 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 1 თებერვალი, 2010 |
ის ჯერ ვიღაცის სიყვარულით დაავადდა, მერე _ მარტოობის გრძნობითა და სიცოცხლის ზიზღით. თავიდან თავის ავადმყოფობებზე ყველას უამბობდა, ეგონა გაუგებდნენ (!!!). ... მერე უკვე აღარც უსმენდნენ. თვითონაც უთქმელობას შეეჩვია. ... ხანდახან... როცა სამივე ავადმყოფობა ერთADაად AAAAაძლევდა შეტევას და საწოლიდან წამოდგომის თავი არ ჰქონდა _ შემთხვევით კარზე დამკაკუნებელს ნატრობდა, ხანდახან კი ტელევიზორშიც ვერ იტანდა ადამიანის დანახვას. ერთხელ შემთხვევით დალია და... აი სასწაული ! ტკივილები მოეხსნა... მარტოს კი არ დაულევია, დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეხვდა და იმან დაპატიჟა. იმ მეგობართან პირველი ავადმყობა ისე გაიხსენა, უბრალოდ. მეორე ავადმყოფობაზე ხმა არ ამოუღია , აღარ აწუხებდა. მესამე კი, თვითონაც გაუკვირდა, როგორ შემეყარაო ... ბოლოსდაბოლოს ძმაკაცთან ერთად სვამდა ! იმ ღამით ბედნიერმა დაიძინა. მეორე დღეს კი უფრო მტკივნეული შეტევები დაეწYყო... კიდევ უნდოდა ის მეგობარი ენახა და ყველაფერზე ისევ ჩვეულებრივად ელაპარაკა, ვითომც არაფერი არ აწუხებდა. ვერ ნახა! სამაგიეროდ სხვა ნახა ვიღაც !.. მერე ის სხვაც ვეღარ ნახა და... მარტომ დალია! დიდი ხნის შემდეგ როგორც იქნა იმ პირველი ორი ავადმყოფობისაგან განიკურნა : პირველი სულ ერთი გახდა. მეორესაც ვეღარ გრძნობდა _ თანდაყოლილი ტყიპივით შესისხლხორცებოდა მეორეს. სიცოცხლის ზიზღს კი ვერაფერი მოუხერხა, ქრონიკულში გადაზრდილიყო, მთვრალსაც აწუხებდა და ფხიზელსაც... მერე, ბევრი წლის შემდეგ მიხვდა, რომ სამივე ავადმყოფობა სისულელისაგან შეეყარა... მაგრამ "მერე" უკვე გვიან იყო... მერე უკვე სვამდა...
...ანგელოზმა მაინც არ მიატოვა... ლოთი სადაც გინდა ყოფილიყო, ანგელოზი მის მხარმარჯვნივ იჯდა და შველოდა. არც ეშმაკს მიუტოვებია... ისიც ყველგან დაჰყვებოდა, მხარმარცხნივ იჯდა და ისიც შველოდა... ხანდახან... ეშმაკი ანგელოზთან ცოტა მორიდებით იჯდა... ცოტას მორცხვობდა და თვალებს უნაბავდა... ანგელოზს სხვა რა გზა ჰქონდა იტანდა ეშმაკის ყოფნას ... კაცს სურდა ასე !
ეშმაკმა მაგიდაზე მდგარი ჭიქა არყით შეუვსო. ლოთმა ძლივს ასწია მაგიდიდან თავი. ჭიქას შეხედა. ხელი წაატანა. ანგელოზმა ჭიქას ხელი უკრა და წააქცია. ლოთს სახელოებზე და მკერდზე გადაექცა არაყი. სახელოები იდაყვამდე დაუსველდა. - რა ეშმაკმა წააქცია ! _ ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ. ეშმაკმა ისევ შეუვსო ჭიქა. უფრო სწორად კაცს ძალა მისცა, ჭიქა შეევსო. კაცმაც შეავსო. ანგელოზს ისევ უნდოდა წაექცია, მაგრამ ლოთს უკვე მაგრად ეჭირა ჭიქა ხელში. - მიცვალებულების ხსოვნისა იყოს!.. ეტყობა მთხოვენ - ჩაიბურტყუნა თავისთვის. დაფიქრდა. უნდოდა გაეხსენებინა, რომელი მიცვალებული სთხოვდა გახსენებას ამ მიცვალებულს. ვერ გაიხსენა (!!!) - მიცვალებულებს თავი დაანებე შენს თავს მიხედე - უთხრა ანგელოზმა. კაცს არ გაუგია. ანგელოზის ენა არ ესმოდა. ეშმაკს გაეცინა: -დალიე ტკივილები მოგეხსნება - უთხრა ეშმაკმა. კაცს არც ეს გაუგია. არც ეშმაკის ენა ესმოდა. - ადექი როგორმე და წადი სახლში - უთხრა ანგელოზმა. - არ წახვიდე - უთხრა ეშმაკმა. ლოთი უყურებდა უკვე ცარიელ ბოთლს და გუბეს ბოთლის გარშემო. - წადი! - უთხრა ანგელოზმა. - როგორ წავიდე მთვრალი ვარ ! - თქვა ლოთმა. ანგელოზს კი არ უპასუხა ! ისე თქვა ! ანგელოზის ენა არ ესმოდა! ადგომას ეცადა სკამიდან და ვერ ადგა. ანგელოზმა სკამი გამოაცალა ლოთი იატაკზე წაიქცა. სხვანაირად ფეხზე ვერ ადგებოდა. - რა ეშმაკმა წამაქცია?! - გაბრაზდა ლოთი. ეშმაკს ისევ გაეცინა…... მერე შეეცოდა. ფეხზე დააყენა. - მადლობა ღმერთს, ავდექი! - თქვა ლოთმა. ეშმაკი გაბრაზდა ^: - მე დაგაყენა ფეხზე და ღრმერთს უხდი მადლობას?! L ლოთს არც ეს გაუგია. არც ეშმაკისა არაფერი ესმოდა. ანგელოზი სევდიანი თვალებით უყურებდა ლოთს... და ეშმაკსაც. ეშმაკი სიმპათიური იყო, მაგრამ ნაწყენი. ლოთი როგორღაც წაბარბაცდა სახლისკენ. იმ სამი ავადმყოფობიდან ამ წუთში არც ერთი აღარ აწუხებდა... გზაში ხან ანგელოზი ეხმარებოდა... ხან ეშმაკი... ანგელოზს იმედი ჰქონდა განიკურნებაო... ეშმაკსაც ( !!! )
სახლამდე მისულმა ძლივს გააღო კარი. საწოლამდე მივიდა. დაეგდო. მხარმარცზნივ ისევ ანგელოზი უთენებდა ღამეს. მხარმარჯვნივ - ეშმაკი. ეშმაკი ანგელოზს თვალებს უნაბავდა. ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას. კაცს სურდა ასე!
ეშმაკმა ანგელოზთან "დიპლომატიური" მოლაპარაკება გადაწყვიტა : - თავი დაანებე, ხომ ხედავ ჩემია ! - განიკურნება - უთხრა ანგელოზმა. - ტყუილად ფიქრობ ! - რატომ გგონია ?! - თვითონ არ სჭირდები, ხომ ხედავ, შენი არ ესმის. - არც შენი ! - უთხრა ანგელოზმა. - ეს თქვენსკენ აღარ მობრუნდება - უთხრა ეშმაკმა. - საიდან დაასკვენი ? ! - როცა მარტო დარჩა თქვენთან მაშინ უნდა მოსულიყო - უთხრა ეშმაკმა - მაგრამ ხომ დაინახე, ჩემთან მოვიდა - მაშინ არ იცოდა ! - არც ახლა იცის, ვერც მიხვდება. ანგელოზმა არაფერი უპასუხა. კაცს დახედა საწოლში. მიხვდა ეშმაკი მართალი იყო. - თავი დაანებე, ჩემია ! - გაიბრძოლა ეშმაკმა კიდევ Eრთხელ. ანგელოზი ლამაზი იყო... ... და ნაღვლიანი, ეშმაკი _ მართალი. ანგელოზს ნაღვლიანად გაეღიმა. "ხანდახან ეშმაკებიც არიან მართლები". ეშმაკმა ვერ გაიგო, რა გაიფიქრა ანგელოზმა. ფიქრის წაკითხვა არ შეეძლო, მაგრამ ნაღვლიან ღიმილზე მიხვდა, ანგელოზი დათანხმდა. "მოვიგე", გაიფიქრა ეშმაკმა. ანგელოზი მიხვდა, რა გაიფიქრა ეშმაკმა. ფიქრის წაკითვა შეეძლო. - მოიგე ! - უთხრა ეშმაკს - მაგრამ თვითონ ცოდვადქცეულს უკან რომ დაჰყვები, რად გინდა ! რა ცოდვაც აქვს იმაზე მეტს ვეღარ ჩაიდენს... მაგაზე მეტად ვეღარ შეაცდენ... შენი არ ვიცი, მაგრამ მე უნდა მივატოვო... საჩემო მართლა აღარ არის... ეშმაკს გაუკვირდა... ანგელოზი ადგა. ნაღვლიანად გადახედა ლოთს... ეშმაკსაც. თეთრი სამოსელი აიკრიბა, ფრთები გაშალა და ფანჯარაში დატანებული სარკმლიდან გაფრინდა. ეშმაკი გაკვირვებისაგან თვალებს ახამხამებდა. მერე ადგა. პაკიპუკით შემოუარა საწოლზე დაგდებულ ლოთს. კარგა ხანს დაჰყურებდა სახეზე. ქუთუთოები აუწია და თვალებში ჩახედა. "მართალი თქვა ანგელოზმა". გაიფიქრა ეშმაკმა. "იმდენად გავალოთე, სხვა ცოდვას ვეღარ ჩაიდენს". დაღონდა ეშმაკი. "ამას ვერაფერს მოვაპარინებ, მაგაზე ფიქრისთვის არ სცალია... კაცს ვერ მოკლავს!.. ხელები უკანკალებს... ვერც იმრუშებს!.. დიდი ხანია თავს არ იწუხებს ქალებზე ფიქრით... თავმოყვარეობა დაკარგული აქვს და როგორ გავაამაყო?!.. სხვისი არაფერი არ შეშურდება, სხვისას ვერაფერს ვერ ხედავს..." უფრო ძალიან დაღონდა ეშმაკი. "ამაზე ტყუილად ვკარგავ დროს". კიდევ კარგა ხანს იჯდა ლოთის საწოლთან. ისე კი, უხაროდა, ანგელოზის ადგილი რომ განთავისუფლდა... იფიქრა, იფიქრა, იფიქრა, იფიქრა და... ბოლოს ისიც გაპაკუნდა.
ლოთი მარტო დარჩა. ანგელოზმა მიატოვა... ეშმაკმაც...
ლოთმა თვალები გაახილა. სხვა დროს გაღვიძებისთანავე რაღაც აწუხებდა... მერე სადმე სვამდა და წუხილის გრძნობა ეკარგებოდა დროის შეგრძნებასთან ერთად. მშვიდდებოდა. ახლა კი... ახლა ძლივს აღიქვა ნივთები ოთახში. არ გაკვირვებია. გაკვირვების გრძნობაც დაკარგული ჰქონდა. ... ოთახში სიცარიელე იდგა. დიდი, ყვითელი, შხამისფერი სიცარიელე... მერე უფრო გარკვევით გაარჩია... ყვითელი ჭერი, ყვითელი სკამები, ყვითელი ფანGჯარა და ფანჯრიდან ყვითელი ხეები... და რაც ყველაზე დიდი საჩინელება იყო, ყვითელი ცა, სიცარიელის ფერი და ტოლი. მერე ლოთმა ისიც დაინახა, ეს დიდი სიცარიელე შიგნიდან რომ მოდიოდა, სულიდან... ...და შეეშინდა !.. შეეშინდა, რომ ვეღარაფერს გრძნობდა. ... და გუახარდა!.. გაუხარდა, შიშის გრძნობა მაინც რომ არ ჰქონდა დაკარგული. - ღმერთო კიდევ Eრთხელ დამანახე ლურჯი ცა და მწვანე ხეები - აღმოხდა ლოთს. ... ცა თანდათან ლურჯი ხდებოდა . თანდათან ხეებიც მQწვანე გახდა, ჭერი - თეთრი. - აუჰ ! ძლივს არ ამოვისუნთქე?!- გაიფიქრა ლოთმა და ძალაგამოცლილი ისევ საწოლზე მიეგდო. "ახლა სადმე უნდა დავლიო ! " ...
ანგელოზი ფანჯარაში დატანებული ღია სარკმლიდან ოთახში შემოფრინდა. მხარმაჯვნივ დაჯდა ლოთის საწოლთან... ეშმაკიც შემოპაკუნდა... ეშმაკი მხარმარცხნივ დაჯდა. "ვიცოდი, რომ მობრუნდებოდა". გაიფიქრა ანგელოზმა. ეშმაკი ვერ მიხვდა, რა გაიფიქრა ანგელოზმა. ფიქრის წაკითხვა არ შეეძლო. "ანგელოზმა წაიეშმაკა, არაფერიც არ მიუტოვებია, ესე იგი, არც მე არ უნდა მივატოვო", გაიფიქრა ეშმაკმა და ძალიან გაუკვირდა ანგელოზის მხრიდან. ანგელოზი მიხვდა, რა გაიფიქრა ეშმაკმა. ფიქრის წაკითხვა შეეძლო. - იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. მონანიება გაახსენა ანგელოზმა და ეშმაკს ზიზღისაგან გააჟრჟოლა... თქმით კი, აღარაფერი თქვა... იჯდა და თვალებს უნაბავდა ანგელოზს. ეშმაკი სიმპათიური იყო. ანგელოზი - ლამაზი. ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე !
2001 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
62. კრავაი, :******* მადლობა! :)
ნეფერტარო, სულმოუთქმელად ველოდები :) კრავაი, :******* მადლობა! :)
ნეფერტარო, სულმოუთქმელად ველოდები :)
61. აღფრთოვანებას ვერ ვიტევ!! !ეს, როგორ არ ვიცოდი.
შემოგევლეთ, თქვენ!
"ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე!" ეს ბევრ რამეს სცემს პასუხს! აღფრთოვანებას ვერ ვიტევ!! !ეს, როგორ არ ვიცოდი.
შემოგევლეთ, თქვენ!
"ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე!" ეს ბევრ რამეს სცემს პასუხს!
60.
ტენდი, საჯაროდ მამხილეთ ხომ?
დიახ, იწერება. მიმზიდველი გამოდის რატომღაც... :)
ტენდი, საჯაროდ მამხილეთ ხომ?
დიახ, იწერება. მიმზიდველი გამოდის რატომღაც... :)
59. მადლობა, ნეფერტარო! :) ასევე გილოცავ კიდევ ერთხელ და ახალ რომანს ველოდები შენსას. :)
აბაჟურო, მადლობა! :) მადლობა, ნეფერტარო! :) ასევე გილოცავ კიდევ ერთხელ და ახალ რომანს ველოდები შენსას. :)
აბაჟურო, მადლობა! :)
58. მადლობა, ნეფერტარო! :) ასევე გილოცავ კიდევ ერთხელ და ახალ რომანს ველოდები შენსას. :) მადლობა, ნეფერტარო! :) ასევე გილოცავ კიდევ ერთხელ და ახალ რომანს ველოდები შენსას. :)
57.
გიორგობას ვულოცავ ამ მშვენიერი მოთხრობის ავტორს. წმინდა გიორგი გფარავდეთ, ამინ.
გიორგობას ვულოცავ ამ მშვენიერი მოთხრობის ავტორს. წმინდა გიორგი გფარავდეთ, ამინ.
56. საინტერესოა, ძალიან საინტერესო. ღირს დაფიქრებად.
გაღიმების საშუალებასაც იძლევა, მაგალითად, ამ პასაჟებით:
"ანგელოზმა ჭიქას ხელი უკრა და წააქცია. ლოთს სახელოებზე და მკერდზე გადაექცა არაყი. სახელოები იდაყვამდე დაუსველდა. - რა ეშმაკმა წააქცია ! _ ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ."
"ანგელოზმა სკამი გამოაცალა ლოთი იატაკზე წაიქცა. სხვანაირად ფეხზე ვერ ადგებოდა. - რა ეშმაკმა წამაქცია?! - გაბრაზდა ლოთი." საინტერესოა, ძალიან საინტერესო. ღირს დაფიქრებად.
გაღიმების საშუალებასაც იძლევა, მაგალითად, ამ პასაჟებით:
"ანგელოზმა ჭიქას ხელი უკრა და წააქცია. ლოთს სახელოებზე და მკერდზე გადაექცა არაყი. სახელოები იდაყვამდე დაუსველდა. - რა ეშმაკმა წააქცია ! _ ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ."
"ანგელოზმა სკამი გამოაცალა ლოთი იატაკზე წაიქცა. სხვანაირად ფეხზე ვერ ადგებოდა. - რა ეშმაკმა წამაქცია?! - გაბრაზდა ლოთი."
55. ოო, შენ ეშმაკის მომზიდველობა კარგად დაინახე. :) გამიკვირდა და გამიხარდა. ) ოო, შენ ეშმაკის მომზიდველობა კარგად დაინახე. :) გამიკვირდა და გამიხარდა. )
54. და ყველაზე იმედისმომცემი ამ მოთხრობაში ისაა ჩემთვის, ლოთმა დილით ღმერთი ერთხელ რომ ახსენა და ანგელოზი მაშინვე რომ დაუბრუნდა, იქნებ-და რამე ეშველოსო. ეს უტოვებს ადამიანს იმედს, რომ არ მიატოვებენ საბოლოოდ. ეშმაკის სიმპატიურობა რომ შენიშნა ავტორმა, მომეწონა, რადგან ცოდვა ყოველთვის ძალიან მიმზიდველია. განსაკუთრებულ ეფექტს რეფრენიც ქმნის. მოთხრობა მომეწონა, ის გამახსენა, ცალი მხარი რომ ძალიან მტკივა. და ყველაზე იმედისმომცემი ამ მოთხრობაში ისაა ჩემთვის, ლოთმა დილით ღმერთი ერთხელ რომ ახსენა და ანგელოზი მაშინვე რომ დაუბრუნდა, იქნებ-და რამე ეშველოსო. ეს უტოვებს ადამიანს იმედს, რომ არ მიატოვებენ საბოლოოდ. ეშმაკის სიმპატიურობა რომ შენიშნა ავტორმა, მომეწონა, რადგან ცოდვა ყოველთვის ძალიან მიმზიდველია. განსაკუთრებულ ეფექტს რეფრენიც ქმნის. მოთხრობა მომეწონა, ის გამახსენა, ცალი მხარი რომ ძალიან მტკივა.
53. ეს წაკითხული მქონდა...არ ვიცი კომენტარი რატომ არ დამიდია?...:( სამაგიეროდ კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ ძალიან მომეწონა...
"მერე ლოთმა ისიც დაინახა, ეს დიდი სიცარიელე შიგნიდან რომ მოდიოდა, სულიდან... ...და შეეშინდა !.. " მეც შემეშინდა...ყოველთვის ამის მეშინია...555
ეს წაკითხული მქონდა...არ ვიცი კომენტარი რატომ არ დამიდია?...:( სამაგიეროდ კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ ძალიან მომეწონა...
"მერე ლოთმა ისიც დაინახა, ეს დიდი სიცარიელე შიგნიდან რომ მოდიოდა, სულიდან... ...და შეეშინდა !.. " მეც შემეშინდა...ყოველთვის ამის მეშინია...555
52. ხოო. შეცდომების შესწორება მიჭირს ძალიან. სამაგისო დრო აღარ მაქვსხოლმე. :) დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :)
"- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. - ეს ძალიან თამამი განცხადებაა :) ეშმაკი ბევრად მეტია სამწუხაროდ, მონანიებამდე არ მისვლაა, თორემ თუ მიხვედი, მონანიება არაფერს შველის, პირადიდან შემიძლია ვთქვა, რაც გულით მოვინანიე ის დღემდე მაინც მაწუხებს.. " _ ეს კი, ბექა, შენი 18 წლისათვის ძალიან სერიოზული მოსაზრებაა. :)
პატივისცემით, ტენდი :) ხოო. შეცდომების შესწორება მიჭირს ძალიან. სამაგისო დრო აღარ მაქვსხოლმე. :) დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :)
"- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. - ეს ძალიან თამამი განცხადებაა :) ეშმაკი ბევრად მეტია სამწუხაროდ, მონანიებამდე არ მისვლაა, თორემ თუ მიხვედი, მონანიება არაფერს შველის, პირადიდან შემიძლია ვთქვა, რაც გულით მოვინანიე ის დღემდე მაინც მაწუხებს.. " _ ეს კი, ბექა, შენი 18 წლისათვის ძალიან სერიოზული მოსაზრებაა. :)
პატივისცემით, ტენდი :)
51. ორთოგრაფიული შეცდომები მრავლადაა, შესწორება არ აწყენდა. ზედმეტმა კონკრეტიკამ ცოტა არ იყოს დამღალა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ადვილად წამეკითხა. არის რაღაცეები რაზეც შეიძლება კამათი ეშმაკისგან შეცოდება ცოტა წარმოუდგენელია, და მისი სიმპათიურობის დანიშნულებაც ვერ გავიგე, ვერც ანგელოზის სილამაზეს ვუკავშირებ რამეს..
- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. - ეს ძალიან თამამი განცხადებაა :) ეშმაკი ბევრად მეტია სამწუხაროდ, მონანიებამდე არ მისვლაა, თორემ თუ მიხვედი, მონანიება არაფერს შველის, პირადიდან შემიძლია ვთქვა, რაც გულით მოვინანიე ის დღემდე მაინც მაწუხებს..
"ლოთი სადაც გინდა ყოფილიყო, ანგელოზი მის მხარმარჯვნივ იჯდა და შველოდა. არც ეშმაკს მიუტოვებია... ისიც ყველგან დაჰყვებოდა, მხარმარცხნივ იჯდა და ისიც შველოდა" აქ და "მხარმარცზნივ ისევ ანგელოზი უთენებდა ღამეს. მხარმარჯვნივ - ეშმაკი. " აქ, შეცდომაა, რომელიც არ გეკადრებათ :) და გამოსასწორებელია, ცუდია თუ ვერავინ შენიშნა. და ცუდია საიტი რომ ყურადღებიანი მკითხველის ნაკლებობას განიცდის.
თუ მეშლება რამე მომიხდია ბოდიში.
საერთო ჯამში რომ წაიკითხება ისეთი ნაწარმოებია, შინარსით და იდეებით გაჯერებული, მაგრამ ჩავარდნებიც არის. ორთოგრაფიული შეცდომები მრავლადაა, შესწორება არ აწყენდა. ზედმეტმა კონკრეტიკამ ცოტა არ იყოს დამღალა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ადვილად წამეკითხა. არის რაღაცეები რაზეც შეიძლება კამათი ეშმაკისგან შეცოდება ცოტა წარმოუდგენელია, და მისი სიმპათიურობის დანიშნულებაც ვერ გავიგე, ვერც ანგელოზის სილამაზეს ვუკავშირებ რამეს..
- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. - ეს ძალიან თამამი განცხადებაა :) ეშმაკი ბევრად მეტია სამწუხაროდ, მონანიებამდე არ მისვლაა, თორემ თუ მიხვედი, მონანიება არაფერს შველის, პირადიდან შემიძლია ვთქვა, რაც გულით მოვინანიე ის დღემდე მაინც მაწუხებს..
"ლოთი სადაც გინდა ყოფილიყო, ანგელოზი მის მხარმარჯვნივ იჯდა და შველოდა. არც ეშმაკს მიუტოვებია... ისიც ყველგან დაჰყვებოდა, მხარმარცხნივ იჯდა და ისიც შველოდა" აქ და "მხარმარცზნივ ისევ ანგელოზი უთენებდა ღამეს. მხარმარჯვნივ - ეშმაკი. " აქ, შეცდომაა, რომელიც არ გეკადრებათ :) და გამოსასწორებელია, ცუდია თუ ვერავინ შენიშნა. და ცუდია საიტი რომ ყურადღებიანი მკითხველის ნაკლებობას განიცდის.
თუ მეშლება რამე მომიხდია ბოდიში.
საერთო ჯამში რომ წაიკითხება ისეთი ნაწარმოებია, შინარსით და იდეებით გაჯერებული, მაგრამ ჩავარდნებიც არის.
50. დიდი ხანია ასეთი სულშიჩამწვდომი არაფერი წამიკითხავს დიდი ხანია ასეთი სულშიჩამწვდომი არაფერი წამიკითხავს
49. სოფიასო, მეც გმადლობ. :) სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა ასე დიდი ხნის გამოქვეყნებულმა მოთხრობამ რომ დაგაინტერესათ. :)
პატივისცემით: ტენდი სოფიასო, მეც გმადლობ. :) სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა ასე დიდი ხნის გამოქვეყნებულმა მოთხრობამ რომ დაგაინტერესათ. :)
პატივისცემით: ტენდი
48. "ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე !" ძალიან საინტერესოდ გადმოეცით, მესიამოვნა და მადლობას გიხდით :) "ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე !" ძალიან საინტერესოდ გადმოეცით, მესიამოვნა და მადლობას გიხდით :)
47. ჩვენში ყველაში ცოტ–ცოტაობთ ზის ღმერთიც და ეშმაკიც, ერთი მხრივ ანგელოზი გვიზის, მეორე მხარეს – ეშმაკი და მათი ჭიდილია აქ წარმოდგენილი ასე ორიგინალურად და საინტერესოდ! ეს ის მარადიული ბრძოლაა, რაც გონიერი კაცობრიობის არსებობის მანძილზე მიმდინარეობდა (მიუხედავად იმისა, რომ აქ ქრისტიანული თეოლოგიური რაკურსითაა იგი წარმოდგენილი) და დღემდე გრძელდება და რომელიც ხელოვნების ასახვის თემა იყო და დარჩება, ალბათ!... მუდმივი "დიალოგი" და ჭიდილი ამ ორ საპირისპირო საწყისს შორის მუდამ იქნება მოაზროვნე ადამიანის დილემაც და გამოსავალიც!..
შესანიშნავია! ჩვენში ყველაში ცოტ–ცოტაობთ ზის ღმერთიც და ეშმაკიც, ერთი მხრივ ანგელოზი გვიზის, მეორე მხარეს – ეშმაკი და მათი ჭიდილია აქ წარმოდგენილი ასე ორიგინალურად და საინტერესოდ! ეს ის მარადიული ბრძოლაა, რაც გონიერი კაცობრიობის არსებობის მანძილზე მიმდინარეობდა (მიუხედავად იმისა, რომ აქ ქრისტიანული თეოლოგიური რაკურსითაა იგი წარმოდგენილი) და დღემდე გრძელდება და რომელიც ხელოვნების ასახვის თემა იყო და დარჩება, ალბათ!... მუდმივი "დიალოგი" და ჭიდილი ამ ორ საპირისპირო საწყისს შორის მუდამ იქნება მოაზროვნე ადამიანის დილემაც და გამოსავალიც!..
შესანიშნავია!
46. ძალიან კარგია.
5 ძალიან კარგია.
5
45. ოოო, ძიმკა (ანუ დიმკა) გმადლობ. :) :)
გამაკვირვეთ სწორედ. აღარც მეგონა ამ მოთხრობას თუ წაიკითხავდა ვინმე . :) :) :)
პატივისცემით: ტენდი ოოო, ძიმკა (ანუ დიმკა) გმადლობ. :) :)
გამაკვირვეთ სწორედ. აღარც მეგონა ამ მოთხრობას თუ წაიკითხავდა ვინმე . :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
44. სათაურის გამო სულ არ მეგონა ასეთ საინტერესო პროზას თუ გადავწაყდებოდი, იმდენად გაბანალურებულია უკვე ეს ეშმაკის და ანგელოზის თემა,ნაგრამ ძალიან მაგარი მოტხრობა წავიკითხე ეხლა ,სრულყოფილი და გამართული ყველანაირად და მკითხველამდე მაგრად მოთანილი სვიის მწარე გემოს რომ შეიგრძნობ ლუდის სმის დროს და მაგრად გსიამოვნებს ისეთი შეგრძნება დამიტოვა მე პირადად,ბოლოდე ითრევს მკითხვე;ლს, ღრმაა სათაურის გამო სულ არ მეგონა ასეთ საინტერესო პროზას თუ გადავწაყდებოდი, იმდენად გაბანალურებულია უკვე ეს ეშმაკის და ანგელოზის თემა,ნაგრამ ძალიან მაგარი მოტხრობა წავიკითხე ეხლა ,სრულყოფილი და გამართული ყველანაირად და მკითხველამდე მაგრად მოთანილი სვიის მწარე გემოს რომ შეიგრძნობ ლუდის სმის დროს და მაგრად გსიამოვნებს ისეთი შეგრძნება დამიტოვა მე პირადად,ბოლოდე ითრევს მკითხვე;ლს, ღრმაა
43. ეს გამორჩენია...... :))) ძალიან საინტერესო და ღრმა ნაწერაი... +2 :))) ეს გამორჩენია...... :))) ძალიან საინტერესო და ღრმა ნაწერაი... +2 :)))
42. დაისი, დდი მადლობა, შენ საოცარი უნარი გაქვს, ავტორის ჩანაფიქრის მიხვედრისა. ზუსტად მაგნაირი ტიპაჟია მაგ მოთხრობის გმირი. დაისი, დდი მადლობა, შენ საოცარი უნარი გაქვს, ავტორის ჩანაფიქრის მიხვედრისა. ზუსტად მაგნაირი ტიპაჟია მაგ მოთხრობის გმირი.
41. აქ კომენტარს შემოვყევი ახლა, გამახსენდა რომ ეს ნამუშევარი ამ საიტზე პირველად მე წავიკითხე და ამის შემდეგ ასეთი ღრმა და საოცარი შინაარსის თითო ოროლა ნამუშევარი თუ შემხვედრია...ახლა უბრლაოდ, გამახსენდა სულიერი სწვლების არაკი: ტაძარში ეშმაკი ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა და ისვენებდა. ანგელოზმა კითხა, შენ სამე არ გაქვს, ასე მოცლილი რომ დამჯდარხარო? ეშმაკმა უთხრა, ადამიანები თვითონ აკეთებენ ჩემს საქმეს და ვიდრე საჭირო გავხდები, ცოტას მეც მოვისვენებო :) მგონია, რომ სწორედ ასეთი ადამიანის პორტრეტია ამ მოთხრობაში მისხლობით აღწერილი აქ კომენტარს შემოვყევი ახლა, გამახსენდა რომ ეს ნამუშევარი ამ საიტზე პირველად მე წავიკითხე და ამის შემდეგ ასეთი ღრმა და საოცარი შინაარსის თითო ოროლა ნამუშევარი თუ შემხვედრია...ახლა უბრლაოდ, გამახსენდა სულიერი სწვლების არაკი: ტაძარში ეშმაკი ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა და ისვენებდა. ანგელოზმა კითხა, შენ სამე არ გაქვს, ასე მოცლილი რომ დამჯდარხარო? ეშმაკმა უთხრა, ადამიანები თვითონ აკეთებენ ჩემს საქმეს და ვიდრე საჭირო გავხდები, ცოტას მეც მოვისვენებო :) მგონია, რომ სწორედ ასეთი ადამიანის პორტრეტია ამ მოთხრობაში მისხლობით აღწერილი
40. მიხარია, რომ მოგეწონა. მიხარია, რომ მოგეწონა.
39. ანგელოზს სხვა რა გზა ჰქონდა იტანდა ეშმაკის ყოფნას ... კაცს სურდა ასე !
სიცარიელის ფერი და ტოლი.
- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ.
ძალიან მესიამოვნა ამ მოთხრობის წაკითხვა, ძალიან.
საინტერესო და მრავლისმთქმელი, მრავლისდამტეველი დიალოგებით, სიტყვებით, სახეებით :)
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ქ-ნო ტენდი.
აი, ეს ვართ ადამიანები - სამავადმყოფობაშეყრილად უსუსურები ანგელოზს სხვა რა გზა ჰქონდა იტანდა ეშმაკის ყოფნას ... კაცს სურდა ასე !
სიცარიელის ფერი და ტოლი.
- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ.
ძალიან მესიამოვნა ამ მოთხრობის წაკითხვა, ძალიან.
საინტერესო და მრავლისმთქმელი, მრავლისდამტეველი დიალოგებით, სიტყვებით, სახეებით :)
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ქ-ნო ტენდი.
აი, ეს ვართ ადამიანები - სამავადმყოფობაშეყრილად უსუსურები
38. ბლაგვი, გმადლობთ. ვიცოდი, რომ შენ მიხვდებოდი. :) :) :) ბლაგვი, გმადლობთ. ვიცოდი, რომ შენ მიხვდებოდი. :) :) :)
37.
ძალიან მაგარია.......+5
ძალიან მაგარია.......+5
36. ძალიან საიტერესო სახეებია საინტერესოდ დახატული.
შთაბეჭდილება მრჩება ავტორი ძალიან გულდასმი ეკიდება საქმეს და არა ზერელედ, და შედეგი სახეზეა. ძალიან საიტერესო სახეებია საინტერესოდ დახატული.
შთაბეჭდილება მრჩება ავტორი ძალიან გულდასმი ეკიდება საქმეს და არა ზერელედ, და შედეგი სახეზეა.
35. გუდა, გმადლობთ!!!
:) :) :) გუდა, გმადლობთ!!!
:) :) :)
34. ანგელოზს სხვა რა გზა ჰქონდა იტანდა ეშმაკის ყოფნას ... კაცს სურდა ასე !
ეს ყველაზე მეტად მომეწონა.
კარგი მოთხრობაა. საინტერესო სახეებია დახატული. ადვილად იკითხება და გამახსოვრდება. კარგი მანერა გაქვთ წერის.
შიგნიდან მოდიოდა სიყვითლეო დასასრულს გიწერიათ, ეს ანგელოზიც და ეშმაკიც შიგნიდანაა მე ვფიქრობ. ოღონდ გაუცნობიერებელი მომენტია.
მ\ბევრი შეიძლება ისაუბრო. ანგელოზს სხვა რა გზა ჰქონდა იტანდა ეშმაკის ყოფნას ... კაცს სურდა ასე !
ეს ყველაზე მეტად მომეწონა.
კარგი მოთხრობაა. საინტერესო სახეებია დახატული. ადვილად იკითხება და გამახსოვრდება. კარგი მანერა გაქვთ წერის.
შიგნიდან მოდიოდა სიყვითლეო დასასრულს გიწერიათ, ეს ანგელოზიც და ეშმაკიც შიგნიდანაა მე ვფიქრობ. ოღონდ გაუცნობიერებელი მომენტია.
მ\ბევრი შეიძლება ისაუბრო.
33. ნაწარმოების გმირისა რა გითხრათ, :) :) :) მაგრამ მე გადავიტანე "არაფერი", როცა არაფერს აღარ გრძნობ, როცა აბსოლუტური სიცარიელეა. :) :) მუხა, მიყვარხართ. :) მინდოდა ვინმეს დაენახა ეს "ეშმაკ-ანგელოზის დიალოგი" თქვენ ეს დაინახეთ. ტენდი :) :) ნაწარმოების გმირისა რა გითხრათ, :) :) :) მაგრამ მე გადავიტანე "არაფერი", როცა არაფერს აღარ გრძნობ, როცა აბსოლუტური სიცარიელეა. :) :) მუხა, მიყვარხართ. :) მინდოდა ვინმეს დაენახა ეს "ეშმაკ-ანგელოზის დიალოგი" თქვენ ეს დაინახეთ. ტენდი :) :)
32. ძალიან,ძალიან მომეწონა, კარგად გაქვთ გააზრებული , აბსტრაკქტულად წარმოდგენილი პიროვნების განცდა, ლოთზე იტყვიან-მაგ საწყალმა ეშმაკს მიჰყიდა სულიო! მართლაც ასეა! ისე კარგათ წერთ,თითქოს თქვენ ხართ ,ნაწარმოების გმირი! სულ ვწუწუნებ -გაწელილი გაქვს ნაწარმოებებითქო, მაგრა მ, აქ უფრო გაწელილი,რომ ყოფილიყო, სიამოვნებით წავიკითხავდი, ეს პროზა, ყველას , ვისაც , ზომაზე მეტად სმა უყვარს მაგიდაზე უნდა ედოთ! სიუჟეტი არაჩვეულებრივი, დიალოგი - ადამიანთან ანგელოზისა და ეშმაკის ეს არის : დიალოგი- "ნაფიქრი" (ჰარალესაგან ვისესხე გამოთქმა "ნაფიქრი") ჩემი უმაღლესი შეფასება! ძალიან,ძალიან მომეწონა, კარგად გაქვთ გააზრებული , აბსტრაკქტულად წარმოდგენილი პიროვნების განცდა, ლოთზე იტყვიან-მაგ საწყალმა ეშმაკს მიჰყიდა სულიო! მართლაც ასეა! ისე კარგათ წერთ,თითქოს თქვენ ხართ ,ნაწარმოების გმირი! სულ ვწუწუნებ -გაწელილი გაქვს ნაწარმოებებითქო, მაგრა მ, აქ უფრო გაწელილი,რომ ყოფილიყო, სიამოვნებით წავიკითხავდი, ეს პროზა, ყველას , ვისაც , ზომაზე მეტად სმა უყვარს მაგიდაზე უნდა ედოთ! სიუჟეტი არაჩვეულებრივი, დიალოგი - ადამიანთან ანგელოზისა და ეშმაკის ეს არის : დიალოგი- "ნაფიქრი" (ჰარალესაგან ვისესხე გამოთქმა "ნაფიქრი") ჩემი უმაღლესი შეფასება!
31. ალალად მომეწონა! ნაფიქრი ნაწარმოებია და საინტერესოდ დანახული. მართალი, რაც მთავარია. ალალად მომეწონა! ნაფიქრი ნაწარმოებია და საინტერესოდ დანახული. მართალი, რაც მთავარია.
30. +222222222222.. მეტი რა ვთქვა? კარგია ძაანნნ +222222222222.. მეტი რა ვთქვა? კარგია ძაანნნ
29. ტენდის სალამი, კარგი შთაბეჭტილება დამიტოვა მოთხრობამ ჩემში!!! არაფერია აქ გაურკვეველი!!! პირიქით თვალნათლივ სჩანს თუ რისი თქმა სურს ავტორს, შესაბამისად ნაწარმოებს!!! მიხარია, რომ დავუახლოვდი ავტორს და მის შემოქმედებას!!! ძალიან კარგად წერ!!! მე არაფერს დავამატებ. თამარმა და არამითმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს ნაწარმოების შესახებ!!! ვეთანხმები მათ!!! გაიხარე შენა!!! ტენდის სალამი, კარგი შთაბეჭტილება დამიტოვა მოთხრობამ ჩემში!!! არაფერია აქ გაურკვეველი!!! პირიქით თვალნათლივ სჩანს თუ რისი თქმა სურს ავტორს, შესაბამისად ნაწარმოებს!!! მიხარია, რომ დავუახლოვდი ავტორს და მის შემოქმედებას!!! ძალიან კარგად წერ!!! მე არაფერს დავამატებ. თამარმა და არამითმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს ნაწარმოების შესახებ!!! ვეთანხმები მათ!!! გაიხარე შენა!!!
28. არამითი777 ! შენ მე ისე გამახარე, ვერც კი წარმოიდგენ. შენ ყველაფერი ისე გაიგე, როგორც მე მინდოდა, რომ ვინმეს გაეგო, როგორც მე ვგრძნობდი ამ ნაწარმოებს. ნამდვილად შესაძლებელია, რომ ეშმაკსა და ანგელოზს დიალოგი ქონდეთ. ადამიანი ხომ ღმერთისა და ეშმაკის ბრძოლის ველია. ადრეც ჩემს ერთ მოთხრობაზე "შოკი" შენ ნომწერე "და შენ ასე გრძნობ მუსიკას?" - მაშინაც ეს ჩემთვის განსაკუთრებული შეკითხვა იყო, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ. კარგია, როცა ავტორისა ესმით. მაგრამ როგორ დაგებადა ჩემი მოთხრობების წაკითხვის სურვილი? :)
პატივისცემით : ტენდი არამითი777 ! შენ მე ისე გამახარე, ვერც კი წარმოიდგენ. შენ ყველაფერი ისე გაიგე, როგორც მე მინდოდა, რომ ვინმეს გაეგო, როგორც მე ვგრძნობდი ამ ნაწარმოებს. ნამდვილად შესაძლებელია, რომ ეშმაკსა და ანგელოზს დიალოგი ქონდეთ. ადამიანი ხომ ღმერთისა და ეშმაკის ბრძოლის ველია. ადრეც ჩემს ერთ მოთხრობაზე "შოკი" შენ ნომწერე "და შენ ასე გრძნობ მუსიკას?" - მაშინაც ეს ჩემთვის განსაკუთრებული შეკითხვა იყო, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ. კარგია, როცა ავტორისა ესმით. მაგრამ როგორ დაგებადა ჩემი მოთხრობების წაკითხვის სურვილი? :)
პატივისცემით : ტენდი
27. საინტერესოა. თუმცა საკამათოც. ანგელოზი და ეშმაკი, როგორც ცნობილია არასოდეს ტოვებენ ადამიანს და არც დიალოგში შედიან ერთმანეთთან. ადამიანი შედის დიალოგში ან ეშმაკთან ან ანგელოზთან. ადამიანებს გვაქვს არჩევანი, ხორცისთვის ადვილი და სასიამოვნო, ხშირად სულის საზიანოა. და ამიტომ ადვილია ცოდვაში ჩაძირცვა. მომწონს რომ ამდენს ფიქრობს ამ საკითხზე ავტორი. მოყვარული.
ვინ გითხრათ რომ არ ტოვებენ? იქნებ ტოვებენ? მაგრამ ამას ვერავინ ვერაფრით დაამტკიცებს და ვერც იმას რომ ანგელოზი და ეშმაკი ერთმანეთში არ საუბრობენ. მე მგონია რომ საუბრობენ და ვფიქრობ რომ ესმაკს ღმერთთანაც მუდმივი და უწყვეტი კავშირი უნდა ჰქონდეს,რადგან ღმერთის ყოვლსშემძლეობიდან გამომდინარე,მას თუ არ ენებებოდა ეშმაკსაც და ყველა ბოროტებასაც წამში გააქრობდა სამუდამოდ,მაგრამ მერე ხომ ადამიანის თავისუფალი ნება არარ იარსებებდა და არცევანის საშუალებაც მოისპობოდა? შესაბამისად ღმერთიც ვერ გაიგებდა ვის ირჩევს და რა გზით ურჩევნია სიარული ადამიანს,რადგან რაღაცით რობოტებს დავემსგავსებოდით,რომელსაც ასარჩევი არაფერი აქვს და მარტო მიცემულ პროგრამას ასრულებს... ამ თემაზე უსასრულოდ და უფრო ვრცლადაც შემიძლია ვისაუბრო და დავიცვა ჩემი მოსაზრებები,მაგრამ ვფიქრობ არაა საჭირო. რაც შეეხება ტავად ნაწარმოებს,ძალიან კარგია,ღრმა და საოცრად კარგად გადმოცემული,ანუ ბოლომდე მოდის მკითხველამდე. ჩემამდე მოვიდა! საინტერესოა. თუმცა საკამათოც. ანგელოზი და ეშმაკი, როგორც ცნობილია არასოდეს ტოვებენ ადამიანს და არც დიალოგში შედიან ერთმანეთთან. ადამიანი შედის დიალოგში ან ეშმაკთან ან ანგელოზთან. ადამიანებს გვაქვს არჩევანი, ხორცისთვის ადვილი და სასიამოვნო, ხშირად სულის საზიანოა. და ამიტომ ადვილია ცოდვაში ჩაძირცვა. მომწონს რომ ამდენს ფიქრობს ამ საკითხზე ავტორი. მოყვარული.
ვინ გითხრათ რომ არ ტოვებენ? იქნებ ტოვებენ? მაგრამ ამას ვერავინ ვერაფრით დაამტკიცებს და ვერც იმას რომ ანგელოზი და ეშმაკი ერთმანეთში არ საუბრობენ. მე მგონია რომ საუბრობენ და ვფიქრობ რომ ესმაკს ღმერთთანაც მუდმივი და უწყვეტი კავშირი უნდა ჰქონდეს,რადგან ღმერთის ყოვლსშემძლეობიდან გამომდინარე,მას თუ არ ენებებოდა ეშმაკსაც და ყველა ბოროტებასაც წამში გააქრობდა სამუდამოდ,მაგრამ მერე ხომ ადამიანის თავისუფალი ნება არარ იარსებებდა და არცევანის საშუალებაც მოისპობოდა? შესაბამისად ღმერთიც ვერ გაიგებდა ვის ირჩევს და რა გზით ურჩევნია სიარული ადამიანს,რადგან რაღაცით რობოტებს დავემსგავსებოდით,რომელსაც ასარჩევი არაფერი აქვს და მარტო მიცემულ პროგრამას ასრულებს... ამ თემაზე უსასრულოდ და უფრო ვრცლადაც შემიძლია ვისაუბრო და დავიცვა ჩემი მოსაზრებები,მაგრამ ვფიქრობ არაა საჭირო. რაც შეეხება ტავად ნაწარმოებს,ძალიან კარგია,ღრმა და საოცრად კარგად გადმოცემული,ანუ ბოლომდე მოდის მკითხველამდე. ჩემამდე მოვიდა!
26. elizaveta.... გმადლობთ კომენტარისთვის. elizaveta.... გმადლობთ კომენტარისთვის.
25. მგონი ყველაფერი მართლა ასე ხდება.... მგონი ყველაფერი მართლა ასე ხდება....
24. ერთი სულის ამოთქმით იკითხება: ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე ! ,, და მისცა მას ღმერთმა თავისუფალი ნება" საინტერესო სოიუჟეტია ერთი სულის ამოთქმით იკითხება: ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე ! ,, და მისცა მას ღმერთმა თავისუფალი ნება" საინტერესო სოიუჟეტია
23. ქალბატონო ციცინო, - გამიხარდა სახელი რომ გავიგე!
თქვენ - ჩემი დიდი სიმპატია! ნაწერს - აღფრთოვანება! 5
ახლა კი მინდა სხვებს ვკითხო, მკითხველებს, - რატომ გავიწყდებათ, რომ ეშმაკიც ანგელოზია, მხოლოდ შეცდომილი? და მე დავამატებდი, იმდენად სიმპატიური, რომ ბევრის შემაცდენელიც! იქნებ ანგელოზზე ლამაზიც... სხვა შემთხვევაში მას არ გაუჭირდებოდა ადამიანის ცდუნება!
რატომ მოგინდება დაუჯერო რქიან და კუდიან, ბანჯგვლიან არსებას და ზურგი აქციო ფრთიან სრულყოფილებას, როგორც ეს უმრავლეს შემთხვევაში ხდება? როგორ უნდა დაეპატრონოს სულს ასეთი მახინჯი არსება, როგორიც ეშმაკი და ტარტაროზია? იქნებ იმით, რომ თავისი გარეგნობით, მეტყველებით და სურვილთა ასრულებით იზიდავს?
ხომ არავის გინახავთ არც ეშმაკი და არც ანგელოზი?!... მაშინ, რატომ ცდილობთ შეეწინააღმდეგოთ ავტორს? :))))) ქალბატონო ციცინო, - გამიხარდა სახელი რომ გავიგე!
თქვენ - ჩემი დიდი სიმპატია! ნაწერს - აღფრთოვანება! 5
ახლა კი მინდა სხვებს ვკითხო, მკითხველებს, - რატომ გავიწყდებათ, რომ ეშმაკიც ანგელოზია, მხოლოდ შეცდომილი? და მე დავამატებდი, იმდენად სიმპატიური, რომ ბევრის შემაცდენელიც! იქნებ ანგელოზზე ლამაზიც... სხვა შემთხვევაში მას არ გაუჭირდებოდა ადამიანის ცდუნება!
რატომ მოგინდება დაუჯერო რქიან და კუდიან, ბანჯგვლიან არსებას და ზურგი აქციო ფრთიან სრულყოფილებას, როგორც ეს უმრავლეს შემთხვევაში ხდება? როგორ უნდა დაეპატრონოს სულს ასეთი მახინჯი არსება, როგორიც ეშმაკი და ტარტაროზია? იქნებ იმით, რომ თავისი გარეგნობით, მეტყველებით და სურვილთა ასრულებით იზიდავს?
ხომ არავის გინახავთ არც ეშმაკი და არც ანგელოზი?!... მაშინ, რატომ ცდილობთ შეეწინააღმდეგოთ ავტორს? :)))))
22. ქარის წისქვილო,სიფილისან ავადმყოფზე თქვენ დაწერეთ. :) ბევრი ლოთი შემხვედრია, ( მოსკოვში ვცხოვრობდი 8 წელი ) და ყველა რატომღაც სიყვარულს აბრალებდა გალოთებას. აი, სიფილისიანს კი საბედნიეროდ არავის ვიცნობ.
ტენდი :) ქარის წისქვილო,სიფილისან ავადმყოფზე თქვენ დაწერეთ. :) ბევრი ლოთი შემხვედრია, ( მოსკოვში ვცხოვრობდი 8 წელი ) და ყველა რატომღაც სიყვარულს აბრალებდა გალოთებას. აი, სიფილისიანს კი საბედნიეროდ არავის ვიცნობ.
ტენდი :)
21. ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ.. ერთი კონა ეშმაკი და ნახევარი მონანიების სასჯელი მომიწონეთ თუ შეიძლება. მინდა სამოთხეში განწმენდილი შევიდე. რატომ მაინცდამაინც ლოთი და არა სიფილისიანი ავადმყოფი? ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ.. ერთი კონა ეშმაკი და ნახევარი მონანიების სასჯელი მომიწონეთ თუ შეიძლება. მინდა სამოთხეში განწმენდილი შევიდე. რატომ მაინცდამაინც ლოთი და არა სიფილისიანი ავადმყოფი?
20. ეს წაკითხული მქონია და ეხლაც სიამოვნებით გადავიკითხე... :) ეს წაკითხული მქონია და ეხლაც სიამოვნებით გადავიკითხე... :)
19. უფრო სწორად გარი ჩაფიძის ნაწარმოები... უფრო სწორად გარი ჩაფიძის ნაწარმოები...
18. ქალბატონო ციცინო, შემთხვევით სადმე ხომ არ გეგულებათ ვასილ ჩაფიძის დეტექტიური ნაწარმოები ''საიდუმლო ანდერძი'' ??? ქალბატონო ციცინო, შემთხვევით სადმე ხომ არ გეგულებათ ვასილ ჩაფიძის დეტექტიური ნაწარმოები ``საიდუმლო ანდერძი`` ???
17. იოჰან ხევსურო, დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :) :) :)
იოჰან ხევსურო, დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :) :) :)
16. კარგია :) ავტორს ფიქრი ემჩნევა, იუმორთანაც კარგადაა, რაც ტექსტს მკითხველთან უფრო აახლოვებს :) კარგია :) ავტორს ფიქრი ემჩნევა, იუმორთანაც კარგადაა, რაც ტექსტს მკითხველთან უფრო აახლოვებს :)
15. საინტერესოა. თუმცა საკამათოც. ანგელოზი და ეშმაკი, როგორც ცნობილია:) არასოდეს ტოვებენ ადამიანს და არც დიალოგში შედიან ერთმანეთთან. ადამიანი შედის დიალოგში ან ეშმაკთან ან ანგელოზთან. ადამიანებს გვაქვს არჩევანი, ხორცისთვის ადვილი და სასიამოვნო, ხშირად სულის საზიანოა. და ამიტომ ადვილია ცოდვაში ჩაძირცვა. მომწონს რომ ამდენს ფიქრობს ამ საკითხზე ავტორი:))) საინტერესოა. თუმცა საკამათოც. ანგელოზი და ეშმაკი, როგორც ცნობილია:) არასოდეს ტოვებენ ადამიანს და არც დიალოგში შედიან ერთმანეთთან. ადამიანი შედის დიალოგში ან ეშმაკთან ან ანგელოზთან. ადამიანებს გვაქვს არჩევანი, ხორცისთვის ადვილი და სასიამოვნო, ხშირად სულის საზიანოა. და ამიტომ ადვილია ცოდვაში ჩაძირცვა. მომწონს რომ ამდენს ფიქრობს ამ საკითხზე ავტორი:)))
14. მოგესალმებით ტენდი, სტილი რა თქმა უნდა მშვენიერია, მაგრამ ნაწარმოები სიუჟეტითაც ხომ ფასდება, რა შუაშია ავტორი ვერ გავიგე? განა მე სადმე ვახსენებ მას, მე ვლაპარაკობ ნაწარმოებია გმირზე,თქვენ ვერ გამიგეთ. მონანიება რა თქმა უნდა წამალია, მაგრამ მოგეხსენებათ, თუ ცოდვას ჩავიდენთ იმ იმედით რომ მერე მოვინანიებთ, ამას უფალი თვალთმაქცობაში გვითვლის, უფრო მეტიც, ნაწარმოების გმირზე მაქვს საუბარი, მას შეუყვარდა , სიყვარულისგან გალოთდა და ახლა სურდა ეშმაკიც და ანგელოზიც მასთან ყოფილიყო, ასეა ხომ? მე ვფიქრობ აქ რთული ფსიქოლოგიური მომენტი გაქვთ გამოყენებული ანუ სახარებაში წერია რომ: გვიყვარდეს უფალი მთელი სულით, მთელი გულით და მთელი გონებით ე.ი. ყველაზე მეტად ამქვეყნად უფალი უნდა გვიყვარდეს, მას ეს რომ ცოდნოდა პირველი სიყვარული ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა, მაგრამ ახლა ის სვავს და იმიტომ რომ არც ახლა არ სწამს ბოლომდე უფლის, ბოლომდე რომ იწამოს მთელი არსებით ჯერ უფალი უნდა უყვარდეს, უფალი რომელის არასოდეს მიატოვებს და არ დაამსხვრევს მის რწმენას როგორც პირველი სიყვარულის დროს დაემართა, მაშინ ის მიხვდება რომ მისთვის ანგელოზი საკმარისია, რადგან უფლის რწმენა ეშმაკს მასთან ვეღარ მიუშვებს, აი რატომ დაგვაკისრა უფალმა რომ ყველაზე მეტად ის გვიყვარდეს და მერე დანარჩენი,რადგან ის არასოდეს მიგვატოვებს, როცა სრული ნდობა გაქვს და იცი რომ ის მუდამ შენთან იქნება, ამ შემთხვევაში არ არსებობს ძალა რომელიც მოგერევა ანუ ეშმაკის ნდობის სურვილი, მხოლოდ ამ შემთხვევაშიო შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი და არც არასოდეს დაკარგოს რწმენა ან არ დაიწყოს სმა. ეს ჩემი აღქმაა თქვენ ნაწარმოებში. პატივისცემით მოგესალმებით ტენდი, სტილი რა თქმა უნდა მშვენიერია, მაგრამ ნაწარმოები სიუჟეტითაც ხომ ფასდება, რა შუაშია ავტორი ვერ გავიგე? განა მე სადმე ვახსენებ მას, მე ვლაპარაკობ ნაწარმოებია გმირზე,თქვენ ვერ გამიგეთ. მონანიება რა თქმა უნდა წამალია, მაგრამ მოგეხსენებათ, თუ ცოდვას ჩავიდენთ იმ იმედით რომ მერე მოვინანიებთ, ამას უფალი თვალთმაქცობაში გვითვლის, უფრო მეტიც, ნაწარმოების გმირზე მაქვს საუბარი, მას შეუყვარდა , სიყვარულისგან გალოთდა და ახლა სურდა ეშმაკიც და ანგელოზიც მასთან ყოფილიყო, ასეა ხომ? მე ვფიქრობ აქ რთული ფსიქოლოგიური მომენტი გაქვთ გამოყენებული ანუ სახარებაში წერია რომ: გვიყვარდეს უფალი მთელი სულით, მთელი გულით და მთელი გონებით ე.ი. ყველაზე მეტად ამქვეყნად უფალი უნდა გვიყვარდეს, მას ეს რომ ცოდნოდა პირველი სიყვარული ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა, მაგრამ ახლა ის სვავს და იმიტომ რომ არც ახლა არ სწამს ბოლომდე უფლის, ბოლომდე რომ იწამოს მთელი არსებით ჯერ უფალი უნდა უყვარდეს, უფალი რომელის არასოდეს მიატოვებს და არ დაამსხვრევს მის რწმენას როგორც პირველი სიყვარულის დროს დაემართა, მაშინ ის მიხვდება რომ მისთვის ანგელოზი საკმარისია, რადგან უფლის რწმენა ეშმაკს მასთან ვეღარ მიუშვებს, აი რატომ დაგვაკისრა უფალმა რომ ყველაზე მეტად ის გვიყვარდეს და მერე დანარჩენი,რადგან ის არასოდეს მიგვატოვებს, როცა სრული ნდობა გაქვს და იცი რომ ის მუდამ შენთან იქნება, ამ შემთხვევაში არ არსებობს ძალა რომელიც მოგერევა ანუ ეშმაკის ნდობის სურვილი, მხოლოდ ამ შემთხვევაშიო შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი და არც არასოდეს დაკარგოს რწმენა ან არ დაიწყოს სმა. ეს ჩემი აღქმაა თქვენ ნაწარმოებში. პატივისცემით
13. 5-6 ."ხო, მაგრამ თუ მიხვდა, რაღატო სურდა ასე? მთავარია ის გავიგო რა ავადმყოფობა ჭირს ადამიანს და მერე წამალიც იშოვება, ასე არაა განა?" განა ავტორზეა დამოკიდებული, როგორ იქცევა ნაწარმოების გმირი ?! :) თანაც, ასე ადვილი რომ იყოს "მკურნალობა" აღარც ეშმაკი იქნებოდა და აღარც ლოთი, ადამიანი შიგნიდამ გაანათებდა და ციცინათელასავით იფრენდა. :) ამ შემთხვევაში წამალი მონანიებაა და ამას მიხვედრა უნდოდა. სიმართლე გითხრათ წერის სტილზე უფრო მაინტერესებდა ორიოდე სიტყვა გეთქვათ. :) პატივისცემით. :)
5-6 ."ხო, მაგრამ თუ მიხვდა, რაღატო სურდა ასე? მთავარია ის გავიგო რა ავადმყოფობა ჭირს ადამიანს და მერე წამალიც იშოვება, ასე არაა განა?" განა ავტორზეა დამოკიდებული, როგორ იქცევა ნაწარმოების გმირი ?! :) თანაც, ასე ადვილი რომ იყოს "მკურნალობა" აღარც ეშმაკი იქნებოდა და აღარც ლოთი, ადამიანი შიგნიდამ გაანათებდა და ციცინათელასავით იფრენდა. :) ამ შემთხვევაში წამალი მონანიებაა და ამას მიხვედრა უნდოდა. სიმართლე გითხრათ წერის სტილზე უფრო მაინტერესებდა ორიოდე სიტყვა გეთქვათ. :) პატივისცემით. :)
12. გასაგებია დაისი, როცა საუბარია თვითმკვლელობის გზაზე მავალ ადამიანზე, ამ შემთხვევაში მფარველი ანგელოზი, რა თქმა უნდა ბრუნდება და მასთანაა. გასაგებია დაისი, როცა საუბარია თვითმკვლელობის გზაზე მავალ ადამიანზე, ამ შემთხვევაში მფარველი ანგელოზი, რა თქმა უნდა ბრუნდება და მასთანაა.
11. ცოტა ანგელოზი მეცოდება, კაცი - არა... ცოტა ანგელოზი მეცოდება, კაცი - არა...
10. ძალიან აზრიანია. მომეწონა.
ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე ! ძალიან აზრიანია. მომეწონა.
ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე !
9. დიდი მადლობა ყველას. მიხარია,რომ მოგეწონათ. :) დიდი მადლობა ყველას. მიხარია,რომ მოგეწონათ. :)
8. მე-2 კომენტარს ვეთანხმები.. 5 მე-2 კომენტარს ვეთანხმები.. 5
7. ა ნ დ ო მ ა ქ ე, აქ მე პირადად როგორც გავიგე, ლაპარაკია, ადამიანის სიყვარულზე (ამ შემთხვევაში ქალზე) და შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მდგომარეობაში კაცი არ ჩავარდებოდა, ნამდვილად რომ ყვარებოდა...ადამიანების სიყვარულს ეგოიზმი ახლავს სხვადასხვა დოზით, უმეცრების გამო...ამპარტავანს კი ღმერთი ებრძვის, იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ის ამას იმსახურებს...რაც ეხება წმინდა მამებს განმარტებას, როგორც მომისმენია და წამიკითხავს, მფარველი ანგელოზი, კაცს ცოდვის ხარისხის მიხედვით ტოვებს, მაგრამ ვიდრე ის მიწიერად ცოცხალია, ოდნავი სინანულის შემთხვევაშიც კი, ბრუნდება მასთან და განაგრძობს თავისი ღვთაებრივი მისიის შესრულებას. ავტორს საინტერესოდ აქვს ეს მომენტი აღწერილი ერთი წინადადებით:
- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას...
მფარველი ანგელოზი ადამიანს ტოვებს, მისი მიწიერი გარდაცვალების შემდეგ...როცა ის არ ასრულებს თავის მისიას და ღმერთთან წარადგენს სამსაჯავროზე იმ ადამიანის სულს, რომლის მფარველობაც ქონდა მას დავალებული...ეს სწავლების მიხედვით, თორემ არც მე ვიცი... აბა, დააკვირდით, აქ საუბარია ლოთზე, ანუ თვითმკვლელობის გზაზე მავალ ადამიანზე...
ა ნ დ ო მ ა ქ ე, აქ მე პირადად როგორც გავიგე, ლაპარაკია, ადამიანის სიყვარულზე (ამ შემთხვევაში ქალზე) და შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მდგომარეობაში კაცი არ ჩავარდებოდა, ნამდვილად რომ ყვარებოდა...ადამიანების სიყვარულს ეგოიზმი ახლავს სხვადასხვა დოზით, უმეცრების გამო...ამპარტავანს კი ღმერთი ებრძვის, იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ის ამას იმსახურებს...რაც ეხება წმინდა მამებს განმარტებას, როგორც მომისმენია და წამიკითხავს, მფარველი ანგელოზი, კაცს ცოდვის ხარისხის მიხედვით ტოვებს, მაგრამ ვიდრე ის მიწიერად ცოცხალია, ოდნავი სინანულის შემთხვევაშიც კი, ბრუნდება მასთან და განაგრძობს თავისი ღვთაებრივი მისიის შესრულებას. ავტორს საინტერესოდ აქვს ეს მომენტი აღწერილი ერთი წინადადებით:
- იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას...
მფარველი ანგელოზი ადამიანს ტოვებს, მისი მიწიერი გარდაცვალების შემდეგ...როცა ის არ ასრულებს თავის მისიას და ღმერთთან წარადგენს სამსაჯავროზე იმ ადამიანის სულს, რომლის მფარველობაც ქონდა მას დავალებული...ეს სწავლების მიხედვით, თორემ არც მე ვიცი... აბა, დააკვირდით, აქ საუბარია ლოთზე, ანუ თვითმკვლელობის გზაზე მავალ ადამიანზე...
6. ხო, მაგრამ თუ მიხვდა, რაღატო სურდა ასე? მთავარია ის გავიგო რა ავადმყოფობა ჭირს ადამიანს და მერე წამალიც იშოვება, ასე არაა განა? ხო, მაგრამ თუ მიხვდა, რაღატო სურდა ასე? მთავარია ის გავიგო რა ავადმყოფობა ჭირს ადამიანს და მერე წამალიც იშოვება, ასე არაა განა?
5. ხო, მაგრამ თუ მიხვდა, რაღატო სურდა ასე? მთავარია ის გავიგო რა ავადმყოფობა ჭირს ადამიანს და მერე წამალიც იშოვება, ასე არაა განა? ხო, მაგრამ თუ მიხვდა, რაღატო სურდა ასე? მთავარია ის გავიგო რა ავადმყოფობა ჭირს ადამიანს და მერე წამალიც იშოვება, ასე არაა განა?
4. ანდრომაქე, და განა მაგ მოთხრობაში სადმე წერია, რომ სიყვარული ჭეშმარიტი იყო ?! არის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც აღგვამაღლებს და არის "ავადმყოფობა" სიყვარულით, რომელიც დაგვცემს... თავიდანვე წერია "ის ჯერ ვიღაცის სიყვარულით დაავადდა..." და განა ლოთი თვითონვე არ მიხვდა, რომ "სამივე ავადმყოფობა სისულელისგან შეეყარა"?! პატივისცემით: ტენდი ანდრომაქე, და განა მაგ მოთხრობაში სადმე წერია, რომ სიყვარული ჭეშმარიტი იყო ?! არის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც აღგვამაღლებს და არის "ავადმყოფობა" სიყვარულით, რომელიც დაგვცემს... თავიდანვე წერია "ის ჯერ ვიღაცის სიყვარულით დაავადდა..." და განა ლოთი თვითონვე არ მიხვდა, რომ "სამივე ავადმყოფობა სისულელისგან შეეყარა"?! პატივისცემით: ტენდი
3. ღმერთი არ ტოვებს ადამიანს არასდროს, ანგელოზმა კი შეიძლება მიატოვოს და არც არასოდეს აღარ მობრუნდეს, გააჩნია, მფარველი ანგელოზის მობრუნება არც ისე ადვილია და საერთოდ მფარველი ანგელოზი მასთან რომ ყოფილიყო ეს არ დაემართებოდა, როცა სიყვარულის გამო, დაემართა ზიზღი, მაპატიეთ და ეს ნამდვილ სიყვარულად არ მიიჩნევა, რადგან თუ ნამდვილად გიყვარს რაც არ უნდა მოხდეს ის არ დაგცემს, არა პირიქით აგამაღლებს, ეს ჭეშმარიტი სიყვარულის დროს, მარტოობის გრძნობა მხოლოდ ღმერთთან გვაახლოებს, ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის აგვამაღლებს, მფარველ ანგელოზს კი გაფრთხილება სჭირდება, განსაკუთრებით სიყვარულის დროს, ეს ძალიან სათუთია, ასეა, ოღონდ რატო ეგ აღარ ვიცი, ამდროს შეიძლება მან ადვილად მიგვატოვოს თუ არ გაუფრთხილდებით ასეა ეკლესიურად, ასე წერენ წმინდა მამენი, ხოლო კაცს რა სურს ეგ უკვე სხვა საკითხია, ანუ თვითონვე წერთ რაც სურს იმას სადამდე მიყავს. ეს რამდენი დამიწერია! პატივისცემით. ღმერთი არ ტოვებს ადამიანს არასდროს, ანგელოზმა კი შეიძლება მიატოვოს და არც არასოდეს აღარ მობრუნდეს, გააჩნია, მფარველი ანგელოზის მობრუნება არც ისე ადვილია და საერთოდ მფარველი ანგელოზი მასთან რომ ყოფილიყო ეს არ დაემართებოდა, როცა სიყვარულის გამო, დაემართა ზიზღი, მაპატიეთ და ეს ნამდვილ სიყვარულად არ მიიჩნევა, რადგან თუ ნამდვილად გიყვარს რაც არ უნდა მოხდეს ის არ დაგცემს, არა პირიქით აგამაღლებს, ეს ჭეშმარიტი სიყვარულის დროს, მარტოობის გრძნობა მხოლოდ ღმერთთან გვაახლოებს, ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის აგვამაღლებს, მფარველ ანგელოზს კი გაფრთხილება სჭირდება, განსაკუთრებით სიყვარულის დროს, ეს ძალიან სათუთია, ასეა, ოღონდ რატო ეგ აღარ ვიცი, ამდროს შეიძლება მან ადვილად მიგვატოვოს თუ არ გაუფრთხილდებით ასეა ეკლესიურად, ასე წერენ წმინდა მამენი, ხოლო კაცს რა სურს ეგ უკვე სხვა საკითხია, ანუ თვითონვე წერთ რაც სურს იმას სადამდე მიყავს. ეს რამდენი დამიწერია! პატივისცემით.
2. ეშმაკი ვერ მიხვდა, რა გაიფიქრა ანგელოზმა. ფიქრის წაკითხვა არ შეეძლო.
ანგელოზი მიხვდა, რა გაიფიქრა ეშმაკმა. ფიქრის წაკითხვა შეეძლო. - იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე !
მშვენიერი ნაწერია, თითქოს მარტივი სიუჟეტი, მაგრამ ღრმა და სწორად აგებული... ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის არსი... წავამატებდი აქვე... ეშმაკიც ღვთის განგებულებით ახლავს კაცს, რათა ანგელოზთან ჭიდილში გაიმარჯვოს ღმერთის ხატად შექმნილმა ადმიანმა :) "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, ადამიანო" :)
ეშმაკი ვერ მიხვდა, რა გაიფიქრა ანგელოზმა. ფიქრის წაკითხვა არ შეეძლო.
ანგელოზი მიხვდა, რა გაიფიქრა ეშმაკმა. ფიქრის წაკითხვა შეეძლო. - იჯექი რამდენ ხანსაც გინდა - უთხრა ეშმაკს - ბოლოსდაბოლოს ერთი მონანიება ხარ. ანგელოზი იტანდა ეშმაკის ყოფნას... კაცს სურდა ასე !
მშვენიერი ნაწერია, თითქოს მარტივი სიუჟეტი, მაგრამ ღრმა და სწორად აგებული... ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის არსი... წავამატებდი აქვე... ეშმაკიც ღვთის განგებულებით ახლავს კაცს, რათა ანგელოზთან ჭიდილში გაიმარჯვოს ღმერთის ხატად შექმნილმა ადმიანმა :) "ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, ადამიანო" :)
1. მინდა ყველა ჩემიანს ესმოდეს ანგელოზის... ეხლა ეს ძალიან მჭრდებოდა... გამუდმებული ბრძოლა ჩვენი სულისათვის ანგელოზსა და ეშმაკს შორის... რა უგუნურნი ვართ როცა არ გვესმის... მინდა ყველა ჩემიანს ესმოდეს ანგელოზის... ეხლა ეს ძალიან მჭრდებოდა... გამუდმებული ბრძოლა ჩვენი სულისათვის ანგელოზსა და ეშმაკს შორის... რა უგუნურნი ვართ როცა არ გვესმის...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|