 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 11 ივნისი, 2009 |
არ შემეჩვიო! ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ, სუნთქვაშებოჭილს, გადაცურულ განცდების ზღვასთან, როგორც ხე გვიან შემოდგომას ისე დაგიფერთხ, ამ სხეულიდან, გადავიცვამ ზამთრის საღამურს. ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ, რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო, დრო დასუსხული, თითებისგან , ფანჯრებთან ფეთქავს, ხომ ხედავ ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს. არ შემეჩვიო! სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ, არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია, გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ, მხოლოდ ვთამაშობ, ვერთობი, სულის ნაპრალები არ ხორცდებიან. წაგლეკავ წასვლით, ნუ ეცდები რომ გამაჩერო, თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს, ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნიამ ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ. არ შემეჩვიო! შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს, არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ვაა, აქ შეფასებაც შემიძლია? კარგიაა :) ვაა, აქ შეფასებაც შემიძლია? კარგიაა :)
20. საზარლად კარგი ლექსია!!! საზარლად კარგი ლექსია!!!
19. კარგი ლექსია, მხოლოდ ვისაც ეუბნები იმის წასაკითხია... ჩვენ არაფერ შუაში ვართ :) კარგი ლექსია, მხოლოდ ვისაც ეუბნები იმის წასაკითხია... ჩვენ არაფერ შუაში ვართ :)
18. არ შემეჩვიო! შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს, არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი! არ შემეჩვიო! შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს, არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი!
17. 11111111111 11111111111
16. გაიხარე!!!5+++++++++++++ გაიხარე!!!5+++++++++++++
15. გაიხარე!!!5+++++++++++++ გაიხარე!!!5+++++++++++++
14. გაიხარე!!!5+++++++++++++ გაიხარე!!!5+++++++++++++
12. არ შემეჩვიო! 5555555555555 არ შემეჩვიო! 5555555555555
11. ემმა ასე მგონია თითქოს გიცნობ :) ემმა ასე მგონია თითქოს გიცნობ :)
10. ემმა, კარგი ლექსია, მაგრამ წააგებს, რადგან ასოციაციურად საჯაიას "ნუ დამიბედებ"-თან წავა და ეგეთ დუელში ვინ გაიმარჯვებს, ცხადია ;)
ემმა, კარგი ლექსია, მაგრამ წააგებს, რადგან ასოციაციურად საჯაიას "ნუ დამიბედებ"-თან წავა და ეგეთ დუელში ვინ გაიმარჯვებს, ცხადია ;)
9. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
7. არ შემეჩვიო! სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ, არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია, გრძნობებით მხოლოდ ვჟუნგლიორობ, მხოლოდ ვთამაშობ, ვერთობი, სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
:) არ შემეჩვიო! სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ, არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია, გრძნობებით მხოლოდ ვჟუნგლიორობ, მხოლოდ ვთამაშობ, ვერთობი, სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
:)
6. შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი ყველა უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს, არ შემეჩვიო, სანამ დრო, ნუ შემეჩვევი!
კარგი ლექსია. "სანამ დრო" ა აკლია მანდ მემგონი. შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი ყველა უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს, არ შემეჩვიო, სანამ დრო, ნუ შემეჩვევი!
კარგი ლექსია. "სანამ დრო" ა აკლია მანდ მემგონი.
5. :) რატომღაც მგონია, რომ - ვინ ვის ეჩვევა, და ვის მიმართაა ეს გაფრთხილება - კიდევ საკითხავია.. ლექსი კი მომეწონა :) :) რატომღაც მგონია, რომ - ვინ ვის ეჩვევა, და ვის მიმართაა ეს გაფრთხილება - კიდევ საკითხავია.. ლექსი კი მომეწონა :)
4. არ შემეჩვიო! ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ.
დრო მოდის და მგა დატოვებიცა იღლები და არარ გინდა ,სიმყარე გჭირდება ზოგჯერ აბა :) ლალის ვეთანხმები, ლალი გულის მანკის სუსტი ფორმა :)) არ შემეჩვიო! ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ.
დრო მოდის და მგა დატოვებიცა იღლები და არარ გინდა ,სიმყარე გჭირდება ზოგჯერ აბა :) ლალის ვეთანხმები, ლალი გულის მანკის სუსტი ფორმა :))
3. ბევრი ჭარბსიტყვაობაა აქ. ნორმალური ანუ- 4:) ბევრი ჭარბსიტყვაობაა აქ. ნორმალური ანუ- 4:)
2. არ შემეჩვიო! ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ, სუნთქვაშებოჭილს გადაცურულ განცდების ზღვასთან,
არ შემეჩვიო! ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ, სუნთქვაშებოჭილს გადაცურულ განცდების ზღვასთან,
1. სალიტ.ჯე-ო ლექსიაა:) სალიტ.ჯე-ო ლექსიაა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|