* * *
მე დავიბადე შეყვარებული, ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს, ყოველი ფიქრი დამძიმებული, ყოველი დარდი მისით გადამაქვს.
თუ მონატრება გაზაფხულია, მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები, ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას, ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.
სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ, და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა, მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს, რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.
ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ, ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას, თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ, მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.
და მაინც ვიცი, რომ ჩემი გული ამას ვერაფრით ვერსად დამალავს, რომ დავიბადე შეყვარებული და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.
* * *
ყოველი წამი მართმევს ბავშვობას, ფანტაზიების ფერად სამყაროს, სულ სხვა ხალისით შეფერილ დილას, სულ სხვა ალერსსით გამთბარ საღამოს.
ყოველ წამს უხმოდ მიაქვს რაღაცა, ცაში ჩიტუნას ირაოს მსგავსი, რასაც გრძნობს გული მხოლოდ პაწაწა და სისპეტაკით აღსავსე ბავშვის.
ირგვლივ ყველაფერს უფრო სათუთად, უფრო ფაქიზად აღიქვამ მაშინ, როცა ახლოს ხარ გულწრფელობასთან, ანუ როცა ხარ ჯერ კიდევ ბავშვი.
თუნდაც შეიძლო ზღვის გადალახვა, კმაყოფილებით აივსო გული, სივრცის შემგრძნობი სრულად არა ხარ, თუ არ შემოგრჩა სული ბაშვური.
ყოველი წამი მართმევს ბავშვობას, მაგრამ დროდადრო იგი ყოვნდება, რადგან ვერ შეძლებს ჩემში გაქრობას, ის, რაც, თითქოსდა, მემშვიდობება.
* * *
ემოციები მიფერმკრთალდება, უწინდებური აკლდებათ თრთოლვა, ისე დამტოვეს ბავშვობის წლებმა, ვით შარშანდელი ზამთარის თოვლმა.
უფანტაზიოდ ძნელია სუნთქვა, მსურს ოცნებათა ნიავში ქროლვა, გულს მოლოდინის წამები უდგას, რომ ის განცდები ხელახლა მოვა.
დნება საღამო, ვით სანთლის ცრემლი, იღვენთება და წარსულში რჩება, გაუხუნარი გრძნობები ძველი, აორთქლებული წყალივით ქრება.
ფიქრის დარღვევა ჭრიჭინის ჭრიჭინს, სევდიან ღამით, არ შეუძლია, მნათობი მთვარე, ეს გუნდა თითბრის, თითქოს ჩემსავით დაბნეულია.
და სიტყვებს, აზრი თან რომ აქვთ, თან - არ, დილის ცვარივით ვესათუთები, ნოსტალგიასთან ალერსში გამაქვს, უძვირფასესი განძი - წუთები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
50. :)))))))))) :))))))))))
49. "გაუხუნარი გრძნობებიძველი,აორთქლებული წყალივით ქრება" არაფერი არ ქრება,გაივლის დრო და ბავშვობა ისევ დაგიბრუმდება 5555 "გაუხუნარი გრძნობებიძველი,აორთქლებული წყალივით ქრება" არაფერი არ ქრება,გაივლის დრო და ბავშვობა ისევ დაგიბრუმდება 5555
45. ჩემი თე .. შობას გილოცავ :-* :-*
იცი ახლა როგორ მესიამოვნა ეს ლექსები .. (!) შენ წუთები ვერაფერს წაგართმევს .. ბავშვური სიყვარული შეგიძლია .. სუფთა უანგარო .. :-* ჩემი თე .. შობას გილოცავ :-* :-*
იცი ახლა როგორ მესიამოვნა ეს ლექსები .. (!) შენ წუთები ვერაფერს წაგართმევს .. ბავშვური სიყვარული შეგიძლია .. სუფთა უანგარო .. :-*
44. მოგიკითხე თეა და გილოცავ დღევანდელ დღეს... :-* მოგიკითხე თეა და გილოცავ დღევანდელ დღეს... :-*
42. და სიტყვებს, აზრი თან რომ აქვთ, თან - არ, დილის ცვარივით ვესათუთები, ნოსტალგიასთან ალერსში გამაქვს, უძვირფასესი განძი - წუთები.
ბავშვობის ნოსტალგია... 8-> რასაყვარელი ხარ თეე!!! :-* მრავალ შობა ახალ წელს დაესწარიი!!! :_ და სიტყვებს, აზრი თან რომ აქვთ, თან - არ, დილის ცვარივით ვესათუთები, ნოსტალგიასთან ალერსში გამაქვს, უძვირფასესი განძი - წუთები.
ბავშვობის ნოსტალგია... 8-> რასაყვარელი ხარ თეე!!! :-* მრავალ შობა ახალ წელს დაესწარიი!!! :_
40. თეეე ჩემი თეეე :-*
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ქრისტეშობის მადლი გფარავდეს :)
ლექსები სულ ძალიან კარგები, რაღაცნაირად თბულები, გული დამწყვიტეს თითქოოს :)
მეორე განსაკუთრებით :)
პირველი ძალიან თეასებური
მესამე ზუსტად აღებული ბოლო აკორდი!
იმიტომაც მიყვარხარ, აქ რომ ყოველთვის ვპოულობ რაღაც ჩემს :) თეეე ჩემი თეეე :-*
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ქრისტეშობის მადლი გფარავდეს :)
ლექსები სულ ძალიან კარგები, რაღაცნაირად თბულები, გული დამწყვიტეს თითქოოს :)
მეორე განსაკუთრებით :)
პირველი ძალიან თეასებური
მესამე ზუსტად აღებული ბოლო აკორდი!
იმიტომაც მიყვარხარ, აქ რომ ყოველთვის ვპოულობ რაღაც ჩემს :)
39. გმადლობთ!:)
ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ ყველას!..
გმადლობთ!:)
ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ ყველას!..
38. თეო გაიხარე...:) მრავალ შობას ყველაზე ყველაზე კეთილი სურვილებით... ეხ,ბავშვობა კი ძალიან მაგარია:) თეო გაიხარე...:) მრავალ შობას ყველაზე ყველაზე კეთილი სურვილებით... ეხ,ბავშვობა კი ძალიან მაგარია:)
37. შემოგევლე.გილოცავ.უფლის მადლი და წყალობა. შემოგევლე.გილოცავ.უფლის მადლი და წყალობა.
36. გილოცავ, გკოცნი ფერიავ..... :-* გილოცავ, გკოცნი ფერიავ..... :-*
35. ტრიპტიქი ,,დამშვიდობება ბავშვობასთან’’ დავარქვი მე ამას (ჩემთვის)... მეც მაქვს ერთი ძველი ციკლი, მსგავსი განწყობებით და უფრ მეახლოვა... მრავალ ბედნიერ შობასო, იმო ძიამო!!! ტრიპტიქი ,,დამშვიდობება ბავშვობასთან’’ დავარქვი მე ამას (ჩემთვის)... მეც მაქვს ერთი ძველი ციკლი, მსგავსი განწყობებით და უფრ მეახლოვა... მრავალ ბედნიერ შობასო, იმო ძიამო!!!
34. ''ყოველი წამი მართმევს ბავშვობას, ფანტაზიების ფერად სამყაროს''
ლამაზი ძალიან სიამოვნებით ვწერ 5! ``ყოველი წამი მართმევს ბავშვობას, ფანტაზიების ფერად სამყაროს``
ლამაზი ძალიან სიამოვნებით ვწერ 5!
33. ყველაზე დიდი ბედნიერება თურმე ჩვენში გადარჩენილი ბავშვობაა... აი, ეს თბილსათუთი გრძნობა დამიტოვეს 17 წლის თეას ლექსებმა. შობას გილოცავ! ყველაზე დიდი ბედნიერება თურმე ჩვენში გადარჩენილი ბავშვობაა... აი, ეს თბილსათუთი გრძნობა დამიტოვეს 17 წლის თეას ლექსებმა. შობას გილოცავ!
32. 55555
მრავლ შობას სულ სიყვარულითა და სიხარულით! 55555
მრავლ შობას სულ სიყვარულითა და სიხარულით!
31. თუ მონატრება გაზაფხულია, მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები, ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას, ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.
55555 :) თუ მონატრება გაზაფხულია, მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები, ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას, ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.
55555 :)
30. აქ პატარა თეაკო დავინახე, შენი კომენტარიდან კი დავადასტურე, რომ ასეც ყოფილა :)
ბავშობა კი მართლაც ოქროს ხანაა.... დააყოვნე შენში ეს წამი... არ გაუშვა.... :-* აქ პატარა თეაკო დავინახე, შენი კომენტარიდან კი დავადასტურე, რომ ასეც ყოფილა :)
ბავშობა კი მართლაც ოქროს ხანაა.... დააყოვნე შენში ეს წამი... არ გაუშვა.... :-*
29. კარგი პოეტესა...555555 კარგი პოეტესა...555555
28. მეც ეგ!! ყოველ წამს უხმოდ მიაქვს რაღაცა... თბილი მოკითხვითა და წინასაშობაო მოლოცვით! მეც ეგ!! ყოველ წამს უხმოდ მიაქვს რაღაცა... თბილი მოკითხვითა და წინასაშობაო მოლოცვით!
27. ai, ra davwero ar vici ! ai, ra davwero ar vici !
26. თუ მონატრება გაზაფხულია, მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები, ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას, ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.
და სიტყვებს, აზრი თან რომ აქვთ, თან - არ, დილის ცვარივით ვესათუთები, ნოსტალგიასთან ალერსში გამაქვს, უძვირფასესი განძი - წუთები.
:-* თუ მონატრება გაზაფხულია, მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები, ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას, ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.
და სიტყვებს, აზრი თან რომ აქვთ, თან - არ, დილის ცვარივით ვესათუთები, ნოსტალგიასთან ალერსში გამაქვს, უძვირფასესი განძი - წუთები.
:-*
25. ყოველ წამს უხმოდ მიაქვს რაღაც-ა..
5! ყოველ წამს უხმოდ მიაქვს რაღაც-ა..
5!
24. თე,შენ იცი, მე ეს ლექსები როგორ მეამა?:)
მონატრებულს :-* თე,შენ იცი, მე ეს ლექსები როგორ მეამა?:)
მონატრებულს :-*
23. ბავშვი . . . :) ბავშვი . . . :)
22. ირგვლივ ყველაფერს უფრო სათუთად, უფრო ფაქიზად აღიქვამ მაშინ, როცა ახლოს ხარ გულწრფელობასთან, ანუ როცა ხარ ჯერ კიდევ ბავშვი. ირგვლივ ყველაფერს უფრო სათუთად, უფრო ფაქიზად აღიქვამ მაშინ, როცა ახლოს ხარ გულწრფელობასთან, ანუ როცა ხარ ჯერ კიდევ ბავშვი.
21. თეა შენ კარგად იცი, როგორ ვაფასებ შენს შემოქმედებას!
წინსვლა და წარმატებები არ მოგაკლოს ზეციერმა!
თეა შენ კარგად იცი, როგორ ვაფასებ შენს შემოქმედებას!
წინსვლა და წარმატებები არ მოგაკლოს ზეციერმა!
20. რომ დავიბადე შეყვარებული და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.
მრავალ შობას :-* :-* რომ დავიბადე შეყვარებული და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.
მრავალ შობას :-* :-*
19. ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ, ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას, თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ, მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.
უფანტაზიოდ ძნელია სუნთქვა, მსურს ოცნებათა ნიავში ქროლვა, გულს მოლოდინის წამები უდგას, რომ ის განცდები ხელახლა მოვა.
აი ზუსტად იგივეს ვგრძნობ მეც :-*
შობას გილოცავ წინასწარ, მრავალს მრავალს დაესწარი! ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ, ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას, თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ, მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.
უფანტაზიოდ ძნელია სუნთქვა, მსურს ოცნებათა ნიავში ქროლვა, გულს მოლოდინის წამები უდგას, რომ ის განცდები ხელახლა მოვა.
აი ზუსტად იგივეს ვგრძნობ მეც :-*
შობას გილოცავ წინასწარ, მრავალს მრავალს დაესწარი!
18. ფეეეერიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. :-* 5555 ფეეეერიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. :-* 5555
17. მრავალს დაესწარი თე ;;) მრავალს დაესწარი თე ;;)
16. გაიხარე თეეე...
5 გაიხარე თეეე...
5
15. ბავშვური და მაინც ისეთი გრძნობებიან ემოციანი :) ბავშვური და მაინც ისეთი გრძნობებიან ემოციანი :)
14. 17 წლის თეასიო.. :) შემოგევლე შეენ, მაგ ბავშვურ ფიქრებშიო... :) 17 წლის თეასიო.. :) შემოგევლე შეენ, მაგ ბავშვურ ფიქრებშიო... :)
13. * * *
ემოციები მიფერმკრთალდება, უწინდებური აკლდებათ თრთოლვა, ისე დამტოვეს ბავშვობის წლებმა, ვით შარშანდელი ზამთარის თოვლმა.
უფანტაზიოდ ძნელია სუნთქვა, მსურს ოცნებათა ნიავში ქროლვა, გულს მოლოდინის წამები უდგას, რომ ის განცდები ხელახლა მოვა.
დნება საღამო, ვით სანთლის ცრემლი, იღვენთება და წარსულში რჩება, გაუხუნარი გრძნობები ძველი, აორთქლებული წყალივით ქრება.
ფიქრის დარღვევა ჭრიჭინის ჭრიჭინს, სევდიან ღამით, არ შეუძლია, მნათობი მთვარე, ეს გუნდა თითბრის, თითქოს ჩემსავით დაბნეულია.
და სიტყვებს, აზრი თან რომ აქვთ, თან - არ, დილის ცვარივით ვესათუთები, ნოსტალგიასთან ალერსში გამაქვს, უძვირფასესი განძი - წუთები.
თეეეეეეეეეეეეეეეეეეე :) 5! * * *
ემოციები მიფერმკრთალდება, უწინდებური აკლდებათ თრთოლვა, ისე დამტოვეს ბავშვობის წლებმა, ვით შარშანდელი ზამთარის თოვლმა.
უფანტაზიოდ ძნელია სუნთქვა, მსურს ოცნებათა ნიავში ქროლვა, გულს მოლოდინის წამები უდგას, რომ ის განცდები ხელახლა მოვა.
დნება საღამო, ვით სანთლის ცრემლი, იღვენთება და წარსულში რჩება, გაუხუნარი გრძნობები ძველი, აორთქლებული წყალივით ქრება.
ფიქრის დარღვევა ჭრიჭინის ჭრიჭინს, სევდიან ღამით, არ შეუძლია, მნათობი მთვარე, ეს გუნდა თითბრის, თითქოს ჩემსავით დაბნეულია.
და სიტყვებს, აზრი თან რომ აქვთ, თან - არ, დილის ცვარივით ვესათუთები, ნოსტალგიასთან ალერსში გამაქვს, უძვირფასესი განძი - წუთები.
თეეეეეეეეეეეეეეეეეეე :) 5!
12. :)ჰო, კიდევ რა არა, ვინ;) - ადამიანები:-* :)ჰო, კიდევ რა არა, ვინ;) - ადამიანები:-*
11. კი, მეორე კრებულზეც უნდა იფიქრო და კიდევ "რაღაცაზეც" თუმცა შენ თავისუფლება გიყვარს ხომ?:)) და კიდევ რა გიყვარს?:) ;) კი, მეორე კრებულზეც უნდა იფიქრო და კიდევ "რაღაცაზეც" თუმცა შენ თავისუფლება გიყვარს ხომ?:)) და კიდევ რა გიყვარს?:) ;)
10. ლელ, მგონი, დროა მეორე კრებულზეც ვიფიქრო აწი:):) მიყვარს ეგ ლექსი.:-*
გმადლობთ ყველას!
სიყვარული და სითბო არ მოგაკლოთ უფალმა!.. ლელ, მგონი, დროა მეორე კრებულზეც ვიფიქრო აწი:):) მიყვარს ეგ ლექსი.:-*
გმადლობთ ყველას!
სიყვარული და სითბო არ მოგაკლოთ უფალმა!..
9. კარგი ხართ! გაიხარეთ! კარგი ხართ! გაიხარეთ!
8. ჩემო პოეტესა.... მერე კულულების მუქი ზღვისქაფიდან, ქალი აფროდიტე მუზამ დაიტია.... როცა მოციმციმე თვალთა ვარსკვლავებად, ღამემ შემოიცვა ლექსის რომანტია.... რითმამ გადარია სიტყვა გაწაფული, ჭიქა კონიაკმა სითბო მზედ დათესა. შენი თვალებიდან თოვდა სასწაული.... სმენად დუმილისა ჩემო პოეტესა!
აი ისევ დაგიბრუნე, ჩემი ლექსი შენ რომ დაგიწერე, ჩემო პოეტესა...რა კარგი საღამო იყო არა? შენი წიგნის პრეზენტაცია და რა ლამაზი იყავი, მართლაც აფროდიტეს გავდი, კონიაკით შემთვრალ აფროდიტეს:) გილოცავ დამდეგ შობას :-* ჩემო პოეტესა.... მერე კულულების მუქი ზღვისქაფიდან, ქალი აფროდიტე მუზამ დაიტია.... როცა მოციმციმე თვალთა ვარსკვლავებად, ღამემ შემოიცვა ლექსის რომანტია.... რითმამ გადარია სიტყვა გაწაფული, ჭიქა კონიაკმა სითბო მზედ დათესა. შენი თვალებიდან თოვდა სასწაული.... სმენად დუმილისა ჩემო პოეტესა!
აი ისევ დაგიბრუნე, ჩემი ლექსი შენ რომ დაგიწერე, ჩემო პოეტესა...რა კარგი საღამო იყო არა? შენი წიგნის პრეზენტაცია და რა ლამაზი იყავი, მართლაც აფროდიტეს გავდი, კონიაკით შემთვრალ აფროდიტეს:) გილოცავ დამდეგ შობას :-*
7. 17 წლის ასაკში დაწერილი ლექსებია. მაშინ უფრო პატარა მინდოდა ვყოფილიყავი, ახლა - ის დროც მენატრება. განწყობა, თითქმის, იგივეა.:)
მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარითო, თეამო!:-* თბილი ღიმილები თქვენ... 17 წლის ასაკში დაწერილი ლექსებია. მაშინ უფრო პატარა მინდოდა ვყოფილიყავი, ახლა - ის დროც მენატრება. განწყობა, თითქმის, იგივეა.:)
მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარითო, თეამო!:-* თბილი ღიმილები თქვენ...
6. შენ გენაცვალე თეა!
5 შენ გენაცვალე თეა!
5
5. თრთოლვა, ვესათუთები, სისპეტაკით, ნარნარა, ნატიფ
თეა ამ საახალწლოდ ვეღარ მეცადინეობ ბევრს, გეტყობა. : ) თრთოლვა, ვესათუთები, სისპეტაკით, ნარნარა, ნატიფ
თეა ამ საახალწლოდ ვეღარ მეცადინეობ ბევრს, გეტყობა. : )
4. +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
3. მართლა ტკბილია ბავშვობა :) მოგიკითხე თე და გილოცავ კიდევ ერთხელ ყველაფერს ერთად :) :-* მართლა ტკბილია ბავშვობა :) მოგიკითხე თე და გილოცავ კიდევ ერთხელ ყველაფერს ერთად :) :-*
2. "თუ არ შემოგრჩა სული ბაშვური."
ასე ხარ...! ასე უნდა იყოს ყველა...!
გაიხარე! 5 "თუ არ შემოგრჩა სული ბაშვური."
ასე ხარ...! ასე უნდა იყოს ყველა...!
გაიხარე! 5
1. რა კარგია თეა... :) 2 რა კარგია თეა... :) 2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|