 | ავტორი: როენა_0310 ჟანრი: პოეზია 23 სექტემბერი, 2009 |
წყურვილებს აცხრობ, როგორც სირაჯი, და ლექსებს დარდით წევით აბოლებ, გვერდზე ჩაგივლის ვიღაც ფინაჩი და ირიბ მზერას გამოგაყოლებს. თუ გაძალისდა დეკემბრის შლორი, ხმელეთზეც ძალგიძს ცურვა გვერდული, უამრავ სათქმელ-უთქმელთა შორის არა გაქვს ბოღმა, არც საყვედური. ტორტმანებს ზღვა და ზღვისფერი გადევს, ნაპირზე ბოლთავ, როგორც ოიკლე, მას შემდეგ ტკივილს არაფრად აგდებ, რაც დასერილი გული მოგიკლეს. გსტუმრობს და სტუმრობ ფოფინა მუზებს, იმედის სტრიქონს არ უსვამ წერტილს, რადგან არწივი არ იჭერს ბუზებს, გეყოფა ფრთების მოქნევა ერთი...
წყურვილებს აცხრობ, როგორც სირაჯი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ლალის ვეთანხმები და თქვენი ლექსიკის მრავალფეროვნებას კვლავაც ხაზს გავუსვამ. ლალის ვეთანხმები და თქვენი ლექსიკის მრავალფეროვნებას კვლავაც ხაზს გავუსვამ.
14. კარგია...55555 კარგია...55555
13. წყურვილებს აცხრობ, როგორც სირაჯი, და ლექსებს დარდით წევით აბოლებ, გვერდზე ჩაგივლის ვიღაც ფინაჩი და ირიბ მზერას გამოგაყოლებს.
წყურვილებს აცხრობ, როგორც სირაჯი, და ლექსებს დარდით წევით აბოლებ, გვერდზე ჩაგივლის ვიღაც ფინაჩი და ირიბ მზერას გამოგაყოლებს.
12. 5555555555555555 5555555555555555
11. კარგია რომ საქართველოს ამდენი კარგად მოაზროვნე ადამიანი და პოეტი ჰყავს! კარგია რომ საქართველოს ამდენი კარგად მოაზროვნე ადამიანი და პოეტი ჰყავს!
10. მას შემდეგ ტკივილს არაფრად აგდებ, რაც დასერილი გული მოგიკლეს
მომეწონა!:) მას შემდეგ ტკივილს არაფრად აგდებ, რაც დასერილი გული მოგიკლეს
მომეწონა!:)
9. სასიამოვნო და ოდნავ მოძველებული სურნელი მოიტანა ლექსმა.
პორტალის მასშტაბით-უდავო 5.
სასიამოვნო და ოდნავ მოძველებული სურნელი მოიტანა ლექსმა.
პორტალის მასშტაბით-უდავო 5.
8. გვერდზე ჩაგივლის ვიღაც ფინაჩი და ირიბ მზერას გამოგაყოლებს.
ძალიან მომეწონა! გვერდზე ჩაგივლის ვიღაც ფინაჩი და ირიბ მზერას გამოგაყოლებს.
ძალიან მომეწონა!
7. ძალიან მომწონს მეც 5 ძალიან მომწონს მეც 5
6. მომწონს ძალიან, ძალიან. მომწონს ძალიან, ძალიან.
5. :) მგონი ყველაზე კარგად თქვენ წერთ ლექსებს :) :) მგონი ყველაზე კარგად თქვენ წერთ ლექსებს :)
4. იმედის სტრიქონს არ უსვამ წერტილს, კარგია... იმედის სტრიქონს არ უსვამ წერტილს, კარგია...
3. სასიამოვნო ლექსია...
სასიამოვნო ლექსია...
1. კარგი ლექსია, უდაოდ ნიჭის და შრომის ნაყოფი! :) 555555555 კარგი ლექსია, უდაოდ ნიჭის და შრომის ნაყოფი! :) 555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|