ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2009


გადამდებია

გადამდებია ლექსები, სულის ექოა,
უშენობები მოჭარბებიათ თითებსაც,
მე დამთავრებულ, უკვეგარდასულ ეპოქას,
ახალთახალი ახირებებით ვითვისებ.
გადამდებია ჩემი სუნთქვა და ცხელია,
დიდ ტკივილებსაც უხმოდ ვატარებ ხელებით,
მაგ უჩუმარი გამოხედვების მრცხვენია,
და სულ უბრალო გაღიმებითაც ვხელდები.
გაზაფხულია. მზის ბილიკებით მოვდივარ
აუხდენელი ნატვრების ფარულ ნაპირზე,
ვბოდავდი სიტყვებს აკვიატებულს ლოთივით,
შენ აბრალებდი ჩემს ქცევას ქალურ კაპრიზებს.
გადამდებია ეს სიტყვებიც და... ლოდინიც
გადამდებია და თავს უაზროდ მაბეზრებს.
დგას განშორების იდიოტური მოტივი,
განმარტოვებით, ჩვენი ქალაქის კაფესთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები