ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2009


მომავლის პოეზია 4

გამომგონებელი

გამოიგონა თვითმფრინავი,
მალადეც*, ბრავო,
უნდა შეგაქო, ცაში იფრენ,
რა გინდა სხვაო ?!

მალადეც* - ყოჩაღ.
_______________________________

გული სხვას

გული გულს, გული რთულ სიყვარულს,
გული სულს, სული სრულ სიხარულს,
გული ფულს, ფული მზეს აანთებს,
ფული გულს, სიყვარულს წაართმევს.

გულით ხვალ, გუშინდელს დამალავ,
გულით კვლავ, მეგობარს გალანძღავ,
გულით, წყალ,-ნარევ ღვინოსაც,
წყალივით, ბოლომდე გადაკრავ.

გული ძმას, გული დას, გული სხვას,
გული ჩანს, ფეთქავს, აზრს, გამოთქვამს,
გული ბრმას, გული კოჭლს, გული მორცხვს,
გული სხვას, დავუთმოთ, გული სხვას!
________________________________

სტარტ მენიუ

ნახეთ რა მსუბუქია და,
ნახეთ როგორ იფურჩქნება,
როგორ სწრაფად ამოდის და,
როგორ სწრაფად იკუმშება...
________________________________

სწორი ხაზი

მიდი მარდათ მიადგი და
სწორი ხაზით იარე
ოღონდ სწრაფად ნუ გაივლი,
ნუ დაიმჩნევ იარებს,

________________________________

ბებოს და

ბებომ ბებო დაინახა,
გულგრილი და სპეტაკი,
ბებომ მყისვე უპასუხა,
რა ბახმარო, სენაკი.
მრგვალი ვაზი და ლამაზი,
შემოდგომა დგებოდა,
აჭრელდა ეს შუქნიშნები,
ერთი ბებო კვდებოდა.
გულგრილი და ბუნებრივი,
ბებოს და ხომ რჩებოდა,
ყველას ასე ეგონა,
ყველას ასე ეგონა.

(ეძღვნება თ. ამონაშვილს)

_________________________

7 საოცრება

პირამიდა ააშენეს და თუ იცით რითი?
პირამიდა ააშენეს ცემენტით და ქვიშით.
გორგოთის და ბაბილონის, დაკიდული ბაღები,
შენი ნაზი ტუჩები და შენი ბაღჩა-ბაღები,
ჰეი, ბერძნებო გამარჯობა, ეგ ეფესოს ტაძარი,
ჰეი ბერძნებო მომახსენეთ,  ეგ ტაძარი სადარი?
რა ყოფილა, რა ყოფილა, ზევსის ზევსის ქანდაკება,
ადრე თურმე დამწვარა და აღარავინ აღადგინა.
ჰალიკარნასის მავზოლეუმი, იქვე როდოსის კოლოსი,
ალექსანდრიის შუქურით, განათებულა ბოლომდის,
________________________________

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები