ახლა მოდაშია თურმე დეპრესია (ლექსის ავტორი მაიმასკო)
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია, ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი. გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა, სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე. მე ახლა შეშლილი უიღბლო გავხდი და გიჟების აღლუმზე დავდივარ დროშებით. ძველი სურათები , ეს უკვე ფაქტია! ღია დარაბები - ის, რაც მე მომელის. ახლა ყველაფერი ისე აირია, ოთახშიც ჰაერი კედელზე აეკრა. ახვიდე რაფაზე, ეს ხომ მარტივია,… რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება. სიმშვიდის ნაფაზი დავარტყი მთვარეს და ფილტვები ამევსო ყვითელი ნაღველით, ნეტა მოხვიდოდე, თუნდ იმის სათქმელად, რომ ჩემგან სხვა ქალთან ჩქარობ, რომ წახვიდე. ახლა ყველაფერი თითქოს სულერთია, ახლა მარტოობის დამიდგა მომენტი. ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი და უბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი. ახლა მოდაშია თურმე დეპრესია, ღამე ჩემს ოთახში ჯაჭვიდან ავუშვი. კარიდან გასვლა - ეს შენი წესია, მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან გამიშვი.
ძალიან კარგია, მომეწონა.... ( მეც მაგას ვამბობდი,რომ აქ ადამიანები ერთმანეთის დეპრესიებში დასეირნობენ და ისე მოსწონთ ეს ყველაფერი, ქულებსაც კი უწერენ... არ ჯობია , ფურცლებზე დაწეროთ, მერე დაწვათ და ქარს გატანოთ... მალე მიხვდებით,რომ თავისუფალი ხარ და ქუჩაში დაიწყებ პოეტურად სეირნობას კომპის გარეშე,....)

საინტერესო სათაური აქვს, ეს შინაგანი მდგომარეობა ნამდვილას მოდას დაემსგავსა, თითქოს განცდების გარემოში "დაგრუზვა" საინტერესობასთან ასოცირდება :) ლექსი ქლური აღქმებით არის სავსე- ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი და უბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი - ამის დამამტკიცებელია ეს ფრაზა. იმედია, ყველაფერი მალე გაივლის და ეს მოდაც, რომელიც ყოველთვის არასასურველია შეიცვლება და ჩვენთანაც მოვა გაზაფხული :)

ახლა ყველაფერი თითქოს სულერთია, ახლა მარტოობის დამიდგა მომენტი. ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი და უბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი. ახლა მოდაშია თურმე დეპრესია, ღამე ჩემს ოთახში ჯაჭვიდან ავუშვი. კარიდან გასვლა - ეს შენი წესია, მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან გამიშვი.
მე მხიბლავს ასეთი ლექსები.
ახლა ყველაფერი თითქოს სულერთია, ახლა მარტოობის დამიდგა მომენტი. ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი და უბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი. ახლა მოდაშია თურმე დეპრესია, ღამე ჩემს ოთახში ჯაჭვიდან ავუშვი. კარიდან გასვლა - ეს შენი წესია, მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან გამიშვი.
მე მართლა გავაფრინე ამ ლექსზე თავიდან რომ მოვისმინე და წავიკითხე და აი მაიკოს კი ემახსოვრება ჩემი გადარეული კომენტარებიც :D იმის გამეორება არ მბეზრდება რომ მიყვარს ეს გოგო თავისი შიზოიდურემოციური ლექსებით :)
გ ა ვ ა ფ რ ი ნ ე…..