაბიჯები გადაედგა ებრაელების სახსნელად. ამის საპასუხოდ მთავრობამ მოიწვია ბერმუდის კონფერენცია 19-30 აპრილს, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატები საუბრობდნენ თუ როგორი ქმედებებით დახმარებოდნენ გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ებრაელებს. მაგრამ, შეხვედრებმა საბოლოო შედეგი ვერ გამოიღო.

შვიდი თვის შემდეგ, 1943 წლის ნოემბერში, კონგრესში გაიმართა მოსმენა ამერიკის დეპარტამენტის უსუსურობისა და უძლურობის შესახებ ევროპელი ებრაელების საკითხში. აღნიშნულ პოლიტიკურ წნეხს პრეზიდენტმა რუზველტმა უპასუხა სპეციალური კომისიის შექმნით სახელად " ომის ლტოლვილთა საბჭო" 1944 წლის იანვარში რომ დახმარებოდნენ ნეიტრალურ ქვეყნებს ებრაელების ხსნაში. ამ საბჭომ დიდი როლი ითამაშა დაახლოებით 200 000 ებრეალის ხსნაში სიკვდილის ბანაკებიდან, ისეთი გმირი დიპლომატების დახმარებით როგორიც მაგალითად იყო შვედი რაულ ვალენბერგი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს დიდ საფრთხეში აყენებდა როდესაც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებდა.
ასევე, ომის ლტოლვილთა საბჭო მხარს უჭერდა აუშვიცის საჰაერო თავდასხმას , თუმცა ეს არ განხორციელდა რადგან, ეს მხარე არ ითვლებოდა გადამწყვეტ სამხედრო სამიზნედ. ამერიკა ფიქრობდა რომ საუკეთესო გზა ნაცისტების შეჩერებისა იყო რაც შეიძლება სწრაფად დაემარცხებინათ ნაცისტური რეჟიმი.

1944 წლის აპრილში, ორმა ებრელმა პატიმარმა შეძლო აუშვიცის დატოვება და ჩეხოსლოვაკიაში შეღწევა. ერთ-ერთი მადგანი რუდოლფ ვიდრბმა წარადგინა სრული აღწერილობა აუშვიცის სიკვდილის ბანაკისა მაღალ სასულიერო პირთან საბარში, რაც დაუყოვნებლივ გადაეცა ვატიკანს. თუმცა პაპმა პიუს მე-12-მ დუმილი არჩია აღნიშნულ დანაშაულზე და არავითარი კომენტარი არ გაუვრცელებია.

ნაცისტები შეეცადნენ გაექარწყლებინათ ებრაელთა საბოლოო განადგურების ფაქტები, როდესაც მოიწვიეს წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჩეხეთში მდებარე გეტოში. მათ გაიარეს ქუჩებში, ბანკებში, კაფეებში, ასევე დაესწრნენ ებრელი ბავშვების მიერ გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტში. თითქოს სიწყნარე სუფევდა ყველგან. როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა დატოვეს გეტო, უმეტესობა გეტოს მცხოვებლებისა, ბავშვების ჩათვლით გაგზავნეს გაზის კამერებში.

იყო რამოდენიმე შემთხვევა როდესაც ებრაელები აჯანყებებს აწყობდნენ ნაცისტების წინააღმდეგ. ყველაზე თვალსაჩინო გამოსვლა განხორციელდა ვარშავის გეტოში რომელიც გაგრძელდა 28 დღე და სადაც 750 ებრაელი სუსტად შეიარაღებული ებრელი იბრძოდა 2000 ეს ესის კარგად შეიარაღებული ოფიცრების წინააღმდეგ. საბოლოოდ ნაცისტებმა გადაწვეს მთელი გეტო.

ერთ-ერთი ეს ესის ოფიცერი გეტოს გადაწვას ასე იხსენებს: " ებრაელები მანამდე რჩებოდნენ ალმოდებულ სახლებში სანამ, საშიშროება დაწვისა არ იყო უკიდურესად მძაფრი. შემდეგ ისინი მაღალი სართულებიდან პირდაპირ ხტებოდნენ, მიუხედავად დამტვრეული ძვლებისა ისინი მიხოხავდნენ უახლოეს სახლებისკენ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ეკიდა კარგად ცეცხლ . მიუხედავად ცოცხლად გამოწვის საფრთხისა , ისინი არჩევდნენ ისევ შევარდნილიყვნენ ალმოდებულ კორპუსებში, ვიდრე ჩვენ ჩაგვარდნოდნენ ხელში".

წინააღმდეგობებმა იმატა სიკვდილის ბანაკებშიც, ასევე. 1943 წელს, ტრებლინკაში პატიმრებმა სასტიკი აჯანყება მოაწყვეს, რის შემდეგაც ჰიმლერმა ბრძანა ბანაკის სრული განადგურება და დახურვა. ასევე, სობიბორის ბანაკიდან განხორციელდა დიდი გაქცევა 1943 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც პატიმრებმა  მოკლეს 11 ეს ეს ოფიცერი, გააღწიეს გისოსებს მიღმა და საბოლოოდ 300 მა კაცმა შეძლო ტყეს შეეფარებინა თავი. ამ სამასი კაციდან ყველა დახოცილი იქნა 50 ადამიანის გარდა როდესაც ნაცისტებმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნადირობა გამართეს მათ დასახოცად. ამ აჯანყების მერე, ჰიმლერმა დახურა საბიბორის სიკვდილის ბანაკიც.


თუმცა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ევროპა ნაცისტების ხელში იყო, იყო არაებრაელი ხალხი რომლებიც საკუთარ თავს სწირავდნენ ებრაელების გადასარჩენად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მამაცი გმირი, გერმანელი ოსკარ შინდლერი რომელმაც ბევრ ებრაელს სიცოხლე აჩუქა როდესაც ისინი გადაიყვანა სამუშაო ბანაკიდან თავის ქალაქში ბრუნლიტში. დანიამ, თითქმის მთელი დანიელი ებრაელები (7000 ადამიანი) გადაარჩინა, მათი ზღვით გაპარებით უსაფრთხო ადგილას. არის კიდევ რამოდენიმე , მცირე შემთხვევები ებრაელებზე ზრუნვისა. ყველა დანარჩენ ევროპის ქვეყნებში ხალხი და მათი მთავრობები პასიურად შესცქეროდნენ ებრაელების დეპორტაცია, მათ სვლას ქუჩებში ვაგზლებისკენ სადაც საბარგო მატარებლები მზად იყო სიკვდილის ბანაკებისკენ გასამგზავრებლად. ბევრი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ნაცისტების მიერ განხორციელებულ ყველა სახის აქტებში ებრაელების წინააღმდეგ.

1944 წლისთვის, გერმანული არმია აღარ არის ისეთი მძლავრი როგორც ომის დაწყებისას, შესაბამისად მათ განიცადეს მრავალი მარცხი სხვადასხვა ფრონტზე. მიუხედავად ამისა, ებრაელების განადგურების გეგმა სრული წინსვლით ხორციელდებოდა. საბარგო მანქანები და საბარგო მატარებლები რომელთა დიდი საჭიროება იყო გერმანული არმიისთვის იყო გამოყენებული ეს ესების მიერ, ებრაელი ტყვეების ტრანსპირტირებისთვის აუშვიცისკენ.

იმავე წლის მაისში, ეს ესის ოფიცრის ადოლფ ეიჰმანის ხელმძღვანელობით განხორციელდა ბოლო დიდი დეპორტაცია ჯერ კიდევ ცოცხალი ებრეალებისა აუშვიცისკენ. რამოდენიმე თვის განმავლობაში 430 000 უნგრელი ებრაელი გაუყენეს სიკვდილის ბანაკის გზას. სწორედ ამ პერიოდში აუშვიცში დაფიქსირდა ყველაზე დიდი რიცხვი ადამიანთა დღიური ხოცვისა, 9000 ადამიანი დღეში (დაღუპულთა დღიური რაოდენობა სავარაუდოა). ექვსი ღია ტიპის თხრილები იქნა გამოყენებული სხეულების დაწვისთვის რადგან გვამების რაოდენობა სჭარბობდა კრემატორიუმებში დასაწვავ დღიურ ნორმას.

პირველი ბანაკი რომელიც განთავისუფლებული იქნა იყო მაიდანეკის ბანაკი, აღმოსავლეთ პოლონეთი 1944 წლის 24 ივლისს, კოალიციური ჯარების მიერ. საბოლოო გათვლებით აქ მოკლული იქნა 360 000 ადამიანი.

როდესაც არმია ახლო იყო აუშვიცთან, სადისტური ფაქტების დამალვის მიზნით, ჰიმლერმა ბრძანა გაზის კამერების სრული ლიკვიდაცია. ეს ესის ოფიცრებმა დაიწყეს დარჩენილი ტყვეების გადაყვანა მოშორებულ ადგილას. ბევრი ტყვე დახვრეტილ იქნა ეს ესების მიერ გზაში, როდესაც დაუძლურებული ტყვეები ვეღარ აგრძელებდნენ გზას ანდა მოსიარულე კოლონას ასცდებოდნენ.

კოალიციური ჯარები აუშვიცში შევიდა 1945 წლის 27 იანვარს. ამ დროისთვის 1. 500 000 (ერთი მილიონ , ხუთასი ათასი) ებრაელი, ასევე პოლონელები, საბჭოთა ომის ტყვეები, ბოშები უკვე განადგურებულნი იყვნენ. ამავე პერიოდში განთავისუფლებული იქნა შემდეგი სიკვდილის ბანაკები: ბუხენვალდი, ბერგენ-ბელსენი, დახაუ. ამ, ამ დროს კი უკვე მზეს მოეფინა ნაცისტების 12 წლიანი მმართველობის საშინელებები როდესა ბანაკებში აღმოჩენილი იქნა უამრავი გვამი, თვითმხილველები აღწერდნენ ტყვეობაში ყოფნის წარმოუდგენელ კადრებს და ისტორიებს.


1945 წლის 30 აპრილს, ჯარების დაუდგრომელი შეტევის შედეგად ჰიტლერი თავს იკლავს, მესამე რეიხი საბოლოოდ მარცხდება. ამ პერიოდისთვის, ევროპის უმეტესი ნაწილი ებრაელებისა უკვე განადგურებული იყო. 4 000 000 (ოთხი მილიონი) განადგურდა გაზის კამრებში ხოლო, 2 000 000 (ორი მილიონი) დახვრეტილ იქნა ანდა დაიხოცნენ გეტოში. მეორე მსოფლიო ომის სამმა გამარჯვებულმა მხარემ, ამერიკამ , დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა დაიწყეს დიდი გამოძიება იმის შესახებ თუ ვინ იყო დამნაშავე, ვის უნდა აეღო საბოლოოდ პასუხისმგებლობა ჩადენი დანაშაულისთვის კაცობრიობის წინაშე. შვიდი თვის მოგვიანებით, დაიწყო ნიუნბერგის პროცესი, საბრალდებო სკამზე დაჯდნენ 22 ნაცისტი მაღალჩინოსანი რომელთაც ბრალად ედებოდა წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი ქმედებები მსოფლიოს წინააღმდეგ.

საბრალდებო პროცესის დროს, პოლონეთის ყოფილმა ნაცისტმა გუბერნატორმა ჰანს ფრანკმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "გავა ათასობით წელი, მაგრამ გერმანიის დანაშაული კვლავ დარჩება მეხსიერებაში".


<ეს აღარასოდეს, აღარასოდეს უნდა განმეორდეს!!>



დიდი პატივისცემით,
განდი.
არწივი.



პი.ეს.
ნაწერი ეძღვნება ჰოლოკისტის შედეგად დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას, ასევე ხალხს რომელიც დაზარალდენენ ამ მოვლენების  დროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები