ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2009


გარმიშული გაკვეთილი

შაბათი დღეა. ამინდია შეუდარები.
მივდივარ ჩემთვის ქუჩაში მარტოდ.
ვხედავ: გერმანელს გაუხსნია სახლის კარები,
გამოუღია ფანჯრები ფართოდ.

ჩვეულებრივი ოჯახი ჩანს, რიგითი, ალბათ
(ეზოში ყვავილთ წალკოტი ყვავის).
აი, ჯაგრისით კედლის რეცხვა დაიწყო ქალმა,
ისედაც ბზინავს კედლები ლამის.

წმენდს კედელს ქმარიც, მონდომებით შეუდარებით,
შვილებმაც მშობლებს მიბაძეს მყისვე,
პატარ-პატარა ჯაგრისებით, ფართე თვალებით,
ოჯახის ჟღურტულს საქმიანს ვისმენ.

სასიამოვნო სურათია, მერწმუნოთ უნდა,
მაქვს აღტაცება ზომაზე მეტი:
ჩვენთან? ოცი წლის ვაჟკაცებიც რჩებიან ხუნდად,
იმედად ისევ მამის და დედის!..

აქ კი, გარმიშში სხვანაირად ფიქრობს ეს ხალხი,
შრომის ფერხულში ბავშვების ჩართვით,
არათუ ოდენ ხიბლავენ მნახველს,
წვრთნიან გონებას საკუთარ მართვის.

და თუ ცხადია ეს სურათი, მიხეილ, ახლა
და რომ ცხადია, თავადვე ხედავ,
ამიტომ მიდის გერმანია მაღლა და მაღლა,
ისე შორს, შენ რომ ფიქრსაც ვერ ბედავ.

ხოლო ბედკრულის, შენი ქვეყნის "ანი" და "ჰაე"
მთავრდება, სადაც იცლება სუფრა,
იმიტომა აქვს ჭუჭყის სუნი თბილისის ჰაერს,
იმიტომ ვდგავართ მყოფადთან უბრად!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები