ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2009


ჰიპნოზი - ლაითად მიწერილი ფურცელზე

დავითვითვლით ათამდე,
შენ ახლა გძინავს და
ვიგონებ
წარსულში აზელილ
სურათებს.
ისეთი რთული ხარ,
შორი ხარ,
მაინც ხარ,
და თურმე ერთ სიტყვად
დაგტიე
მიყვარხარ.

გეძებდი
ლოდინმა ამიწვა თვალები,
მივხვდი მონატრება
სულში ვერ ჩავტიე,
სიბრაზე,
სიგიჟე,
და მაინც
გპატიობ!
კადრებად დავიხლი
ტკივილებს

ჰიპნოზი

ცხოვრების დეჟავუ
სხეულში მოძრაობს,
წახვედი,
მოხვედი
და ისევ დამტოვე,
ვიღაცა კვლავ ითვლის
ერთიდან
არვიცი...

"სამ თვლაზე
იღვიძებ,
გილოცავ, დაბრუნდი..."

ჩემი ფსიქოლოგი
ჩემს სულიერ მდგომარეობას
ორ სიტყვაში ატევს
“ავად ვარ”
რა ვუყოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები