 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2009 |
გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად, მე ვზივარ სახლში მარტო. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ... ხეებზე ბლომად ყვავების გუნდი, და ახლა მაინც აჯობებს ლუდი, რომ მომიყვანოს აზრზე. ხვადი ზედ აზის საერთო ძუკნას, მეზობლის გოგო უნიჭოდ უკრავს, მიფრთხობს არმოსულ აზრებს. სარკეს ვარიდებ სახეს და თვალებს, ისევ ვიკიდებ უაზრო ვალებს და მაქვს სურვილი ერთი - ვიყოთ მე და შენ ისე მარტივად, როგორიც ახლა გარეთ მარტია და გაბოლება "კენტის"... ცამ ყველა ფიქრი წვიმად ჩამოცრა, შენი სახელი ჩუმად წამომცდა, რა ამინდია გარეთ... მე მინდა ქალი, მე მინდა სითბო, ჩემი სხეული შენს სხეულს ითხოვს, ამაღამ ალბათ დავლევ... პახმელიაზე თუ არ გამოვალ, ისე, უბრალოდ, გარეთ გამოვალ, ვიცმევ გაცრეცილ პალტოს. დგას ჩემს კარებთან ბებერი ძაღლი, არ უნდა ძვალი და უნდა სახლი, მასაც არ უნდა მარტო. ვდგავარ ვბაასობ ბებერ მუხასთან, ჩემზე ლოთთან და ჩემზე უხამსთან, ქუჩაში ვარ და გნატრობ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ლუდი მირჩევნიააა...ბალტიკა 9 (სიყვარულის სმაილი როა,ის) ლუდი მირჩევნიააა...ბალტიკა 9 (სიყვარულის სმაილი როა,ის)
22. გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად, მე ვზივარ სახლში მარტო. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ... :) გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად, მე ვზივარ სახლში მარტო. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ... :)
20. ,,და ახლა მაინც აჯობებს ლუდი'' :)) ლექსი შესანიშნავი:) ,,და ახლა მაინც აჯობებს ლუდი`` :)) ლექსი შესანიშნავი:)
19. აუ პახმელიაზე ვარ :( არა ჯერ არა ცოტახანში ვიქნები :D აუ პახმელიაზე ვარ :( არა ჯერ არა ცოტახანში ვიქნები :D
18. გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად, მე ვზივარ სახლში მარტო. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ... :) გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად, მე ვზივარ სახლში მარტო. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ... :)
17. ეს ,,მორალური თვალსაზრისით საზოგადოებისთვის მავნე '' ლექსი დებორას როგორმე დაუმალე... მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად... ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის... ეს ,,მორალური თვალსაზრისით საზოგადოებისთვის მავნე `` ლექსი დებორას როგორმე დაუმალე... მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად... ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის...
16. ჰო ეგ უკვე ისაა რასაც ველოდი, მომეწონა. ჰო ეგ უკვე ისაა რასაც ველოდი, მომეწონა.
15. და მაქვს სურვილი ერთი - ვიყოთ მე და შენ ისე მარტივად, როგორიც ახლა გარეთ მარტია და გაბოლება "კენტის"..
ბევრი საჩემო განწყობაა ამ ლექსში.....
ეს - განსაკუთრებით და მაქვს სურვილი ერთი - ვიყოთ მე და შენ ისე მარტივად, როგორიც ახლა გარეთ მარტია და გაბოლება "კენტის"..
ბევრი საჩემო განწყობაა ამ ლექსში.....
ეს - განსაკუთრებით
13. მშვენიერია ! 5555 მშვენიერია ! 5555
12. ყველა ლექსი ერთნაირ სიმაღლეს რომ ვე აიღებს, ვიცი, პახმელიას რომ ნაბახუსევი ჰქვია, ესეც კარგად მომეხსენება, ალბათ, "პახმელია" ბრჭყალებში უნდა ჩამესვა და მაშინ არ გამოიწვევდა ასეთ რეაქციას. მარტის თვეზე გავრცელებულ აზრს, რომ ის მხოლოდ ქალთან ასოცირდება, ბოლომდე ვერ დავეთანხმები, რადგან ჯერ არავის აუკრძალავს პოეტისთვის ნებისმიერ საგანს, მოვლენას ან წელიწადის დროს განსხვავებული ინტერპრეტაცია შესძინოს. სხვათა შორის, მარტის სახელწოდება მარსიდან მომდინარეობს და მე კაცის ერთი დღის განწყობა გადმოვეცი, რამდენად გამომივიდა, ეს სხვა საკითხია... ყველა ლექსი ერთნაირ სიმაღლეს რომ ვე აიღებს, ვიცი, პახმელიას რომ ნაბახუსევი ჰქვია, ესეც კარგად მომეხსენება, ალბათ, "პახმელია" ბრჭყალებში უნდა ჩამესვა და მაშინ არ გამოიწვევდა ასეთ რეაქციას. მარტის თვეზე გავრცელებულ აზრს, რომ ის მხოლოდ ქალთან ასოცირდება, ბოლომდე ვერ დავეთანხმები, რადგან ჯერ არავის აუკრძალავს პოეტისთვის ნებისმიერ საგანს, მოვლენას ან წელიწადის დროს განსხვავებული ინტერპრეტაცია შესძინოს. სხვათა შორის, მარტის სახელწოდება მარსიდან მომდინარეობს და მე კაცის ერთი დღის განწყობა გადმოვეცი, რამდენად გამომივიდა, ეს სხვა საკითხია...
11. ნაბახუსევზე ხომ არ ჯობდა? :) კარგი იყო ! ნაბახუსევზე ხომ არ ჯობდა? :) კარგი იყო !
10. ლუდის სურვილის რა მოგახსენოთ...მაგრამ პახმელიაზე კი ვაარ :)) ლუდის სურვილის რა მოგახსენოთ...მაგრამ პახმელიაზე კი ვაარ :))
9. ვდგავარ ვბაასობ ბებერ მუხასთან, ჩემზე ლოთთან და ჩემზე უხამსთან, მუხა წესიერი კაცია... ვდგავარ ვბაასობ ბებერ მუხასთან, ჩემზე ლოთთან და ჩემზე უხამსთან, მუხა წესიერი კაცია...
8. გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად, მე ვზივარ სახლში მარტო. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ...
ეხლა ზუსტად მასე ვააარ...
გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად, მე ვზივარ სახლში მარტო. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ...
ეხლა ზუსტად მასე ვააარ...
7. პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ...
ეხლა ჩემი განწყობაა ეს ზუსტად :)
პახმელიაზე გნატრობთ შენ და ლუდს, ალბათ, შენ უფრო გნატრობ...
ეხლა ჩემი განწყობაა ეს ზუსტად :)
6. ძალიან მომეწონა! გაიხარეთ! ძალიან მომეწონა! გაიხარეთ!
5. ...მოდილიანის შემდეგ, აქ მხოლოდ კარგის მოლოდინით შემოვდივარ... დღეს ვერ ვიტყვი რომ გამაწბილე, მაგრამ იმ მონიშნულ სიმაღლეს ვერ შეწვდა :) 4 ...მოდილიანის შემდეგ, აქ მხოლოდ კარგის მოლოდინით შემოვდივარ... დღეს ვერ ვიტყვი რომ გამაწბილე, მაგრამ იმ მონიშნულ სიმაღლეს ვერ შეწვდა :) 4
3. ნაბახუსევზე შემოვივლი, აბა , იქნებ უფრო წავიდეს :)
ისე მარტი და მარტივი? რავი, აქამდე ყველაზე რთულ თვედ იხსენიებდნენ და ქალებს ადარებდნენ,
მაგრამ რა გასაკვირია, გადაგვარდა ქვეყანა და მარტის გამარტივება დიდი ვერაფერი დოზანაა :)) ნაბახუსევზე შემოვივლი, აბა , იქნებ უფრო წავიდეს :)
ისე მარტი და მარტივი? რავი, აქამდე ყველაზე რთულ თვედ იხსენიებდნენ და ქალებს ადარებდნენ,
მაგრამ რა გასაკვირია, გადაგვარდა ქვეყანა და მარტის გამარტივება დიდი ვერაფერი დოზანაა :))
2. ნუ გაიფუჭებთ რა ხელს:) ფლიიზ:)
მესმის რომ ნიჭიერი ადამიანის ''დან მოდე'' და რაღაც ლიტხულიგნობაა..მაგრამ-წაუგოიმურა -პირიქიტ:(
ან რაღაც მაგრობაა და მე ვერ მიხვდი ამას... ნუ გაიფუჭებთ რა ხელს:) ფლიიზ:)
მესმის რომ ნიჭიერი ადამიანის ``დან მოდე`` და რაღაც ლიტხულიგნობაა..მაგრამ-წაუგოიმურა -პირიქიტ:(
ან რაღაც მაგრობაა და მე ვერ მიხვდი ამას...
1. ვიცმევ გაცრეცილ პალტოს. დგას ჩემს კარებთან ბებერი ძაღლი, არ უნდა ძვალი და უნდა სახლი, მასაც არ უნდა მარტო. ვდგავარ ვბაასობ ბებერ მუხასთან, ჩემზე ლოთთან და ჩემზე უხამსთან, ქუჩაში ვარ და გნატრობ...
ვიცმევ გაცრეცილ პალტოს. დგას ჩემს კარებთან ბებერი ძაღლი, არ უნდა ძვალი და უნდა სახლი, მასაც არ უნდა მარტო. ვდგავარ ვბაასობ ბებერ მუხასთან, ჩემზე ლოთთან და ჩემზე უხამსთან, ქუჩაში ვარ და გნატრობ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|