ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2009


გულგრილობა

სიცოცხლეს როგორც კონიაკს ვწრუპავთ,
და კვამლში ვაღრჩობთ ფიქრებს უაზროს,
ირონიული ღიმილით ვუცდით,
ვუცდით,სიცოცხლე როდის უარგვყოფს.

კარგად გამოგვდის- გულგრილნი ვიყოთ,
ჩვენს ილუზიას ფრთები არა აქვს
ველით ავსებას... გულს კი ჯიუტად
ყველა ტკივილი ისევ გადააქვს.

შუბლზე დამღაა: ბარაბას ხვედრი!
სულს სინანული ისევ დააზრობს,
არ გვინდა მუზა- ბინძური მდედრი
ახლა სხეულს რომ ლექსად გვთავაზობს!

ჩვენ ისე დიდხანს ვიჯექით წყალთან,
ესეც ბედია ალბათ გაგვთვალეს,
მტრის გვამი რაა?!  მალე დინება
მეგობრის გვამსაც ჩამოატარებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები