 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2009 |
სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე, თითქოს სამყაროს თავდაყირა გამოვეკიდე, ჯერ უშობელი ჭუპრივით და სუნთქვაც კი მიჭირს.
ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში, და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ, ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე. ყველა პირჯვარი ვალის მოხდაა არა მის მიმართ, საკუთარი თავის წინაშე. ვცოდავ და მიჭირს...
პეპელასავით რომ მეცხოვრა მხოლოდ სამი დღე, ვერ მოვასწრებდი ფიქრებით გაზრდას, სულის სხეულში ჩამობერებას, ვინ იცის მერე, დაუღლელად დავტოვებდი აქაურობას, გზა კი შენამე გაგრძელდებოდა.
ჩემთან, აქ, ღამით, ვარსკვლავები სულმოუთქმელად, ერთმანეთის მიყოლებით წყალში ცვივიან, კვდებიან, სან და ოცნებებიც ისე ქრებიან, როგორც შენ ყოველ ალიონზე, მზის პირველს სხივზე, ახალი დღის გათენებისას.
თვალებში სევდად მახვევიხართ შენ, უღმერთობა... მე მკრეხელი ვარ. გამოვიფიტე, ისე დავსუსსტდი, სადაცაა ხელში ამიყვანს უენო სივრცე და სულმთლად ჭუპრი ნაადრევად დავფრთიანდები.
სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე, ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში, შენც ხომ დაგკარგე, მე მაინც გეძებთ გამუდმებით და სისხლის ნაცვლად, იმედები მიედინება ჩემს სუსტ ძარღვებში.
სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მე არ დავიღალე...მესიამოვნა..:) მე არ დავიღალე...მესიამოვნა..:)
20. მომეწონა ძალიან მომეწონა ძალიან
18. 5!
მოგიკითხე მეგობარო! 5!
მოგიკითხე მეგობარო!
17. და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ, ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე- მხოლოდ ეს და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ, ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე- მხოლოდ ეს
16. ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში, და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ, ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე. ყველა პირჯვარი ვალის მოხდაა არა მის მიმართ, საკუთარი თავის წინაშე. ვცოდავ და მიჭირს...
ძალიან მომეწონა :) 5 ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში, და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ, ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე. ყველა პირჯვარი ვალის მოხდაა არა მის მიმართ, საკუთარი თავის წინაშე. ვცოდავ და მიჭირს...
ძალიან მომეწონა :) 5
15. ემმა ძალიან მომეწონა. იმდენად ახლოსაა ეხლა ჩემს განწყობასთან ... :(
"სულის სხეულში ჩამობერებას" ემმა ძალიან მომეწონა. იმდენად ახლოსაა ეხლა ჩემს განწყობასთან ... :(
"სულის სხეულში ჩამობერებას"
14. მეც დავიღალე. ერთ ხელწერას მივამსგავსე... კარგი ლექსია. მეც დავიღალე. ერთ ხელწერას მივამსგავსე... კარგი ლექსია.
13. მეეეცცცცცცცცცცც............ მეეეცცცცცცცცცცც............
12. ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში :) ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში :)
11. ძალიან კარგი! ძალიან კარგი!
10. რამ დაგღალა?
კარგი ნამუშევარია რამ დაგღალა?
კარგი ნამუშევარია
7. სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე
ხო.....:( 5 სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე
ხო.....:( 5
6. სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე, ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში, შენც ხომ დაგკარგე მე მაინც გეძებთ, გამუდმებით, და სისხლის ნაცვლად, იმედები მიედინება ჩემს სუსტ ძარღვებში. სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე, ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში, შენც ხომ დაგკარგე მე მაინც გეძებთ, გამუდმებით, და სისხლის ნაცვლად, იმედები მიედინება ჩემს სუსტ ძარღვებში.
5. სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე სან დ ა ვ ი ღ ა ლ ე
4. ძალიან მომეწონა... ძალიან მომეწონა...
3. და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ, ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე,
5 და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ, ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე,
5
2. სანიც დაიღალა :) კარგია 5 სანიც დაიღალა :) კარგია 5
1. ყველა პირჯვარი ვალის მოხდაა არა მის მიმართ, საკუთარი თავის წინაშე. ვცოდავ და მიჭირს...
ეს უკომენტაროდ და
ლექსი მომეწონა, თან მაგრად! ყველა პირჯვარი ვალის მოხდაა არა მის მიმართ, საკუთარი თავის წინაშე. ვცოდავ და მიჭირს...
ეს უკომენტაროდ და
ლექსი მომეწონა, თან მაგრად!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|