 | ავტორი: მე_თამუნა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 მაისი, 2009 |
გადავწყვიტე დავწერო, უფრო სწორად, მინდა დავწერო რაღაც, რაც ახლა მიტრიალებს თავში და გულში და რა ვიცი... მოკლედ, მე გულახდილობის ხასიათზე ვარ და შენ, თუ გინდა, არ წაიკითხო...
თუ ახლ ამას კითხულობ, თავისთავად გამოდის, რომ ჩემს შესახებ ინფორმაცია ნახე და თუ იცი დღეს რა რიცხვია, თავისთვად მიხვდები, რომ დაბადებისდღეს ავღნიშნავ, სუფრა დიდია და მრგავლი, თუ გინდა შემოგვიჯექი, ახლახანს დავიწყეთ... მოკლეთ, კეთილი იყოს შენი მობრძანება, ამ უცნაური გოგოს იუბილეზე, მეოცე იუბილეზე... მაგიდა მრგავლია, ჩაი ცხელი, დანარჩენი გემოვნებით... ყველაფერი უხვად და ალალად... თამადა? დღეს რადგან ცელქობის უფლება მაქვს, თამადა (მიუხედავად იმისა, არ ვიცი, მოვა თუ არა) ჰანსი იყოს.... (მაგრამ, მგონი მრგვალ მაგიდას თამადა არ უნდა თუ რაღაცა ასეა, არ ვიცი და მაპატიეთ)... თავი კი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში... პირველად _ ჩემი ძმა, გადასარევი ადამიანია... ერთხელ მოწყენილი ვიყავი სახლში და თავისი ძმაკაცები მოყარა ფანჯარასთან და სერენადები მიმღერეს... ხო, ისე, ერთხელ, პატარა რომ იყო, მთვარეზემავალი შექმნა და თუ ვინმეს გჭირდებათ, იქნებ დააპატენტოს. მოკლედ, იცით სადაც მიპოვოთ, და დაგაკავშირებთ მერე. და კიდევ ერთიც, მეხუთე კლასში მასწავლებელმა დავალება მისცა ბავშვებს, ბუნებაში დაჯექით და პატარა ჩანახატი დამიწერეთ გაზაფხულზეო, ხოდა ჩემი ძმა აყვავებულ ტყემალის ხეზე ავიდა და იქ დაწერა... ისე, ჩემს სოფელში ერთი დიდი გამოფუღუროვებული დიდი თუთის ხე იდგა, და პატარობისას ყოველთვის მეგონა რომ ბუს კვერცხებს იქ ვიპოვიდი. ( მამალ ბუს არ ვგულისხმობ!). ახლა გავიზარდე და მაინტერესებს, ბუები როგორ მრავლდებიან? ალბათ, ახლა სიკვდილი რომ დამიდგეს, ალბათ იტყვიან, რომ გარდაიცვალა უნიჭიერესი (არ ვიცი საიდან დაასკვნიან, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ იტყვიან) ახლგაზრდა, ვინ იცის რამდენი ლამაზი სიტყვა დარჩა უთქმელი, რამხელა დანაკარგია... ვერასდროს გავიგებთ მისი ტკივილის ნამდვილ მიზეზს და ასე შემდეგ. მერე დაფხრეწენ ჩემს ნაწერებს ფრაზებად და დაიწყებენ მათით საუბარს, მერე ინანებენ, რომ ადრე არ მიცნობდნენ და ასე, ნუ როგორც ხდება... დედა და მამა კი იტირებს ჩემს კუბოსთან: შენ უნდა გეტირე შვილო და ახლა მე რატომ ვდგავარ აქო? მერე ჩემები შეკვეთილ წირვას გადამიხდიან, პანაშვიდებს და ასე, როგორც ხდება ხოლმე... დამასაფლავებენ. კოლფილდი ("თამაში ჭვავის ყანაში" სხვათაშორის, ძალიან მიყვარს) და ჰეკლბერი ფინი გამახსენდა ("ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი"), ორივე გმირი წერს სიკვდილზე ყველაზე განსხვავებულად, ხოდა მეც რომ წარმოვიდგენ ამ ყველაფერს... თუმცა ბოლომდე ვერასდროს წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს, მკვდარს. იქნებ ღირდეს ახლა სიკვდილი, დამაბრალებენ ნიჭიერ მწერლობას, გენიოსობას, უნიკალურობას, ულამაზესობას და ასე, იქნებ ღირდეს ამიტომ სიკვდილი ახლა, ოცი წლის ასაკში... ამ ზაფხულში 29 წლის ბიძაშვილი დამეღუპა, (ამას ასე მშრალად იმიტომ ვამბობ, რომ... თუმცა არ ვიცი,მაგრამ ვამბობ, ფაქტია. მეტის თქმა არაა საჭირო, ალბათ.) ომში არა, ესპანეთში, თავში ანევრიზმით, ჰოდა ახლა ხუთნი ვკითხულობთ მისთვის ფსალმუნებს, დღეში ოთხ კანონს თითო, ესეიგი, ჰოდა წლისთავამდე ასე უნდა ვიკითხოთ, ჰოდა მე ვინატრებ რომ როცა მოვკვდები, ვინმე ისეთი ღვთისნიერი მაინც დამრჩეს და ისე მაინც ვუყვარდე, რომ ორმოცი დღე მაინც არ დაეზაროს ჩემთვის ლოცვა... კიდევ, გოდერძი ჩოხელი წერს, ერთხელო, ერთი კაცის ძვლები ვნახეო, რომელთა შორისაც იები ამოსულიყვნენ და ყვაოდნენო, და ალბათ იმ ძვლების პატრონისთვის რომ ეკითხათ სიცოცხლეში რას ინატრებდაო, ასეთი რამეს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ენატრაო, მე კი ვინატრებდიო, მეც ვინატრებდი მაგას. ალბათ, თქვენს თვალებს დაღლა მოვუტანე უკვე, მაპატიეთ, მე ხომ გაგაფრთხილეთ... ისე, გამიგონია, ქალი რომ თავის ასაკს გაამხელს, მერე იმისგან ყველაფერია მოსალოდნელიო, ხოდა იყოს ასე, მე ხომ მოულოდნელობები მიყვარს... იმას ნურასდროს მოელით ჩემგან რაც ლოგიკურია და დროული, რაღაც ავანტურული მეტია ჩემში. ერთხელ ჩემმა დაქალმა თქვა _ ყველაზე დიდი ავანტურისტი ქალი _ თამუნაო, იმ დაქალმა თქვა კიდე თამუნა ვაშლივით ჭამს ბულგარულს და ალბათ კაია, მეც უნდა ვჭამოო. ის დაქალი გათხოვდა მერე და მითხრა, ჩემი მეჯვარე უნდა იყოო... ავანტურისტებო, დამშვიდდით, ისიც გამიგია, ავანტურისტი ხალხი ყველაზე საინტერესო ადამიანები არიანო. ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მჯერა თქვენი, თქვენი შემოქმედების გულწრფელობის, თქვენი სიყვარულის და სითბოს უანგარობის, თქვენი ღიმილების ნამდვილობის, გავბედე ამდენის წერა... აქ ერთმა ადამიანმა შემომიტყუა, თქვენ ხომ იცით ვისაც ვგულისხმობ, ხოდა მადლობა იმ ადამიანს, დიიდი... რიდი მაქვს თქვენი და მოკრძალება. როცა უნდა დავაჭირო ხელი "გამოქვეყნების" ღილაკს, მეშინია, ძალიან მეშინია. როცა მეკითხება, ხარ დარწმუნებულიო რომ გინდაო ამ ნამუშევრის გამოქვეყნებაო, სულ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც ვაჭერ OK. და ამ სითამამის შედეგიც აქაა... ასე მგონია ამქვეყანაზე სათქმელი უფრო მეტია, ვიდრე, თავისუფალი ფურცელი, გრძნობა უფრო მეტია ვიდრე სიტყვები მათ გადმოსაცემად, სიკვდილი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი. სიცოცხლე იმაზე ცოტაა ვიდრე გვინდა და სამართალი იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე საჭიროა. დღე უფრო მეტი, ვიდრე ღამე... ყველაზე მეტად ახლა საკუთარი თავი მენატრება, რომელიც დავკარგე, სადღაც დავკარგე და მინდა ვიპოვო, მართლა მინდა... მენატრება ჩემი თავი, სწორად გამიგეთ რა. ხანდახან, როცა ვწერ, ვპოულობ ხოლმე რაღაც სიტყვებში და რაღაც ფარზებში. ხანდახან სხვასთანაც ვპოულობ საკუთარ თავს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ხომ იცით, შემადგენელი ნაწილების ერთიანობა მაინცადამაინც ჯამს არ ნიშნავს, ასე ვარ მეც ახლა, ან იქნებ სხვას ვეძებ რომ მერე ჩემი თავი კი არ ვიპოვო, გავამთლიანო. ვეძებ და მინდა სადღაც ვიპოვო, ამიტომ, გთხოვთ, მიმიღოთ ისეთი, როგორიც ვარ, იყავით გულწრფელები ჩემთან დამიკიდებულებაში და არასოდეს, არასოდეს დაგეზაროთ ჩემი კრიტიკა. უბრალოდ ერთი მართალი სიტყვა _ მადლობა _ თქვენ...
ვისაც ვახსოვარ და არ ვახსოვარ, ვინც მეძებს და ვინც მიპოვა, ვისაც ვენატრები და ვინც მენატერბა, ვინც მკითხულობს, ვინც უკვე წამიკითხა და ვინც მომავალში წამიკითხავს, ვინც წავიდა და ვინც დაბრუნდა, ვინც გამომაგდო და ვინც დამბრუნა, ვინც მაფრენს და ვინც მანარცხებს, ვინც ახლა ორი ადმიანისთვის, მისთვის და ჩემთვის ფრთებს კერავს, ვინც ახლა ჯავრს იწერს და ვინც ახლა შორდება, ვინც ახლა იბადება და კვდება... იმათ გაუმარჯოს! დღეს ჩემი დაბადებისდღეა დავთვერი და ერთი ბოდიალა სადღეგრძელოს შესმის უფლებას ხომ მომცემთ? მადლობთ, რომ მეწვიეთ. ფრთხილად იარეთ, გზად არაფერი შეგემთხვათ. ნაბახუსევზე ნაბეღლავი დააყოლეთ, ან რა ვიცი, გემოვნებით... და გახსოვდეთ, მიყვარხართ... პი.ეს. და საჩუქრად? მხოლოდ მომიტეხეთ ცოტაოდენი თქვენი გაზაფხული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მადლობა ნეკერა მოლოცვისთვის... ცოტა დამასევდიანა შენმა გაზაფხულმა უჩა-070, რა საოცრად მითხარი სათქმელი... და ალბათ თითონ უნდა იყო საოცარი ადამიანი, ასეთ პატარა ჭირვეულ გოგოს რომ ასე ლამაზად მიულოცო დაბადების დღე... გაზაფხულის სახელად თამუნა... დავიბრალებ უსირცხვილობას და არ გავწითლდები ამ სიტყვებზე... შევიფერებ ხო... :) :):) მადლობა ნეკერა მოლოცვისთვის... ცოტა დამასევდიანა შენმა გაზაფხულმა უჩა-070, რა საოცრად მითხარი სათქმელი... და ალბათ თითონ უნდა იყო საოცარი ადამიანი, ასეთ პატარა ჭირვეულ გოგოს რომ ასე ლამაზად მიულოცო დაბადების დღე... გაზაფხულის სახელად თამუნა... დავიბრალებ უსირცხვილობას და არ გავწითლდები ამ სიტყვებზე... შევიფერებ ხო... :) :):)
19. თავად გაზაფხულს, გაზაფხული მოგიტეხოთ?... :) საოცარი ხარ შენ_თამუნა. ჩემი შემოდგომა კი "მოტეხავდა" ცოტა გაზაფხულს... და აქ ყოფნაც, ვატყობ ამან მაიძულა... შენმა სიყვარულით სავსე წერილმა მიმახვედრა ამას... და შემოდგომამ, სადამდეც შენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გაქვს გასავლელი და დაზმთრებამდე ხომ ჯვარი გწერია... ...ვწუხვარ რომ უშუალოდ ვერ ვიზიარებ თქვენს კამპანიას, მაგრამ მიხარია, რომ მაქვს მშვენიერი მიზეზი ჩემს მეგობრებს, ზღვისპირა კაფეში რომ მეპატიჟებიან, შენდამი მეგობრულით სავსე გულით შევთავაზო გაზაფხულის სადღეგრძელო... გაზაფხულის სახელად თამუნა. :) თავად გაზაფხულს, გაზაფხული მოგიტეხოთ?... :) საოცარი ხარ შენ_თამუნა. ჩემი შემოდგომა კი "მოტეხავდა" ცოტა გაზაფხულს... და აქ ყოფნაც, ვატყობ ამან მაიძულა... შენმა სიყვარულით სავსე წერილმა მიმახვედრა ამას... და შემოდგომამ, სადამდეც შენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გაქვს გასავლელი და დაზმთრებამდე ხომ ჯვარი გწერია... ...ვწუხვარ რომ უშუალოდ ვერ ვიზიარებ თქვენს კამპანიას, მაგრამ მიხარია, რომ მაქვს მშვენიერი მიზეზი ჩემს მეგობრებს, ზღვისპირა კაფეში რომ მეპატიჟებიან, შენდამი მეგობრულით სავსე გულით შევთავაზო გაზაფხულის სადღეგრძელო... გაზაფხულის სახელად თამუნა. :)
18. მთლიანს გაჩუქებდი ჩემს გაზაფხულს, მაგრამ უვარგისია... გილოცავ დაბადების დღეს :) მთლიანს გაჩუქებდი ჩემს გაზაფხულს, მაგრამ უვარგისია... გილოცავ დაბადების დღეს :)
17. ლიკა, მადლობა... :) მაგ სიტყვებისთვის... უკვე მომიტეხე შენი გაზაფხული :) ლიკა, მადლობა... :) მაგ სიტყვებისთვის... უკვე მომიტეხე შენი გაზაფხული :)
16. თამ...მოვა, და თუ არ მოვა, ნუ ჩათვლი, რომ მოსვლა არ უნდოდა... :) გულით მაინც მანდაა... :) :-* თამ...მოვა, და თუ არ მოვა, ნუ ჩათვლი, რომ მოსვლა არ უნდოდა... :) გულით მაინც მანდაა... :) :-*
15. :-* მოგვიანებით გილოცავ :-* მოგვიანებით გილოცავ
14. მათე, თბილო...:) მადლობა ამ ყველაფრისთვის... გამათბე, საოცრად გამათბე... :) რა ლამაზია ეს ყველაფერიიიიი მდლობა... თბილო... :) მათე, თბილო...:) მადლობა ამ ყველაფრისთვის... გამათბე, საოცრად გამათბე... :) რა ლამაზია ეს ყველაფერიიიიი მდლობა... თბილო... :)
13. დილა მშვიდობისა..... გილოცავ და... გჩუქნი ატმისყვავილა მიცახცახე ტოტს.... მაისის დილის უნაზეს სუნთქვას,,, და ბრიალა მზეს... სიყვარულის ფრთებს, ან ცადმფრენს უცნაურს....... იმ ღრუბელს რომ დაგაწიოს ახლა რომ გაწოლილა ცაზე.... და რაღაცას რომ გაგონებს და თანაც ვერა..... გჩუქნი ღიმილებს.... :) :) ;) ;) ;) და კიდევ ამ ჯაზს ახლა რომ ვისმენ... ლუი ამსტრონგის გაწელილი მოგუდული ხმა ... ,,Sammertime''-ს.... აი, ასე ჩამოგიტეხე გაზაფხულის ჩემი დილა და გამოგიწოდე... თუ მიიღებ..... გჩუქნი... და გაიღიმე... ;):):):):):):):) დილა მშვიდობისა..... გილოცავ და... გჩუქნი ატმისყვავილა მიცახცახე ტოტს.... მაისის დილის უნაზეს სუნთქვას,,, და ბრიალა მზეს... სიყვარულის ფრთებს, ან ცადმფრენს უცნაურს....... იმ ღრუბელს რომ დაგაწიოს ახლა რომ გაწოლილა ცაზე.... და რაღაცას რომ გაგონებს და თანაც ვერა..... გჩუქნი ღიმილებს.... :) :) ;) ;) ;) და კიდევ ამ ჯაზს ახლა რომ ვისმენ... ლუი ამსტრონგის გაწელილი მოგუდული ხმა ... ,,Sammertime``-ს.... აი, ასე ჩამოგიტეხე გაზაფხულის ჩემი დილა და გამოგიწოდე... თუ მიიღებ..... გჩუქნი... და გაიღიმე... ;):):):):):):):)
12. დილა მშვიდობის, მადლობა ყველას... ლიკა, მე ხომ ელის არ ვარ და იქნებ ჩემთან მოვიდესთქო, ვიფიქრე...:) ჰენრი, სხვაში იმიტომ დავდე რომ ჩამონათვალში წერილებიო, არ ეწერა და რა მექნა? :) არწივო, გაიხარე... გაგიმარჯოს:) ჭა, მადლობა დიდი ნახევარი გაზაფხულისთვის...:) ლალი, მალობა, რაღაცნაირად... :) გაზაფხულო, მადლბა რომ მეწვიე... გაზაფხულური ღიმილით მოვიხიბლე...:) და ყველას, ყველას დიიიდი მადლობა... :) არ იფიქროთ რომ თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს... უბრალოდ ჩუმად ვარ "და ეს დუმილიც მიითვალეთ თქვენდამი ლოცვად"... დილა მშვიდობის, მადლობა ყველას... ლიკა, მე ხომ ელის არ ვარ და იქნებ ჩემთან მოვიდესთქო, ვიფიქრე...:) ჰენრი, სხვაში იმიტომ დავდე რომ ჩამონათვალში წერილებიო, არ ეწერა და რა მექნა? :) არწივო, გაიხარე... გაგიმარჯოს:) ჭა, მადლობა დიდი ნახევარი გაზაფხულისთვის...:) ლალი, მალობა, რაღაცნაირად... :) გაზაფხულო, მადლბა რომ მეწვიე... გაზაფხულური ღიმილით მოვიხიბლე...:) და ყველას, ყველას დიიიდი მადლობა... :) არ იფიქროთ რომ თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს... უბრალოდ ჩუმად ვარ "და ეს დუმილიც მიითვალეთ თქვენდამი ლოცვად"...
11. თვით გაზაფხული გესტუმრე;;)
კომენტარებიდან მახსოვხარ თამუნია:) ნაწერს პირველად მოვაკითხე,სათაურმა დამაინტრიგა:D
გილოცავ გაზაფხულური ღიმილებით:):):):):) თვით გაზაფხული გესტუმრე;;)
კომენტარებიდან მახსოვხარ თამუნია:) ნაწერს პირველად მოვაკითხე,სათაურმა დამაინტრიგა:D
გილოცავ გაზაფხულური ღიმილებით:):):):):)
9. აი საჩუქრად მოგიტანე კეთილი სურვილები! ;) "სხვა"-ში რატო დადე? მაგარი ვიხალისე!:):)) აი საჩუქრად მოგიტანე კეთილი სურვილები! ;) "სხვა"-ში რატო დადე? მაგარი ვიხალისე!:):))
8.
შესანიშნავია :)
დილა მშვიდობისა ყველას, ყველას, :)
გაგიმარჯოთ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
შესანიშნავია :)
დილა მშვიდობისა ყველას, ყველას, :)
გაგიმარჯოთ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
7. ძალიან მომეწონა წერილი!!! მშევენიერი იყო და გილოცაააავ!!! ძალიან მომეწონა წერილი!!! მშევენიერი იყო და გილოცაააავ!!!
6. მშვენიერი წერილია. გულწრფელი ემოცია ჩანს. გილოცავ მეც, საუკეთესო სურვილებით:) მშვენიერი წერილია. გულწრფელი ემოცია ჩანს. გილოცავ მეც, საუკეთესო სურვილებით:)
5. ნახევარს მოგცემ ჩემს გაზაფხულს...შენი გულწრფელობისთვის... საოცარი მუხტისთვის...გჩუქნი იას-მზით განებივრებულს და წვრილყელმოღერებულს...ზედ წვიმის გამჭვირვალე მარგალიტის მძივით...დიდხანს სიცოცხლეს და ულამაზეს გაზაფხულებს გისურვებ... ნახევარს მოგცემ ჩემს გაზაფხულს...შენი გულწრფელობისთვის... საოცარი მუხტისთვის...გჩუქნი იას-მზით განებივრებულს და წვრილყელმოღერებულს...ზედ წვიმის გამჭვირვალე მარგალიტის მძივით...დიდხანს სიცოცხლეს და ულამაზეს გაზაფხულებს გისურვებ...
4. რა კარგი გოგო ყოფილხარ.როგორ გამომრჩი? მრავალს დაესწარი თამო. :) რა კარგი გოგო ყოფილხარ.როგორ გამომრჩი? მრავალს დაესწარი თამო. :)
3. გილოცავ დაბადების დღეს :)
გილოცავ დაბადების დღეს :)
2. მეც მომეწონა... გილოცავ... მეც მომეწონა... გილოცავ...
1. "თამადა (მიუხედავად იმისა, არ ვიცი, მოვა თუ არა) ჰანსი იყოს...."
ეს ჰანსი რომ ელისს ეუბნება მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზეო? :)
მე მხოლოდ გადავხედე და მერე წავიკითხავ კარგად, მაგრამ უკვე მომწონს :) ლამაზი ჩანს... ;) მე მოვალ და მოგიტეხავ გაზაფხულს... :)
დღეს თუ დაბადების დღე გაქვს მართლა, გილოცავ გენაცვალე :-* "თამადა (მიუხედავად იმისა, არ ვიცი, მოვა თუ არა) ჰანსი იყოს...."
ეს ჰანსი რომ ელისს ეუბნება მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზეო? :)
მე მხოლოდ გადავხედე და მერე წავიკითხავ კარგად, მაგრამ უკვე მომწონს :) ლამაზი ჩანს... ;) მე მოვალ და მოგიტეხავ გაზაფხულს... :)
დღეს თუ დაბადების დღე გაქვს მართლა, გილოცავ გენაცვალე :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|