ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2009


შუაღამის წვიმა

            გ-ი-ს

            ახლა წვიმს ისე, თითქოს კოკით ასხამენ ცოდვებს...
            ატალახებულ დედამიწას დაულპა გული,
            დგას სამეგრელოს მოედანზე რაინდი-ცოტნე,
            ვით ბრინჯაოში ჩაყინული დიდი წარსული...
                ახლა წვიმს ისე, ეუცხოვათ ფაზისის ქუჩებს,
                საოცარია, ფაზისს წვიმა რომ გაუკვირდეს,
                თვალანთებული რეკლამები ისვრიან ტუჩებს,
                და იგრძელებენ ჟირაფები დაჟანგულ კისრებს...
            ახლა წვიმს ისე, შენს ეზოშიც სველია სივრცე,
            და დაშვებულა სველ ფანჯრებთან სიმშვიდის ფარდა,
            ალბათ შენც ახლა კოკისპირულ მუსიკას ისმენ,
            ან ყველაფერი გესიზმრება ამ წვიმის გარდა...
                სივრცე ხმაურით ჩამოესხა ქუჩებს და გამზირს,
                რა გაათენებს, ამ ღამემ რომ ცრემლად იდინოს,
                იქნება მკლავზე დაგფენია სურნელი, ნაზი,
                ან იქნებ... იქნებ... ჯობია არც წარმოვიდგინო...
              ............................................................................
            ახლა წვიმს ისე...თითქოს კოკით ასხამენ ცოდვებს.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები