 | ავტორი: მოდა-არა ჟანრი: პროზა 28 დეკემბერი, 2009 |
ჩუუ, ნუ ხმაურობ.. შემოინახე შენეული ყველა მიმიკა. ყოველი სხვისთვის გაღებული სითბოს გიჟი ვარ. ყველა შენი გაღიმება სიმშვიდეს მიფრთხობს, სულს მიხუთავს. ჩუუ, არ გაიღო ჩემი "შენ" შენგან. შემომინახე. ხომ იცი, მე მთელ ჩემს სამყაროს შენთვის ვიზოგავ, ვეფაქიზები. არ გავიმეტებ იმისთვის, რომ სხვებიც შეეხონ. იმათ რა იციან როგორ მოექცნენ. შემომაძარცვავენ უმოწყალოდ და დამტოვებენ ცარიელს. სისულელეა... ხომ იცი, შენთვის მინდა ყველა ჩემი დილა, მზის ამოსვლამდე, მე რომ ასე, სიგიჟემდე, მიყვარს. მზე რომ ამოვა, ბანალური ხდება, ჩვეულებრივი. იშვიათად ვხვდები დილას მზის ამოსვლამდე, მეშინია, ყოველდღიურობამ არ შებილწოს. ერთნაირ დღეებს ხომ ყველაზე მეტად ვერ ვიტან. ყველაფერს აფუჭებს. ჰოდა, ნუ გახდი "შენ"-ს ასეთად... მერე ერთად ვიქნებით. შენ იგემებ პირველი ჩემს ტუჩებზე შენახულ ლოდინს.. ყოველდღე დავასწრებთ მზეს ახალშობილი დილით ტკბობას. ავივსები ყველა შენი ამოსუნთქვით, შენი თვალებით. მეცოდინება, რამდენჯერ ამოვარდება შენი გული საგულიდან, როცა შემეხები, როცა გაგიღიმებ.. წვიმაში ხელჩაკიდებულები წაქცევამდე ვირბენთ. ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვირებთ ყოველდღე ჩვენს სიყვარულს. ბოლომდე შეგიგრძნობ... მერე, ჩვენი ურთიერთობის კიდევ ერთ საფეხურს ჩავივლით, შენ სევდიანი თვალებით ბოლოჯერ მომეფერები და მე ხელს გაგიშვებ. ასე - მარტივად.. ყველა შეხიდება ხომ დროებითია და ერთნაირად მთავრდება. არ დამენანები. დაგემშვიდობები შენ ჩემს ყოველდღიურს, ჩემს ბანალურს, ახლის მოლოდინით. მერე არ ვიცი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. კი, ასეა, ქეთ. მადლობა. კი, ასეა, ქეთ. მადლობა.
26. სევდიანია და რაღაცნაირად თბილი, მაგრამ ეს პროზა არ არის.. ეს უბრალოდ ჩანაწერია სევდიანია და რაღაცნაირად თბილი, მაგრამ ეს პროზა არ არის.. ეს უბრალოდ ჩანაწერია
24. ხომ იცი, შენთვის მინდა ყველა ჩემი დილა, მზის ამოსვლამდე, მე რომ ასე, სიგიჟემდე, მიყვარს
მერე ერთად ვიქნებით. შენ იგემებ პირველი ჩემს ტუჩებზე შენახულ ლოდინს..
. წვიმაში ხელჩაკიდებულები წაქცევამდე ვირბენთ. ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვირებთ ყოველდღე ჩვენს სიყვარულს. ბოლომდე შეგიგრძნობ...:-*
სიტყვები არრ მყოფნის.... შეუდარებელია..... მრავალ ბედობას....გიღიმი უამრავს.... :) ხომ იცი, შენთვის მინდა ყველა ჩემი დილა, მზის ამოსვლამდე, მე რომ ასე, სიგიჟემდე, მიყვარს
მერე ერთად ვიქნებით. შენ იგემებ პირველი ჩემს ტუჩებზე შენახულ ლოდინს..
. წვიმაში ხელჩაკიდებულები წაქცევამდე ვირბენთ. ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვირებთ ყოველდღე ჩვენს სიყვარულს. ბოლომდე შეგიგრძნობ...:-*
სიტყვები არრ მყოფნის.... შეუდარებელია..... მრავალ ბედობას....გიღიმი უამრავს.... :)
23. პროზის დედოფალითქო ხომ ვამბობდი?;):)(ოღონდ ერთერთი) ლამაზი და ემოციურად დატვირთულია 777ქულა:) პროზის დედოფალითქო ხომ ვამბობდი?;):)(ოღონდ ერთერთი) ლამაზი და ემოციურად დატვირთულია 777ქულა:)
21. შენც ასევე, ჩემო კარგო, ყველა სიკეთით! ;)
P.S რაღაცას რომ დავწერ მერე შესწორების შეტანა ჩემთვის არის ტკივილამდე რთული.. სულ ორი სამი სიტყვაა ხოლმე ჩემს ლექსიკაში მაგ დროს :D ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ ჩავანაცვლო. ვაჰ :D შენც ასევე, ჩემო კარგო, ყველა სიკეთით! ;)
P.S რაღაცას რომ დავწერ მერე შესწორების შეტანა ჩემთვის არის ტკივილამდე რთული.. სულ ორი სამი სიტყვაა ხოლმე ჩემს ლექსიკაში მაგ დროს :D ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ ჩავანაცვლო. ვაჰ :D
20. მოდი ჩაგეხუტო.. და მრავალ ახალ წელს. ბევრი ღიმილით...
მოდი ჩაგეხუტო.. და მრავალ ახალ წელს. ბევრი ღიმილით...
19. ყველას მადლობა..
ლალიი, ყოველთვის ვითვალისწინებ კომპეტენტური ადამიანების შესწორებებს. შენც ითვლები მათში, ასე რომ შეგიძლია ჩემმა არც ერთმა კომენტმა არ "აგატკიოს თავი" .. მე მადლობა კიდევ, გუშინ ვერ მოვასწარი ჩასწორება...
შენც ბანალურად გაკოცებ ახლა :-* შენგან სარკაზმულ ღიმილებს არც ველოდები :) ყველას მადლობა..
ლალიი, ყოველთვის ვითვალისწინებ კომპეტენტური ადამიანების შესწორებებს. შენც ითვლები მათში, ასე რომ შეგიძლია ჩემმა არც ერთმა კომენტმა არ "აგატკიოს თავი" .. მე მადლობა კიდევ, გუშინ ვერ მოვასწარი ჩასწორება...
შენც ბანალურად გაკოცებ ახლა :-* შენგან სარკაზმულ ღიმილებს არც ველოდები :)
18. რა ვიცი...
მოგიკითხე არა მოდურად არაეგოისტურად და ბანალურად ... ++ რა ვიცი...
მოგიკითხე არა მოდურად არაეგოისტურად და ბანალურად ... ++
17. აქ გავიღიმებ და გავივლი:) აქ გავიღიმებ და გავივლი:)
15. ''ხომ იცი, მე მთელ ჩემს სამყაროს შენთვის ვიზოგავ, ვეფაქიზები. არ გავიმეტებ სხვების სალოშნად'' ანუ გამოდის რომ შენს სამყაროს არ იმეტებ სალოშნად.ლოშნა-სახელი ლოშნის ზმნის მოქმედებისაა.ლოშნის-კოცნის სველი,დორბლიანიტუჩებით (ქართული ენის გამარტებითი ლექსიკონი).ანუ შენს სამყაროს არ გაიმეტებ სველი დორბლიანი ტუჩებით საკოცნელად...? ლოშვნისთვის შეიძლება არ გაიმეტო თავი(ანუ სხეული,მაგრამ შინაგანი სამყარო..ცოტა ალოგიკურია.. ' და მე თავი კი არ მტკივა,შენიშვნას რომ ვწერ ხოლმე... სარკაზმული ღიმილი მეც ვიცი.მაგალითად ეს შენივნა არცერთმა პატივცემულმა დამკომენტარებელმა არ მოგცა;)
აი გაგიღიმე მეც მასე
:) ``ხომ იცი, მე მთელ ჩემს სამყაროს შენთვის ვიზოგავ, ვეფაქიზები. არ გავიმეტებ სხვების სალოშნად`` ანუ გამოდის რომ შენს სამყაროს არ იმეტებ სალოშნად.ლოშნა-სახელი ლოშნის ზმნის მოქმედებისაა.ლოშნის-კოცნის სველი,დორბლიანიტუჩებით (ქართული ენის გამარტებითი ლექსიკონი).ანუ შენს სამყაროს არ გაიმეტებ სველი დორბლიანი ტუჩებით საკოცნელად...? ლოშვნისთვის შეიძლება არ გაიმეტო თავი(ანუ სხეული,მაგრამ შინაგანი სამყარო..ცოტა ალოგიკურია.. ` და მე თავი კი არ მტკივა,შენიშვნას რომ ვწერ ხოლმე... სარკაზმული ღიმილი მეც ვიცი.მაგალითად ეს შენივნა არცერთმა პატივცემულმა დამკომენტარებელმა არ მოგცა;)
აი გაგიღიმე მეც მასე
:)
14. მე-არავინ - ბანალური :-* ილტოსპირელო - მადლობა და მოკითხვა :) ლალი - გმადლობ და გავითვალისწინებ ჩასწორებებს ;) დაკარგულო - კარგოო, შენც ბანალური :-* დაის(ი) - მეც არ ;) თეეა - შენც ბანალური კოცნა :-* სანო - გმადლობ, ბანალური კომენტარისთვის ;) მე-არავინ - ბანალური :-* ილტოსპირელო - მადლობა და მოკითხვა :) ლალი - გმადლობ და გავითვალისწინებ ჩასწორებებს ;) დაკარგულო - კარგოო, შენც ბანალური :-* დაის(ი) - მეც არ ;) თეეა - შენც ბანალური კოცნა :-* სანო - გმადლობ, ბანალური კომენტარისთვის ;)
13. მოდა_არავ შე ბანალურო შენ... პროზააა გაგიჟდება კაცი... მოდა_არავ შე ბანალურო შენ... პროზააა გაგიჟდება კაცი...
12. ჩუუ, ნუ ხმაურობ.. შემოინახე შენეული ყველა მიმიკა. ყოველი სხვისთვის გაღებული სითბოს გიჟი ვარ. ყველა შენი გაღიმება სიმშვიდეს მიფრთხობს, სულს მიხუთავს. ჩუუ, არ გაიღო ჩემი "შენ" შენგან. შემომინახე.
და ასე... ლექსია:)
ამდენი რიტმიც არ აქვს-ხოლმე ნაწერებს, ზოგი რასაც "თავისუფალ პოეზიას" ეძახის. ჩუუ, ნუ ხმაურობ.. შემოინახე შენეული ყველა მიმიკა. ყოველი სხვისთვის გაღებული სითბოს გიჟი ვარ. ყველა შენი გაღიმება სიმშვიდეს მიფრთხობს, სულს მიხუთავს. ჩუუ, არ გაიღო ჩემი "შენ" შენგან. შემომინახე.
და ასე... ლექსია:)
ამდენი რიტმიც არ აქვს-ხოლმე ნაწერებს, ზოგი რასაც "თავისუფალ პოეზიას" ეძახის.
11. არ დამენანები. დაგემშვიდობები შენ ჩემს ყოველდღიურს, ჩემს ბანალურს, ახლის მოლოდინით.
არც მე არ დამენანები. დაგემშვიდობები შენ ჩემს ყოველდღიურს, ჩემს ბანალურს, ახლის მოლოდინით.
არც მე
10. ძალიან მომეწონა! ყოჩაღ! 5! :) ძალიან მომეწონა! ყოჩაღ! 5! :)
9. ''არ გავიმეტებ სხვების სალოშნად. ამ'' ლოშნამ''ყური მომჭრა შეცვალე რა რამით.. ''ყოველდღიურობამ არ შებილწოს'' როგორაა იცი აი ნაწერი არის მუსიკა და ვდრუგ უცებ აი ეს ძალად ფორტეები.
შებილწოს,ლოშნა...არ ჯდება მთლიან მხატვრულ ფრაზეოლოგიაში ნაწერის . ''ყველა შეხიდება ხომ დროებითია და ერთნაირად მთავრდება. არ დამენანები. დაგემშვიდობები შენ ჩემს ყოველდღიურს, ჩემს ბანალურს, ახლის მოლოდინით. მერე არ ვიცი...'' ფინალი მართლა კარგი.ვიბოდიალებდი ახლა ასეთ ჩანახატებში ისეთი განწყობა მაქვს:)
``არ გავიმეტებ სხვების სალოშნად. ამ`` ლოშნამ``ყური მომჭრა შეცვალე რა რამით.. ``ყოველდღიურობამ არ შებილწოს`` როგორაა იცი აი ნაწერი არის მუსიკა და ვდრუგ უცებ აი ეს ძალად ფორტეები.
შებილწოს,ლოშნა...არ ჯდება მთლიან მხატვრულ ფრაზეოლოგიაში ნაწერის . ``ყველა შეხიდება ხომ დროებითია და ერთნაირად მთავრდება. არ დამენანები. დაგემშვიდობები შენ ჩემს ყოველდღიურს, ჩემს ბანალურს, ახლის მოლოდინით. მერე არ ვიცი...`` ფინალი მართლა კარგი.ვიბოდიალებდი ახლა ასეთ ჩანახატებში ისეთი განწყობა მაქვს:)
8. ხომ იცი, მე მთელ ჩემს სამყაროს შენთვის ვიზოგავ, ვეფაქიზები
გაიხარე ასეთი ლამაზი ემოციებისთვის!
55555 ხომ იცი, მე მთელ ჩემს სამყაროს შენთვის ვიზოგავ, ვეფაქიზები
გაიხარე ასეთი ლამაზი ემოციებისთვის!
55555
7. შენ სევდიანი თვალებით ბოლოჯერ მომეფერები და მე ხელს გაგიშვებ. ასე - მარტივად.. ბანალური-ჩუუუუ :D :-* შენ სევდიანი თვალებით ბოლოჯერ მომეფერები და მე ხელს გაგიშვებ. ასე - მარტივად.. ბანალური-ჩუუუუ :D :-*
6. :) ყველას მადლობა. მიხარია, რომ კითხულობთ :) ყველას მადლობა. მიხარია, რომ კითხულობთ
5. მთავარია გულწრფელობა... მთავარია გულწრფელობა...
4. მე მიყვარს ამგვარი ყველაფერი...მომეწონა ძლიერ...შედევრი არაა მაგრამ... მე მიყვარს ამგვარი ყველაფერი...მომეწონა ძლიერ...შედევრი არაა მაგრამ...
3. ნორმალური ჩAნახატია (ცოტა ბანალურიც) :) დავწერ 5ქულას;) ნორმალური ჩAნახატია (ცოტა ბანალურიც) :) დავწერ 5ქულას;)
2. საინტერესო ხარ, ვიგრძენი ჩემებურად :) საინტერესო ხარ, ვიგრძენი ჩემებურად :)
1. ერთნაირ დღეებს ხომ ყველაზე მეტად ვერ ვიტან. ყველაფერს აფუჭებს. ჰოდა, ნუ გახდი "შენ"-ს ასეთად...
სისათუთე....გული ჩანს წრფელი, 5
ერთნაირ დღეებს ხომ ყველაზე მეტად ვერ ვიტან. ყველაფერს აფუჭებს. ჰოდა, ნუ გახდი "შენ"-ს ასეთად...
სისათუთე....გული ჩანს წრფელი, 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|