| ავტორი: ბელა-ჩელა ჟანრი: პოეზია 30 აპრილი, 2009 |
კალენდრის ეს ფურცელიც ჩამოიხა...აღარ მიხარია, ვსევდიანობ... თუმც სხვათა გადმოსახედიდან, თითქოსდა კვლავ ვქუდბედიანობ. დამთავრდა ჩემი გაზაფხული, ტკივილიც უჩვეულოდ მომეჯარა, ღმერთო,რა ცოტა მაქვს დანახული,ბოლომდე ვეღარ ვაღებ ჩემს ფანჯარას... იქნებ უცაბედი შემოტევით გინდა,რომ გამთანგო,გამათავო! ჩემო აუხსნელო სასწაულო, ჩემო, უნახავო სანახავო! ჩემი აუსვლელი მწვერვალები კვლავ ასე როგორ მეშორება, ყრია შემოდგომის გრიგალები, მაისის ბილიკებზე ნეშოებად. დედამიწავ, ჩემო დედამიწავ, ჩემო სევდიანო მოიმედევ, შორს ნუ გაუყვები გალაქტიკას,ხანდახან უკანაც მოიხედე. გაათბე ჩვენი სული არეული, გადაღლილი ცხოვრების ქარტეხილით და ადამიანს ზიზღის ნაცვლად ასწავლე სიკეთის გაკვეთილი... უკვე ის საოცრად გულგრილია ყველაფრის მიმართ და ყველასადმი, ეცვლებათ, ეცვლებათ ძვირფასებო, ასე ჩვენს თბილ გრძნობებს მისამართი... და ახლა წლების სიმაღლიდან მინდა, რომ ვიყვირო:-დღეა ჩემი! ეჭვით ნუ უყურებთ სიმაღლეებს, სწრაფვას ბორკილები შეახსენით! შეხედეთ რიჟრაჟებს და დაისობებს და სხივთა გადატყდომებს ლაჟვარდებში, ტკივილებს ნუღარ დაიხსომებთ, ჩაებით ბავშვებთან თამაშებში. იქნებ კვლავ იპოვოთ დაკარგული ჭია-მაიები, ნათელები, ისევ გაგახსენდეთ ღამეები,ლოცვით და ვედრებით ნათენები. იქნებ გაგახსენდეთ, რომ არსებობს, მწვანე ოაზისი - თ ა ვ დ ა დ ე ბ ა , იჩქარეთ, გული გაიხსენით, თორემ ეს სპექტაკლიც დამთავრდება... განიძრეთ გველის პერანგივით,( თუმცა წამება და ჯვარცმა არი), შ ი შ ი , ზ ი ზ ღ ი , შ უ რ ი , გ უ ლ გ რ ი ლ ო ბ ა ,იხსენით სული ზენაარი! დაუყევით ბავშვობის გზა-ბილიკებს,მოძებნეთ წიქარა და შოშიები და გრძნობებს ნაწვალებს თუ ნაქილიკევს,ხელი შეაშველეთ მოშიშებით. გაგაიხსენეთ,რამდენი სიკეთე გაქვთ ბავშვობაში ოცნებით დანახული, რომელიც დიდობაში გვავიწყდება, როგორც შუა ზაფხულში გაზაფხული... გაიხსენეთ პირველი ზმანებები,თქვენი აღტაცების სიანკარე... და ძველი, გულწრფელი მეგობრები, რომელთაც ,,ვერცნობა"მიაფარეთ. გაიხსენეთ პირველი ჟრუანტელი,მაგნოლიის თეთრი გვირგვინები, დამთავრდა მოგონების გაკვეთილი... - თქვენ კვლავ ძველებურად იღიმებით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ეს მონოლოგი ყველასთვისაა... ძალიან მომწონს და მიყვარს! ეს მონოლოგი ყველასთვისაა... ძალიან მომწონს და მიყვარს!
16. ძალიიიან მიყვარს ეს ლექსიი ძალიიიან მიყვარს ეს ლექსიი
15. ჩემი აუსვლელი მწვერვალები კვლავ ასე როგორ მეშორება, ყრია შემოდგომის გრიგალები, მაისის ბილიკებზე ნეშოებად. დედამიწავ, ჩემო დედამიწავ, ჩემო სევდიანო მოიმედევ, შორს ნუ გაუყვები გალაქტიკას,ხანდახან უკანაც მოიხედე. გაათბე ჩვენი სული არეული, გადაღლილი ცხოვრების ქარტეხილით და ადამიანს ზიზღის ნაცვლად ასწავლე სიკეთის გაკვეთილი...
და კიდევ:
გაიხსენეთ პირველი ჟრუანტელი,მაგნოლიის თეთრი გვირგვინები, დამთავრდა მოგონების გაკვეთილი... - თქვენ კვლავ ძველებურად იღიმებით!
ბევრი ღიმილი და სიხარული არ მოგკლებოდეს! ჩემი აუსვლელი მწვერვალები კვლავ ასე როგორ მეშორება, ყრია შემოდგომის გრიგალები, მაისის ბილიკებზე ნეშოებად. დედამიწავ, ჩემო დედამიწავ, ჩემო სევდიანო მოიმედევ, შორს ნუ გაუყვები გალაქტიკას,ხანდახან უკანაც მოიხედე. გაათბე ჩვენი სული არეული, გადაღლილი ცხოვრების ქარტეხილით და ადამიანს ზიზღის ნაცვლად ასწავლე სიკეთის გაკვეთილი...
და კიდევ:
გაიხსენეთ პირველი ჟრუანტელი,მაგნოლიის თეთრი გვირგვინები, დამთავრდა მოგონების გაკვეთილი... - თქვენ კვლავ ძველებურად იღიმებით!
ბევრი ღიმილი და სიხარული არ მოგკლებოდეს!
14. ძალიან მომწონს ეს ლექსი! 5 :) ძალიან მომწონს ეს ლექსი! 5 :)
12. რაღა დავამატო. არაჩვეულებრივია რაღა დავამატო. არაჩვეულებრივია
11. იქნებ უცაბედი შემოტევით გინდა,რომ გამთანგო,გამათავო! ჩემო აუხსნელო სასწაულო, ჩემო, უნახავო სანახავო! ჩემი აუსვლელი მწვერვალები კვლავ ასე როგორ მეშორება, ყრია შემოდგომის გრიგალები, მაისის ბილიკებზე ნეშოებად. 5555555555555
არათუ დაბადების, არამედ ყოველი დღე დღესასწაულის ყოფილიყოს შენთვის და შენი ოჯახისთვის ჩემო, ბელა! იქნებ უცაბედი შემოტევით გინდა,რომ გამთანგო,გამათავო! ჩემო აუხსნელო სასწაულო, ჩემო, უნახავო სანახავო! ჩემი აუსვლელი მწვერვალები კვლავ ასე როგორ მეშორება, ყრია შემოდგომის გრიგალები, მაისის ბილიკებზე ნეშოებად. 5555555555555
არათუ დაბადების, არამედ ყოველი დღე დღესასწაულის ყოფილიყოს შენთვის და შენი ოჯახისთვის ჩემო, ბელა!
10. რამდენი რამაა ჩაქსოვილი, რამდენი ცხოვრებისეული შეგრძნება პოეტურად...
დაგლოცოთ და გადღერძელოთ უფალმა! რამდენი რამაა ჩაქსოვილი, რამდენი ცხოვრებისეული შეგრძნება პოეტურად...
დაგლოცოთ და გადღერძელოთ უფალმა!
9. იქნებ უცაბედი შემოტევით გინდა,რომ გამთანგო,გამათავო! ჩემო აუხსნელო სასწაულო, ჩემო, უნახავო სანახავო!
ლამაზია ძალიან... მოგიკითხე ბელა... იქნებ უცაბედი შემოტევით გინდა,რომ გამთანგო,გამათავო! ჩემო აუხსნელო სასწაულო, ჩემო, უნახავო სანახავო!
ლამაზია ძალიან... მოგიკითხე ბელა...
8. ბელა , ბელა ტეტრო და ლამაზო, მიხარიხარ ბელა , ბელა ტეტრო და ლამაზო, მიხარიხარ
7. გილოცავთ დაბადების დღეს და დიდ სიყვარულს გისურვებთ! გილოცავთ დაბადების დღეს და დიდ სიყვარულს გისურვებთ!
6. დედამიწავ, ჩემო დედამიწავ, ჩემო სევდიანო მოიმედევ, შორს ნუ გაუყვები გალაქტიკას,ხანდახან უკანაც მოიხედე. გაათბე ჩვენი სული არეული, გადაღლილი ცხოვრების ქარტეხილით და ადამიანს ზიზღის ნაცვლად ასწავლე სიკეთის გაკვეთილი...
გაიხარე, ბელა-ჩელა! მიყვარხარ... 5 დედამიწავ, ჩემო დედამიწავ, ჩემო სევდიანო მოიმედევ, შორს ნუ გაუყვები გალაქტიკას,ხანდახან უკანაც მოიხედე. გაათბე ჩვენი სული არეული, გადაღლილი ცხოვრების ქარტეხილით და ადამიანს ზიზღის ნაცვლად ასწავლე სიკეთის გაკვეთილი...
გაიხარე, ბელა-ჩელა! მიყვარხარ... 5
5. ეუფფფფფფფფფ გავიტანჯე........ ეუფფფფფფფფფ გავიტანჯე........
4. საოცრად თბილი... ადამიანური ტკივილებით სავსე...5 საოცრად თბილი... ადამიანური ტკივილებით სავსე...5
3. მადლობა, ჩემო საყვარელო უმცროსო მეგობარო! თქვენ იცით,ყველაზე დიდი განძი ჩემთვის თქვენი,ჩემი მეგობრების და საერთოდ, ადამიანთა სიყვარულია...თუ ეს გრძნობა შემომელევა ან თქვენი ან ჩემი მხრიდან, სიცოცხლე აზრს დაკარგავს... მადლობა, ჩემო საყვარელო უმცროსო მეგობარო! თქვენ იცით,ყველაზე დიდი განძი ჩემთვის თქვენი,ჩემი მეგობრების და საერთოდ, ადამიანთა სიყვარულია...თუ ეს გრძნობა შემომელევა ან თქვენი ან ჩემი მხრიდან, სიცოცხლე აზრს დაკარგავს...
2. დიდი სიყვარულით და პატივისცემით, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ კიდევ 100 ასეთ მონოლოგს,ანუ 100 დაბადების დღეს!
მიყვარხართ,და ეს ლექსი საოცარია....
და..,მართლაც,ყოველთვის,წვიმს თუ მზეა,გილხინთ თუ გიჭირთ,ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის თქვენი ლექსიდან პერიფრაზი ..:
”თქვენ კვლავ ძველებურად იღიმებით” :)) დიდი სიყვარულით და პატივისცემით, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ კიდევ 100 ასეთ მონოლოგს,ანუ 100 დაბადების დღეს!
მიყვარხართ,და ეს ლექსი საოცარია....
და..,მართლაც,ყოველთვის,წვიმს თუ მზეა,გილხინთ თუ გიჭირთ,ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის თქვენი ლექსიდან პერიფრაზი ..:
”თქვენ კვლავ ძველებურად იღიმებით” :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|