 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2009 |
ახლაც კუთხეში ვარ ატუზული სახით კედლისკენ, ზურგით შენსკენ, თვალებით ცისკენ, ხელები ცივი. ოდესღაც მოსწავლესავით, რომელმაც ასაკის გამო იცელქა და დამნაშავესავით გამოუცდელობით ისჯება.
ჩემი სხეული ოცდაოთხსაათიანი მომსახურების წყლის წისქვილია, სადაც ჩემივე ტკივილები ფიქრებად იფქვება, ჩემივე ემოციებით ინამება და რამოდენიმე წვეთად მკერდის ღარს დაუყვება. გზა – ბევრად შორია ბილიკი – სველი კალაპოტი – დამშრალი. იქ სადაც სურვილი ამღვრეული თვალებით მიედინებოდა, იქ სადაც გრძნობა ნარცისივით თავს იწონებდა, იქ სადაც ყველა მოგონება ერთმანეთს კვეთდა, იქ სადაც ახლა მონატრება, მძინარე დათვივით ილოკავს თათს, მე კი აღარ მწამს...
ვხედავ როგორ ანაყოფიერებს წვიმები მიწას, ცა მუცლიდანვე ირჩევს რჩეულს სანამდე შობავს შენ ჩემს სხეულში ტოვებ განცდებს და ისევ მიდიხარ, მე შენს მოსვლამდე სავსე კვერცხუჯრედს გონებით ვკლავ და გულს ხელოვნური სუნთქვებით ვკვებავ. აღარ მინდიხარ ჩემი და ჩემად...
სახით კედლისკენ ზურგით შენსკენ თვალებით ცისკენ, ხელები ცივი, კუთხეში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მე კი აღარ მწამს... მე კი აღარ მწამს...
17. )))) გმადლობთ )))) გმადლობთ
15. ჩემი სხეული ოცდაოთხსაათიანი მომსახურების წყლის წისქვილია, სადაც ჩემივე ტკივილები ფიქრებად იფქვება, ჩემივე ემოციებით ინამება და რამოდენიმე წვეთად მკერდის ღარს დაუყვება.
კარგი შედარება იყო :) ჩემი სხეული ოცდაოთხსაათიანი მომსახურების წყლის წისქვილია, სადაც ჩემივე ტკივილები ფიქრებად იფქვება, ჩემივე ემოციებით ინამება და რამოდენიმე წვეთად მკერდის ღარს დაუყვება.
კარგი შედარება იყო :)
14. ნუ.არაუშავრაო -ლექსია. წარმატებები.
ნუ.არაუშავრაო -ლექსია. წარმატებები.
13. მე არ მომეწონა...რიავიც :) მე არ მომეწონა...რიავიც :)
12. უნიჭიერესი ხარ!!! :) უნიჭიერესი ხარ!!! :)
11. უნიჭიერესი ხარ!!! :) უნიჭიერესი ხარ!!! :)
9. უბრალოდ ემოციები ჭარბობს თვითონ ლექსად ვერა უბრალოდ ემოციები ჭარბობს თვითონ ლექსად ვერა
8. ვხედავ როგორ ანაყოფიერებს წვიმები მიწას, ცა მუცლიდანვე ირჩევს რჩეულს სანამდე შობავს შენ ჩემს სხეულში ტოვებ განცდებს და ისევ მიდიხარ, მე შენს მოსვლამდე სავსე კვერცხუჯრედს გონებით ვკლავ და გულს ხელოვნური სუნთქვებით ვკვებავ. აღარ მინდიხარ ჩემი და ჩემად...
სახით კედლისკენ ზურგით შენსკენ თვალებით ცისკენ, ხელები ცივი, კუთხეში...
:-* ვხედავ როგორ ანაყოფიერებს წვიმები მიწას, ცა მუცლიდანვე ირჩევს რჩეულს სანამდე შობავს შენ ჩემს სხეულში ტოვებ განცდებს და ისევ მიდიხარ, მე შენს მოსვლამდე სავსე კვერცხუჯრედს გონებით ვკლავ და გულს ხელოვნური სუნთქვებით ვკვებავ. აღარ მინდიხარ ჩემი და ჩემად...
სახით კედლისკენ ზურგით შენსკენ თვალებით ცისკენ, ხელები ცივი, კუთხეში...
:-*
7. კარგია ემოციური კარგია ემოციური
6. ახლაც კუთხეში ვარ ატუზული სახით კედლისკენ, ზურგით შენსკენ, თვალებით ცისკენ, 55 ახლაც კუთხეში ვარ ატუზული სახით კედლისკენ, ზურგით შენსკენ, თვალებით ცისკენ, 55
5. magariaaaa;) +2 magariaaaa;) +2
4. დღევანდელ დღეს გილოცავთ! დღევანდელ დღეს გილოცავთ!
3. აშკარად ნიჭიერი ადამიანის ნაწერია, ძალიან დიდი ემოციით სავსე...
ბატონ იმოს დასტური აქვე!.. აშკარად ნიჭიერი ადამიანის ნაწერია, ძალიან დიდი ემოციით სავსე...
ბატონ იმოს დასტური აქვე!..
2. დღევანდელ დღეს გილოცავ, ემმა! შესანიშნავი შინაგანი პოეტური მონოლოგია! ძნელია ასეთი განცდების ლექსად ჩამოქნა, მაგრამ პოეზია ყველაფერთან ერთად სიტყვასთან მუდმივი ჭიდილი და ომია... რამდენი მდიდარი პოეტური სამყაროს პატრონი ვიცი, რომლებიც ვერლიბრითაც ვერ ახერხებენ საკუთარი განცდებისა და სათქმელის ქაღალდზე გადატანას... ეცადე კლასიკური კონვენციური ლექსით გადმოსცე იგივე. რა იქნებოდა ,,ლურჯა ცხენები" პროზად? დღევანდელ დღეს გილოცავ, ემმა! შესანიშნავი შინაგანი პოეტური მონოლოგია! ძნელია ასეთი განცდების ლექსად ჩამოქნა, მაგრამ პოეზია ყველაფერთან ერთად სიტყვასთან მუდმივი ჭიდილი და ომია... რამდენი მდიდარი პოეტური სამყაროს პატრონი ვიცი, რომლებიც ვერლიბრითაც ვერ ახერხებენ საკუთარი განცდებისა და სათქმელის ქაღალდზე გადატანას... ეცადე კლასიკური კონვენციური ლექსით გადმოსცე იგივე. რა იქნებოდა ,,ლურჯა ცხენები" პროზად?
1. ვაახ! რაღაც უცნაურად კარგია . მომეწონა ემმა ვაახ! რაღაც უცნაურად კარგია . მომეწონა ემმა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|