ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა თემისი
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2009


სასამართლო პროცესი ქუთაისურად ანუ "ზაურიას სარძლო" :)




    ... გთხოვთ ფეხზე ადგეთ, სასამართლო მობრძანდება ...
 
    პროცესი დაიწყო. მოპასუხე მხარეს გამოცხადდა ჯუმბერ ჩხეიძე, ძირძველი "ზავოდელი" კაცი. რასაც მყისვე დაგიდასტურებდათ მთელი უბანი, რომელიც თან წამოეყვანა ჯუმბერს პროცესზე. ამასთან, ზოგიერთს ბავშვების დამტოვებელი არავინ ყავდა ეტყობა, ამდენად წვრილ-შვილიც თან წამოესხა. მეორე მხარეს კი თბილისიდან მოეწვიათ ადვოკატი, ახალგაზრდა, ქერათმიანი გოგონა, პიერ კარდენის კოსტუმითა და ივსენ ლორანის სათვალეებით, რომელიც აშკარად ეტყობოდა, ცუდი მხედველობის გამო არ ეკეთა, არამედ სათვალეებით "დიდი გოგოს" იმიჯს იქმნიდა, ადვოკატისთვის შეუფერებლად პატარა ასაკი რომ არ დატყობოდა.
    - "მომახსენეთ ვინ გამოცხადდა პროცესზე!" - მიმართა ღრმად პატივცემულმა მოსამართლემ მდივანს.
    - "მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილია ადვოკატი - თ. კ." - მიუგო სხდომის მდივანმა.
    - "რაო?" - ჩაერთო ვითარებაში გასარკვევად ჯამბული - "ე გამოწკეპილი ადვოკატი რო ჩამოუყვანიათ, რა იცის მაგან ჩემი პლოშადის, რავა, ზავოდელია თუ?  გამოდი შვილო მაქედან, აგერ ჯირკივით ბიჭი ყავს ზაურიას, ხოდა მიგათხოვებთ იმას, თუ მანდამაინც."
    ზაურაც იქვე, სხდომის დარბაზში იმყოფებოდა, სასწრაფოდ თმაზე ხელი გადაუსვა თავის "ბოვშს" და წინა რიგებისკენ "უჯიკა", ქერათმიან ადვოკატს კარგად რომ შეემჩნია მისი ღირსებები. გოგონა ამ სიტუაციითა და ზავოდელების მოურიდებელი მზერით შეწუხებული, ცდილობდა არ შეემჩნია უხერხულობა.
    მდივანი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მორჩა ადვოკატის თვალიერებას, განსაკუთრებით კი იმის გარკვევას ფრჩხილები თავისი ქონდა, თუ "მიწეპებული", უცებ გამოერკვა სიტუაციიდან და განაგრძო:
    - "მოპასუხე მხარეს გამოცხადდა" ... - მდივანმა დარბაზში დაიწყო თვალიერება, მოპასუხის მხარდამჭერთა ორმოცდაათკაციან შემადგენლობაში, თავად მოპასუხე ვერ იპოვა.
    - "ბატონო ჯამბულ, თქვენი მეუღლე, ჟოზეფინა ჩხეიძე, არ გამოცხადებულა ?" - მიმართა მდივანმა ჯამბულას.
    - "რავა მე გეპატარავები თვალში, თუ რავაა საქმე თუ იცი?" - გაკვირვებულმა მიუგო ჯუმბერმა.
    - "როგორ გეკადრებათ ბატონო !  უბრალოდ ეს სახლი თქვენი მეუღლის სახელზეა გაფორმებული, ამოტომ მოპასუხე ის არის და მისი დასწრება აუცილებელია."
    - "რას ქვია მის სახელზეა" - ამაზე სულ ამოვარდა ჩექმებიდან ჯუმბერა - "რავა მისი ნაშოვია თუ რა? ჩემი წვალებით გავაჩალიჩე მაგი მე, რავა, ჟოზეფინა მჭადის ფქვილით გამოაცხობდა სახლს თუ იცი?" - თავისი "რეჩით" კმაყოფილი, უბნელებს მიუბრუნდა ჯუმბერა. "ზავოდელებმაც" არ დააყოვნეს და ერთხმად დაადასტურეს მისი სიტყვები.
    მოსამართლე წყობილებიდან გამოვიდა, დაავიწყდა თბილისელი ადვოკატი რომ ესწრებოდა პროცესს და ჩვეული  კილოთი მიუგო მოპასუხეს:
    - "მეიცა ბიჭო ახლა შენ, რო გეუბნები მომისმინე, გევიგე შენი როა ი სახლი, მარა ოფიციალურად შენ ცოლზეა გაფორმებული, ხოდა უნდა მეიყვანო აქანე, არ გამოვა ისე ე საქმე" ...
 
    ... მოკლედ სხდომა გადაიდო ...

    ... "ზაურიას სარძლოს" წინ კიდევ ერთი ქუთაისური სასამართლო ელოდება ...
 
    ... "ზაოდელებს"  მომავალ პროცესამდე ეყოფათ მიღებული შთაბეჭდილებები ...

    ... თქვენ კი გააბოლეთ ერთი ღერი და მოემზადეთ კრიტიკისთვის ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები