მადლობა ღმერთს! ჩაცხრა, ჩადგა ქარიშხალი და ხანმოკლე წვიმის შემდეგ მთვარის ხალი... კვლავ დააჩნდა ღამის ლოყას, (იცით, მინდა არა ღამემ - დილამ მომკლას.) ახლოვდება მსუბუქ ფრთებით სიიონი, ვარდისფერად აელეწა ღაწვნი ცისკარს, ღამემ იცის შავი ფიქრი მილიონი, გეფიცები, ამიტომაც აღარ მიყვარს... არა! განა ღამეც იყოს, მაგრამ მშვიდი, იისფერი ვარსკვლავებით მინაბული, როგორც მწყერი ფანრის შუქებს განარიდი, სიცოცხლეო, აფრინდი და...გამიფრინდი. ვინ გაზომა, ვინ გადასწვდა მიღმა სივრცეს?! ერთი კია - არ მშვიდდები, მიხმობ ისევ... ვაითუ, სადმე ავი ტყვია მოგეწია, შეგეღება ძოწისფერად გულისპირი, თავდახრილი იცახცახებს ჰორტენზია, შენი ასე გამეტებით ანატირი. ბოლოს, როცა გაშორდება სხეულს სული, უნაბისფერ სიმწიფეში ატირდები და მიხვდები,ტკივილთაგან თავდახსნილი, რა ახლოა ლეთას მწვანე ნაპირები. სულო, დაცხრი! თუმც კვლავ მოდის ქარიშხალი, ხომ თენდება...ოქროსფერი მთვარის ხალიც ფერმკრთალდება,ემატება ფერი დილას... ჰორიზონტი აბრიალდა ოქროს ალით, მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!
გაიხარეეეე. მომწონს . კარგად წერ. მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!
გაიხარეეეე. მომწონს . კარგად წერ.
20. მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს....ბრწყინავს...ბრყინავს!!! მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს....ბრწყინავს...ბრყინავს!!!
19. (იცით, მინდა არა ღამემ - დილამ მომკლას.) :) (იცით, მინდა არა ღამემ - დილამ მომკლას.) :)
18. უნაბისფერ სიმწიფეში ატირდები
ხო ლამაზია ლექსია...
უნაბისფერ სიმწიფეში ატირდები
ხო ლამაზია ლექსია...
17. მაგარ!
მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით. მაგარ!
მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით.
15. ღამემ იცის შავი ფიქრი მილიონი, გეფიცები, ამიტომაც აღარ მიყვარს...
მე პირადად ამ ორ ხაზს გამოვარჩევ და ვიტყვი: გენიალური უბრალოება!
მოგიკითხეთ ქალბატონო ბელა.... :* ღამემ იცის შავი ფიქრი მილიონი, გეფიცები, ამიტომაც აღარ მიყვარს...
მე პირადად ამ ორ ხაზს გამოვარჩევ და ვიტყვი: გენიალური უბრალოება!
მოგიკითხეთ ქალბატონო ბელა.... :*
14. დახვეწილი და ლამაზი ლექსია, ჰო, ვეთანხმები ჰენრის. დახვეწილი და ლამაზი ლექსია, ჰო, ვეთანხმები ჰენრის.
12. "როგორც მწყერი ფანრის შუქებს განარიდი, სიცოცხლეო, აფრინდი და...გამიფრინდი." გაიხარეთ ქალბატონო ბელა!!! თქვენეული - დახვეწილი და ლამაზი ლექსია! :)
"როგორც მწყერი ფანრის შუქებს განარიდი, სიცოცხლეო, აფრინდი და...გამიფრინდი." გაიხარეთ ქალბატონო ბელა!!! თქვენეული - დახვეწილი და ლამაზი ლექსია! :)
11. "როგორც მწყერი ფანრის შუქებს განარიდი, სიცოცხლეო, აფრინდი და...გამიფრინდი." გაიხარეთ ქალბატონო ბელა!!! თქვენეული - დახვეწილი და ლამაზი ლექსია! :)
"როგორც მწყერი ფანრის შუქებს განარიდი, სიცოცხლეო, აფრინდი და...გამიფრინდი." გაიხარეთ ქალბატონო ბელა!!! თქვენეული - დახვეწილი და ლამაზი ლექსია! :)
10. აქ როგორი სიტყვებითაც წერენ ხოლმე ლექსებს გაცილებით ხარისხიანი სიტყვებით გაქვთ ლექსი ნაწერი, ოღონდ ბოლომდე ვერ მოვიდა რაღაც ჩემამდე :) აქ როგორი სიტყვებითაც წერენ ხოლმე ლექსებს გაცილებით ხარისხიანი სიტყვებით გაქვთ ლექსი ნაწერი, ოღონდ ბოლომდე ვერ მოვიდა რაღაც ჩემამდე :)
9. ვინ გაზომა, ვინ გადასწვდა მიღმა სივრცეს?! ერთი კია - არ მშვიდდები, მიხმობ ისევ... ვაითუ, სადმე ავი ტყვია მოგეწია, შეგეღება ძოწისფერად გულისპირი, თავდახრილი იცახცახებს ჰორტენზია, შენი ასე გამეტებით ანატირი. ბოლოს, როცა გაშორდება სხეულს სული, უნაბისფერ სიმწიფეში ატირდები და მიხვდები,ტკივილთაგან თავდახსნილი, რა ახლოა ლეთას მწვანე ნაპირები. -ეს მომეწონა ძალიან...
ვინ გაზომა, ვინ გადასწვდა მიღმა სივრცეს?! ერთი კია - არ მშვიდდები, მიხმობ ისევ... ვაითუ, სადმე ავი ტყვია მოგეწია, შეგეღება ძოწისფერად გულისპირი, თავდახრილი იცახცახებს ჰორტენზია, შენი ასე გამეტებით ანატირი. ბოლოს, როცა გაშორდება სხეულს სული, უნაბისფერ სიმწიფეში ატირდები და მიხვდები,ტკივილთაგან თავდახსნილი, რა ახლოა ლეთას მწვანე ნაპირები. -ეს მომეწონა ძალიან...
8. სულო, დაცხრი! თუმც კვლავ მოდის ქარიშხალი, ხომ თენდება...ოქროსფერი მთვარის ხალიც ფერმკრთალდება,ემატება ფერი დილას... ჰორიზონტი აბრიალდა ოქროს ალით, მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!
ლამაზია, ბელა! გაიხარე! 5 სულო, დაცხრი! თუმც კვლავ მოდის ქარიშხალი, ხომ თენდება...ოქროსფერი მთვარის ხალიც ფერმკრთალდება,ემატება ფერი დილას... ჰორიზონტი აბრიალდა ოქროს ალით, მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!
ლამაზია, ბელა! გაიხარე! 5
7. საკმაოდ კარგი ლექსიკა გაქვს პოეტური. ლექსი კი მე არ მომწონს.. წარმატებები საკმაოდ კარგი ლექსიკა გაქვს პოეტური. ლექსი კი მე არ მომწონს.. წარმატებები
5. ლამაზია. თუმცა ოდნავ ,,არაახალი,, რა ვიცი... ლამაზია. თუმცა ოდნავ ,,არაახალი,, რა ვიცი...
4. ღამემ იცის შავი ფიქრი მილიონი,
ვაითუ, სადმე ავი ტყვია მოგეწია, შეგეღება ძოწისფერად გულისპირი, თავდახრილი იცახცახებს ჰორტენზია, შენი ასე გამეტებით ანატირი.
ვაითუუუ.......
მომწონს... :) ღამემ იცის შავი ფიქრი მილიონი,
ვაითუ, სადმე ავი ტყვია მოგეწია, შეგეღება ძოწისფერად გულისპირი, თავდახრილი იცახცახებს ჰორტენზია, შენი ასე გამეტებით ანატირი.
ვაითუუუ.......
მომწონს... :)
2. სულო, დაცხრი! თუმც კვლავ მოდის ქარიშხალი, ხომ თენდება...ოქროსფერი მთვარის ხალიც ფერმკრთალდება,ემატება ფერი დილას... ჰორიზონტი აბრიალდა ოქროს ალით, მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!
კარგია, ბელა-ჩელაო, მე შენი კალმის მჯერაო, თუმც ქულა ბევრი არა მაქვს, მე მაინც ხუთსა ვწერაო! - მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს პოეტი თავისწვერაო!..
სულო, დაცხრი! თუმც კვლავ მოდის ქარიშხალი, ხომ თენდება...ოქროსფერი მთვარის ხალიც ფერმკრთალდება,ემატება ფერი დილას... ჰორიზონტი აბრიალდა ოქროს ალით, მადლობა ღმერთს, მზის ბორჯღალი ისევ ბრწყინავს...ბრწყინავს...ბრწყინავს!!!
კარგია, ბელა-ჩელაო, მე შენი კალმის მჯერაო, თუმც ქულა ბევრი არა მაქვს, მე მაინც ხუთსა ვწერაო! - მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს პოეტი თავისწვერაო!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|