ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2009


ამოვიკითხე მაწანწალა ძაღლის თვალებში

ამოვიკითხე მაწანწალა ძაღლის თვალებში დიდი ტანჯვები, დიდი ცოდნა ნაგვიანევი, ჩემი წარსული ამოვიკითხე. ამოვიკითხრე მარტოსულის ყრუ ტკივილები. კუთხეში ნალოკ ჭრილობების მომწარო გემო, გამოუთქმელი სიყვარული და დიდი სევდაც ამოვიკითხე, ამოვიკითხე ჩუმი ხვეწნა მცირე წყალობის და მორჩილება ძაღლურ ბედის, ყოვლის გამძლების, ყოვლის ამტანის და გადამტანის, და, რა თქმა უნდა, სამდურავიც ამოვიკითხე, ამოვიკითხე სიყვარული კარ-კარ წანწალის, მრუში ფიქრები ბნელ ღამეში ჩანაფიქრები, მშიერ ძუკნათა ნაკბილევი და ნაავები, ბნელ სარდაფებში გათეული ღამეებიც ამოვიკითხე, ამოვიკითხე დიდი წყურვილი თავისუფლების და სიძულვილი ბოროტ სულების, ღობე-საზღვრების და პატრონების, ცრუ კანონთა ყველა ტომების, და ტირანიის ანათემაც ამოვიკითხე, ამოვიკითხე სულის სიმტკიცე და სიძლიერე, ყინვის გაძლების, სიცხის დაძლევის და შიმშილობის ჩუმად მოთმენის, სისხლის ატანის, სულის გატანის, და ჭირთათმენის დიდი ნიჭიც ამოვიკითხე, ამოვიკითხე სიძულვილი მსუყე კომფორტის, ფუყე ხორხოცის, ფრანტულ ფორსობის და მანჭვა-გრეხის, ზიზილ-პიპილის, კუდის ქიცინის, და ქაცაქუცის სიძულვილიც ამოვიკითხე, ამოვიკითხე შიში ტკივილის, გულღრძოOგამვლელის და გამომვლელის, ბოროტთ ქვა-ჯოხით ნაცემ-ნაგვემის და განაჯოხის მწარე წარსულიც ამოვიკითხე, ამოვიკითხე შიში სიკვდილის, ამოვიკითხე ნიჭი სირბილის, ღრმა სიყვარული ძაღლურ სიცოცხლის, როგორიც არის, ოღონდ იყოს ის, და შეგუების დიდოსტატიც ამოვიკითხე, ამოვიკითხე უნდობლობაც, ეჭვის ფართხალიც, და სამდურავიც, ათას მათრახით ზურგის თახთახით ნაგვემ სხეულზე ამოტვიფრული გამოცდილებაც ამოვიკითხე, ამოვიკითხე მაწანწალა ძაღლის თვალებში მე მოგონება გარდასულ დღეთა, უხსოვარ ჟამის სინანულიც ამოვიკითხე, ამოვიკითხე დიდი გუმანი, ბრძენი მდუმარი, მზერა გამჭოლი, თვალი ამწონი,  ბევრის ამწევი,  ბევრის გამწევი, მისი სამყარო ძაღლურ ჩარჩოში ამოვიკითხე, ამოვიკითხე მაწანწალა ძაღლის თვალებში მე ყოველივე, ერთი ბოღმა  ვერ ამოვიკითხე, ამოვიკითხე მაწანწალა ძაღლის თვალებში დიდი ტანჯვები, დიდი ცოდნა ნაგვიანევი, ჩემი ცხოვრება ამოვიკითხე.....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები