 | ავტორი: ეკა-ლი ჟანრი: პროზა 24 სექტემბერი, 2009 |
თაობას სტიგმა "ომის შვილები" აგვისტოშივე მოგვეკრა; მაგრამ ომს შვილები არ ჰყავს! ომი მსხვერპლს სცნობს მხოლოდ, მსხვერპლს-აღარც რიცხვებით გამოსახულს, -სტატისტიკაც ბუნდოვანია ჩვენთან...,"თუმცა" ტრაგიკული!
* ისეთი უსუსურია და მაინც "ჭიკარტს" ვეძახით. რამდენიმე დღეა ვიცნობ,მაგრამ მაჩვენა,როგორი უსამართლოა ცხოვრება. როცა ქართული მიწის გული ერთმორწმუნეთა ბომბებით იხლიჩებოდა,ჯერ კიდევ ემბრიონი ერქვა და სითბოს ნაცვლად შიში და პანიკა ეხვია გარს. არ იცოდა თუ მამა სანგარში ათენებდა ღამეს; მაგრამ დედას რომ არ სძინებია დიდხანს,ამას გრძნობდა კარგად. შფოთვა და უარესის მოლოდინი იყო მშობლის ყოველდღიურობა. როცა პირველად შეხედა მზეს, ქვეყანა ისევ დიდი სატკივარით იყო გაბრუებული,ისევ არავის ეცალა მისთვის.... მაგრამ ლურჯ ცასავით გალურჯებული მანამდე ტიროდა უჰაერობის მიზეზით,სანამ დიაგნოზი არ დაუსვეს-გულის მანკი.
... რამდენიმე დღეა რაც ვიცნობ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ,ჩემთვის ეძებდნენ სისხლის დონორებს. ყველაზე ლაღი ბავშვია ამქვეყნად. სულ იცინის გულმკერდგასაჭრელი. ამბობენ,ბავშვობა ყველაზე ბედნიერი პერიოდიაო. ალბათ იმიტომ,რომ ვერ ხვდები რა ხდება შენ ირგვლივ.
...მავანის იმპერიალისტურმა ზრახვამ თუ სხვათა გამყიდველობამ წითელი ზოლი ერთდროულად დაამჩნია საქართველოს რუკასა და მის მკერდს. ახლა კი იბრძვის-გამალებით და იმისთვის,რომ დედამიწის ბინძური ჰაერით როგორმე ღრმად ისუნთქოს.
* * ხელის გული რომ მაჩვენა, ვიფიქრე, სილურჯე გულის დავადების ბრალი იყო. ძლივს მიმახვედრა,რომ ასე გაფანტულად ლურჯი მხოლოდ ღრუბლიანი ცა კი არა, ყუმბარის ნამსხვრევებით მომინანქრებული სხეულიც შეიძლება იყოს. ომის მოზაიკა ხელის გულზე... - რამდენჯერმე დაბნეულმა შევხედე სათვალის სქელ მინას... ვერ დამინახა,მაგრამ მიმიხვდა განცდას და სანამ თვითონ იტყოდა მომხდარზე რაიმეს, მეგობარმა ამიხსნა,რომ უკვე ომგამოვლილ ჯარისკაცს მაშინ აუფეთქდა ყუმბარა, როცა გორში მეზობელ ბავშვს ხელიდან გამოსტაცა "მომწვანო ფერის სათამაშო". ყველაზე სქელი მინის მიღმაც ადვილად საცნობია გმირის თვალები,დამიჯერეთ! სამაგიეროდ,რთულია 23 წელი იმ ფერებით აღიქვამდე სამყაროს,როგორითაც ის ღმერთმა დახატა,დარჩენილი წლები კი მხოლოდ ამ ნახატის სილუეტსა და კონტურებს უყურო და ეს მხოლოდ იმიტომ,რომ შენი ქვეყნის ბიუჯეტი სამკურნალო გამაჯანსაღებელი მასაჟებისთვის იხარჯება,სინათლე თვალებში რიგითი ადამიანებისათვის კი მომავალი წლების პერსპექტივაა და ისიც მაშინ, თუკი რომელიმე მწიკვი ამა ქვეყნის მარილისა ოდესმე მაინც ისურვებს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას სამშობლოსთვის თავშეწირულთათვის. მის გაცნობამდე გმირობა საამაყო მეგონა,დღეს კი უბრალოდ ვიცი,რომ ასე მოქცევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს- ფიზიკურს კი არა, სულიერს-უპირველესად!
* * * არ ვიცი,საიდან მოვიდა თავგანწირვის უნარი ამ მოქეიფე ბიჭის ცნობიერებაში. ამბობდა,თუკი 5 წლიან საკონტრაქტო ვადაში აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ,კიდევ 5 წლით გავახანგრძლივებ ხელშეკრულებასო.
გზა მშობლიური ხაშურიდან ლიახვის ხეობამდე ურთულესი გამოდგა. საცეცხლე ბატალიონის 19 წლის კაპრალს შიშზე არ უფიქრია, ბოღმა ახრჩობდა მხოლოდ- მეგობრების გვამები... და განცდა,რომ ყველაზე ძლიერიც - უსუსური ხარ.
მას არ დამშვიდობებია. იცოდა,სულ დაელოდებოდა,- უყვარდა და ამიტომ. მხოლოდ დაპირდა,რომ შაბათს მობრუნდებოდა სანახავად. სამი თვის დაოჯახებული, ჯარისკაცული დუმილით დაატარებდა მონატრებას. ....................................................................................................................................................... "უცნაურია,რომ ადამიანი კვდება, როცა მას უყვარს..." **
ახლა იმდენჯერ ადიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე,რამდენჯერაც მოუნდებოდა, ეკოცნა ცოლისთვის...
......ჩვენ არასდროს მოვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს! მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს - სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას!
** (ე.მ.რემარკი) ( ისტორიები რეალურია,არაფერია გამოგონილი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ეს ნაწერი მხოლოდ 27 ადამიანს რატომ უნდა ჰქონდეს წაკითხული?
წაიკითხეთ! +5 ეს ნაწერი მხოლოდ 27 ადამიანს რატომ უნდა ჰქონდეს წაკითხული?
წაიკითხეთ! +5
27. თვალში ცრემლით...და გულში დიდი ტკივილით..... სიტყვაწართმეული მხოლოდ გკითხულობ... თვალში ცრემლით...და გულში დიდი ტკივილით..... სიტყვაწართმეული მხოლოდ გკითხულობ...
26. ტტტტტტტტ! არ ვიცი რა ვთქვა... ტტტტტტტტ! არ ვიცი რა ვთქვა...
25. მეტკინა ყოველი სიტყვა :( ღრმა ნაწერია ძალიან ...
გაიხარე შენ ეკა-ლი :-* მეტკინა ყოველი სიტყვა :( ღრმა ნაწერია ძალიან ...
გაიხარე შენ ეკა-ლი :-*
24. რამდენჯერმე დაბნეულმა შევხედე სათვალის სქელ მინას...
++2++2++2++2 რამდენჯერმე დაბნეულმა შევხედე სათვალის სქელ მინას...
++2++2++2++2
23. და ყველაფერი სიკეთე აქ!!! მე მომეწონა ნაწერი!!! კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!! და ყველაფერი სიკეთე აქ!!! მე მომეწონა ნაწერი!!! კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!!
21. კარგი ნაწერია. აზრიანი. :) 555 კარგი ნაწერია. აზრიანი. :) 555
19. გმადლობ, თორნიკე, ჭეშმარიტად გენიალურო პოეტო!:D ...და უბრალოდ ვერ მიმიხვდი სტატისტიკასთან დაკავშირებით :) ზუსტად იმას ვაპროტესტებ, რომ სტატისტიკასაც არ გვთავაზობენ ნამდვილს, არათუ კონკრეტულ გვარ-სახელებს გმირებისას. მოკლედ, იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ გვტკივა მავანთაგან მათი ვინაობის დამალვა, რაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ არ ვიცოდეთ რეალური მასშტაბები და ტრაგედია ამ ომისა. ჩანს, ვერ მოვახერხე კარგად ამის გადმოცემა. იმედია, კომენატრს წაიკითხავენ და ასე მიმიხვდებიან სხვები :) გეთანხმები, რომ უნდა ვგლოვობდეთ თითო კაცობით! გმადლობ, თორნიკე, ჭეშმარიტად გენიალურო პოეტო!:D ...და უბრალოდ ვერ მიმიხვდი სტატისტიკასთან დაკავშირებით :) ზუსტად იმას ვაპროტესტებ, რომ სტატისტიკასაც არ გვთავაზობენ ნამდვილს, არათუ კონკრეტულ გვარ-სახელებს გმირებისას. მოკლედ, იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ გვტკივა მავანთაგან მათი ვინაობის დამალვა, რაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ არ ვიცოდეთ რეალური მასშტაბები და ტრაგედია ამ ომისა. ჩანს, ვერ მოვახერხე კარგად ამის გადმოცემა. იმედია, კომენატრს წაიკითხავენ და ასე მიმიხვდებიან სხვები :) გეთანხმები, რომ უნდა ვგლოვობდეთ თითო კაცობით!
18. კარგია, მომწონს.
ბექა აბუთიძეც იყო ამ ომში, მაგრამ დაგვიბრუნდა მშვიდობით, აქედან მოვიკითხავ... :D
ხო, ისე მე სულ ვბრაზდები ომში დაღუპულ ბიჭებთან დაკავშირებით სტატისტიკას რომ ახსენებენ, ამიტომ ეგ ერთი შენიშვნა მექნება ეკუშ, იმიტომ რომ თითოეული მებრძოლი გმირია, თითო კაცობით უნდა ვიგლოვოთ ისინი და თითო კაცობით დავაფასოთ და არა სტატისტიკურად ვტვალოთ, როგორც რამე ბიზნეს მოგება, ან სოც.გამოკითხვა, მაგრამ ნუ ეგ არაა დიდად შენი ბრალი, თითქმის მთელი ქვეყანა ეგრე ამბობს და შენც მექანიკურად დაწერდი, ვიმედოვნებ.
პატივისცემით, ქადაგად დავარდნილი გენიალური პოეტი :) კარგია, მომწონს.
ბექა აბუთიძეც იყო ამ ომში, მაგრამ დაგვიბრუნდა მშვიდობით, აქედან მოვიკითხავ... :D
ხო, ისე მე სულ ვბრაზდები ომში დაღუპულ ბიჭებთან დაკავშირებით სტატისტიკას რომ ახსენებენ, ამიტომ ეგ ერთი შენიშვნა მექნება ეკუშ, იმიტომ რომ თითოეული მებრძოლი გმირია, თითო კაცობით უნდა ვიგლოვოთ ისინი და თითო კაცობით დავაფასოთ და არა სტატისტიკურად ვტვალოთ, როგორც რამე ბიზნეს მოგება, ან სოც.გამოკითხვა, მაგრამ ნუ ეგ არაა დიდად შენი ბრალი, თითქმის მთელი ქვეყანა ეგრე ამბობს და შენც მექანიკურად დაწერდი, ვიმედოვნებ.
პატივისცემით, ქადაგად დავარდნილი გენიალური პოეტი :)
17. 55555555555555555555555555555555555555 55555555555555555555555555555555555555
15. ყველაზე ძლიერიც - უსუსური ხარ.
ეკ რა კარგი ხარ... მართლა ემოციურია, თან როდესაც ვიცით რომ ეს რეალობაა და მართლა მოხდა უფრო მეტად განიცდი და წარმოიდგენ რომ ეს ჩვენ გადაგვხდა, ჩვენს ცხვირწინ იყო ყველაფერი... ძალიან მაგარია. ყველაზე ძლიერიც - უსუსური ხარ.
ეკ რა კარგი ხარ... მართლა ემოციურია, თან როდესაც ვიცით რომ ეს რეალობაა და მართლა მოხდა უფრო მეტად განიცდი და წარმოიდგენ რომ ეს ჩვენ გადაგვხდა, ჩვენს ცხვირწინ იყო ყველაფერი... ძალიან მაგარია.
14. მწარე რეალობაა, შარშანდელი აგვისტო გამახსენდაა:( მწარე რეალობაა, შარშანდელი აგვისტო გამახსენდაა:(
13. + 5 შენ კარგია. უკან დამაბრუნა. მე გორელი ვარ და მეამაყება! + 5 შენ კარგია. უკან დამაბრუნა. მე გორელი ვარ და მეამაყება!
11. ახლა იმდენჯერ ადიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე,რამდენჯერაც მოუნდებოდა, ეკოცნა ცოლისთვის...
......ჩვენ არასდროს მოვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს! მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს - სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას!
შემძრა... საშინელი რეალობააა ... 5 ახლა იმდენჯერ ადიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე,რამდენჯერაც მოუნდებოდა, ეკოცნა ცოლისთვის...
......ჩვენ არასდროს მოვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს! მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს - სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას!
შემძრა... საშინელი რეალობააა ... 5
10. მგონი მაინც აჯობებს მითხრათ სათქმელი,მჯერა,ეს მხოლოდ დამეხმარება...:) მგონი მაინც აჯობებს მითხრათ სათქმელი,მჯერა,ეს მხოლოდ დამეხმარება...:)
9. რატომღაც მინდა +5 დავწერო და ასეც მოვიქცევი, თუმცა რაღაც-რაღაცებს... არ თუ ვერ... მოკლედ, არა აქვს მნიშვნელობა.:) რატომღაც მინდა +5 დავწერო და ასეც მოვიქცევი, თუმცა რაღაც-რაღაცებს... არ თუ ვერ... მოკლედ, არა აქვს მნიშვნელობა.:)
8. ემოციურია. ახლა იმდენჯერ ადიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე,რამდენჯერაც მოუნდებოდა, ეკოცნა ცოლისთვის...
ემოციურია. ახლა იმდენჯერ ადიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე,რამდენჯერაც მოუნდებოდა, ეკოცნა ცოლისთვის...
7. ......ჩვენ არასდროს მოვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს! მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს - სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას!
ბრწყინვალეა! 5555555555555555555555555 ......ჩვენ არასდროს მოვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს! მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს - სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას!
ბრწყინვალეა! 5555555555555555555555555
6. მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს - სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას! ძალიან ლამაზია,გულწრფელი და მგრძნობიარე მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს - სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას! ძალიან ლამაზია,გულწრფელი და მგრძნობიარე
3. მე რაღა უნდა ვთქვა.......
......ჩვენ არასდროს ვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს
ხო მაგრამ მარტო მაშინ ვიხსენებთ როცა გარდაცვლილია- ეს საერთოდ :) მე რაღა უნდა ვთქვა.......
......ჩვენ არასდროს ვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს
ხო მაგრამ მარტო მაშინ ვიხსენებთ როცა გარდაცვლილია- ეს საერთოდ :)
2. მოგიკითხე ეკა ;) ამას საღმოს წავიკითხავ...ახლა ინგლისურზე მაგვიანდება :) მოგიკითხე ეკა ;) ამას საღმოს წავიკითხავ...ახლა ინგლისურზე მაგვიანდება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|