ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: იუმორისტული
20 ნოემბერი, 2009


თბილ ურაკელებს

      ურაკზე მოვედი თქვენდა სახალისოდ
      სალმად ჩამითვალეთ ლექსის მინამსგავსი,
      თორემ ისე ნელა გადის ღამეები,
      ვგონებ ტვინზე მალე მომედება ხავსი.
                      "ბოჟე უპასიო"-? ახლა გაიფიქრეთ
                      თუკი ვიპოეტო-თქვენვე შემაჩვენეთ,
                      ერთ-ორს შევეცდები გაგაღიმილოთ და
                      ლექსში მოგახვედროთ-ხომ არ შემაჩერებთ?
    გული მეწურება,როცა "ებრაელი-ორი"
    ბრდღვინავს უშედეგოდ-სად წაიღოს ლექსი!
    მუზა მოსძალვია: რითმავს ქვიშა-მიშას,
    მე მას რა ვასწავლო,თუმც ეს ლექსს არ ნიშნავს.
                      კოხტა "მოდა-არა" ,საოცარი ავატარი
                    ვხედავ სიყვარულით ლამაზად ავად არი,
                    აგერ ბექა-ბიჭი,ბიძია-ომარი
                    რობაიების მქმნელი,ნიჭით ვერსადარი.
  კარგად ვერ შევავლე თვალი ბუკიას ქალს,
  ვატყობ ყველას უყვარს-უწოდებენ დედას,
  რაღა დავმალო და მისი სურათიდან
  ხატება იმზირება,გადავურჩი ბნედას.
                    "გიო ზედვაკელი" იფერფლება ტრფობით,
                    მაინც სთავაზობენ "ნიკალას და "კარმა"-ს
                    "მე-კოსტა" მომღიმარი,სავსე გულით,
                    ლექსებით ისტუმრებს მეგობრობის ღალას.
  მუდამ ლიდერობს და რა გინდა-გამოსდის,
  სიკეთის მკეთებელი "დემეტრიუსი",
  გადაბრუნებულს "ნადირსაც"არ არჩენს,
  თუმცა რას გიყვებით?არ არის "ნიუსი".
                  ჩასაფრებული ახალ ნაწერებზე-
                  თითქმის ვერვინ ასწრებს-"მოლოდინი"ნიკით,
                  გუშინ აიეტმა სიტყვა დაგვიტოვა,
                  მომაძებნინეთო-ითხოვა რიდით.
  გიგო,გიგო,გაიხარე შენა!
  მასალად არ ჰყოფნი-"წიწაკა"ბექას
  სიტყვას დაუსველებ-ისევ ამწარდება.ყურს ნუ ათხოვებ,
  თითქოს სულ არ ეთქვას.
              " აონი,""ანემონე,""ნეკერა", "გენიოსი"
                საიტის კოპწიები,თვალმარგალიტები,
                სიტყვებს გვიქარგავენ ფერად-ფერადად და
                მშვიდად ღუღუნებენ მართლაც გვრიტები.
  "მელოდია ქარში"-მუდამ ფორუმზეა
  მუზას გაებუტა,ვეღარ დაუზავდა.
  ჭორავ-მოკითხვაში ბევრჯერ ხელი რომ ჰკრა,
  აბა რა ეგონა,აბა რას უზამდა?
              კომენტარებში "პლიუს ორი"არის?
              თქმა აღარ უნდა ცისკაძე ოთარი!
              მაგრამ თუ დაიწყოო?პირი მრჩება ღია,
              და ხშირად ეს კაცი მგონია გენია!
  ყირამალა ირა და იქსი "გვანციოლა"
  (მათემატიკაში ვკოჭლობ)ჩემთვის ამოცანა,
  ვკითხულობ და ვფიქრობ:ორმა გოგუცანამ
  ბევრი სამსალის თასი გამოცალა.
              ჩემი წასვლის დროა-"დრო მოვიდა"!
              არ მოვეწონები,სიტყვით შემომიტევს,
              გულს მაინც არ მატკენს,ლაღად გამიცინებს,
              არ დამევასეო-მეტყვის",იზვინიტე"!
  დიდხანს გიყურეთ და ვცადე გამეცანით
  აი,შემოვბედე,ხელი მკრა ბახუსმა,
  ყველას გეფერებით,ნებას მომცემთ-დავწერ!
  თქვენამდე თუ მომიშვით...თქვენ და  ჩემ ნამუსმა!

            მიგრძელება არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები