ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2009


უკუღმა

მოდი ყველაფერი გავაკეთოთ უკუღმა,
სულ ერთხელ...
ჩვენს ფერად სიგიჟეს წავართვათ ფერები და
ვღებოთ ...
ერთმანეთის ტუჩები,
ერთმანეთის მკლავები,
ერთმანეთის ხელები
და ფეხისგულები..
ერთმანეთს გავუცვალოთ ფეხსაცმელი
თვალები, წამწამები,
დილის გაღვიძება...
და ვთქვათ:
მე არ მიყვარხარ
მე არ მეფიქრები,
მე არ მახსოვხარ,
მე არ გწერ...
ხის დიდ დაფაზე დავჭრათ ყველა ის დღე
სადაც შემთხვევით დაგვეკარგა
წუთები,
დაგვეკარგა სხვები
დაგვეკარგა შეგრძნებები,
და ვთქვათ:
მე არ მახსოვს
მე არ გიცნობ,
და მერე გავცვლით ღიმილებს...
და დაგპატიჟებ ბოლო ყლუპ ყავაზე,
ბოლო ნაფაზ სიგარეტზე,
ბოლო ასანთის ღერით ხელებმოფარებული
გაგინათებ სახეს ...
და სახეც გექნება უკუღმა,
თვალები გაიჩრიან ნარჩენ სიგარეტს,
ტუჩები დაიწყებენ ხამხამს წამწამებივით,
და მერე მე მომინდება გითხრა,რომ
ჩემი ზიზღი შენი კანისფერია...
მზეს ჩამოეწნა მარტოობა წელამდე,
და მე იმდენად ვღრმავდები ჩემში რომ ვიხრჩობი...
და ყველა ქუჩას ვუშლი გადაკვეთებს,
ყველა შუქნიშანს ვპარავ მარტოობას,
საჩვენებელ ისრებს ტოლობის ნიშანს ვაწერ..
ყველა გზა  იგივეა ,
ჩვენს სახლთან წყდება,
და სახლიც უკუღმაა,
ფანჯრები აქვს კედლებად ,
იატაკი ჭერად და ჩემი თმები
ფარდებად კიდია მოაჯირებს..
და ეს ყველაფერი მართობს,
რადგან უკუღმა შენს თვალებს
ზღვა ახრჩობს
და მეც სილურჯეში ვაცეცებ ხელებს
სიბნელის ნაცვლად...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები