ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაკომო-ჯან
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2009


* * *

შენ ახლა გძინავს, ყვავილიან სიზმრებთან გძინავს,
ღამე კი ფანჯრებს ეხეთქება ფარვანასავით,
სიცარიელით ამომავსო უშენო ბინამ,
მოგონებები მეძირება ფსკერზე ქვასავით.

უღონო ბწკარებს მოკვეთილი მკლავივით ვიქნევ,
წარმოსახვაში ვპოეტობ და აღლუმიც მიმყავს.
მიდულსინიო, შორიდანაც მიშველო იქნებ,
მე შენი ფასი ვინ მყავს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები