ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: იუმორისტული 21 თებერვალი, 2010
მე-კაცთანეს დღიური
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
1 დღის მეკაცთანე
ძალიან კი დავიღალე, მაგრამ მაინც ვიწყებ დღეს ამ დღიურის წერას. რა იყო ამდენი “გაიჭინთ-გამოიჭინთე, ღრმად ისუნთქე, გაუძელი”… ჩაგევლო რა დროულდ ის შენი დაკუნთული, ღონიერი ხელი ჩემთვის მხრებში და აგეყვანე ხელში, ბატონო ექიმო . ისე დავიღალე ტირილის ძალაც არ მქონდა , შენ კი ისე ამომარტყი ტაკოზე ხელი, ვნებასაყოლილი კაცები რომ ურტყამენ “კაპოტზე” გადაკუზულ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. ერთი რამ მაინც იცოდე: ტკივილისგან არ მიტირია, ეს შენი გაცნობით გამოწვეული სიხარულის ცრემლები იყო.
4 წლის მეკაცთანე
“დეე, თაზოს ხო ლამაჟი ტუცები აქვს?”-ვეტიტინები დედიკოს და ის ისე მიღიმის, თავი პატარა გოგო მგონია. თაზო ჩემი საქმროა. ჯერ ეს თვითონ არ იცის, მაგრამ ბაღს რომ დავამთავრებთ ვეტყვი და ცოლად გავყვები.
8 წლის მეკაცთანე
ნიკუშა მომწონს და მამიკომ არ შეიძლება მეზობლის შეყვარებაო. ნეტა რატომ? ცოლად რომ გავყვები და მის სახლში ვიცხოვრებ, ხომ აღარ იქნება მეზობელი?
16 წლის მეკაცთანე
დღეს სანდრომ გაკვეთილიდან გამომიყვანა და დერეფნის ბოლოს ფანჯარასთან სიყვარული ამიხსნა. მითხრა, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ და გავიპაროთო. სანდრო მეც მომწონს,ლამაზი და მეტყველი თვალები აქვს. გავყვებოდი, მაგრამ პუტკუნაა ცოტა, მე კი პუტკუნა ბიჭები არ მიყვარს. ვუთხარი დიეტა დაიცავი, ივარჯიშე და როცა გახდები, გამოგყვები მეთქი. მის ღიპს კი ავიტანდი, მაგრამ რამე მსხვერპლი ხომ უნდა გაიღოს ჩემს გამო?
30 წლის მეკაცთანე
ჩემი შეფი მაღალია და სიმპათიური. მოვლილი თითები აქვს. მის თითებს რომ წარმოვიდგენ ჩემს მკერდზე მოსრიალეს, ჟრუანტელი მივლის. თუმცა ჟრუანტელი მაშინვე გადაივლის, როცა მის არათითზე “კალცოთი” დამშვენებულ ხელს, მისი წითური ცოლის წელზე მოხვეულს წარმოვიდგენ.
40 წლის მეკაცთანე
ის მემაწვნე ჟორა როგორ მიჟუჟუნებს თვალებს… ამ დილით მაწონთან ერთად გვირილების თაიგულიც მომიტანა...მერე რა, რომ გუშინ შევუკვეთე ეს თაიგული, დაქალის დაბადების დღეზე მივდივარ და საჩუქრად მინდა მეთქი,დღეს კი ფულიც გადავუხადე? სამაგიეროდ ჩემმა მადისაღმძვრელად გარუჯულმა თანამშრომელმა დავითმა ხომ ნახა და იეჭვიანა? ასეც მოუხდება!
60 წლის მეკაცთანე
დღეს ბანკში 2 საათი ვიდექი პენსიის რიგში და იცი რატომ? რომ მიმეხალა ყველას თვალწინ მოლარე-ოპერატორისთვის პენსიონერი თვითონ ხარ მეთქი. ჰმ!!! ნეტა რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად 60 წლის გოგოსთვის პენსიის დანიშვნა? ბანკიდან რომ გამოვდიოდი ამაყად თავაწეული, ვგრძნობდი როგორ მიწვავდა ზურგს იქ მყოფი მამაკაცების ვნებამორეული მზერა. . 81 წლის მეკაცთანე
ის ნამდვილი სრულყოფილებაა! რა თვალები აქვს! რა ტუჩები! თვალებით მჭამს! მერე როგორ უხდება ეს იდუმალი შავი მოსასხამი . ზღაპრის გმირს მაგონებს. ეს ცელი რატომ უჭირავს, ნეტა, ხელში? -გამომყევი! გახდი ჩემი სამუდამოდ! -ბრძანებანარევი ხმით წარმოთქმულმა ამ სიტყვამ ბედნიერების ბურანში გამხვია. 81 წელი ველოდი, რომ ასე მთხოვდა ცოლობას პრინცი. -თეთრი რაში სადაა, უფლისწულო? -მგელმა შეჭამა. -მე ხომ დამიცავ ბოროტი მგლისგან? - კეკლუცად დავუფახულე თვალები (ღმერთო, რა ვაჟკაცური და მკაცრი გამოხედვა აქვს!) - შენ გელოდებოდი მთელი ცხოვრება! შენთვის ვინახავდი ჩემს უბიწოებას! ახლავე უნდა ჩაგაბარო, აქვე… მინდიხარ!- შევძახე ვნებასაყოლილმა, ვისკუპე საწოლიდან, ჩემს უფლისწულს კისერზე ჩამოვეკიდე და წელზე ისე შემოვხვიე ფეხები, თვით ეშმაკიც ვერ დაგვაშორებდა...
ჟორასი რა გითხრა და ზოგადად მემაწვნეები ჩემთვის და ჩემი დილის ძილისთვის განსაკუთრებით, ერთ დროს ძალიან ცუდი მოგონება იყო :) მით უფრო, რომ სოფლის მაწონი არ მიყვარს :)
ჟორასი რა გითხრა და ზოგადად მემაწვნეები ჩემთვის და ჩემი დილის ძილისთვის განსაკუთრებით, ერთ დროს ძალიან ცუდი მოგონება იყო :) მით უფრო, რომ სოფლის მაწონი არ მიყვარს :)
ჩემი შეფი მაღალია და სიმპათიური. მოვლილი თითები აქვს. მის თითებს რომ წარმოვიდგენ ჩემს მკერდზე მოსრიალეს, ჟრუანტელი მივლის. თუმცა ჟრუანტელი მაშინვე გადაივლის, როცა მის არათითზე “კალცოთი” დამშვენებულ ხელს, მისი წითური ცოლის წელზე მოხვეულს წარმოვიდგენ.
:D

ეს წაკითხული მქონდა და, თურმე, არ მითქვამს, რომ მომეწონა. კარგად წერ, კარგო! :-* მიხარია, რომ გაგიცანი პირადადაც და დაბადების დღეს გილოცავ აქვე, ცოტა მოგვიანებით. იბედნიერე სულ და სულ!..

ნოდარ წერეთელი, ბოლო სხვანაირად მეწერა. მიხვდები თუ კომენტარებს წაიკითხავ, მაგრამ ერთ-ერთი ობიექტური შენიშვნის შემდეგ (კომენტარებში) ფინალი შევცვალე. თავიდან სიკვდილა არ იყო ნახსენები...

აუუუუუუუუუუ!!!!!!!!! რამდენი ვიცინე სიკვდილა მაინც სულ სხვააა!
40 წლის მეკაცთანე
ის მემაწვნე ჟორა როგორ მიჟუჟუნებს თვალებს… ამ დილით მაწონთან ერთად გვირილების თაიგულიც მომიტანა...მერე რა, რომ გუშინ შევუკვეთე ეს თაიგული, დაქალის დაბადების დღეზე მივდივარ და საჩუქრად მინდა მეთქი და დღეს ფულის გადავუხადე? სამაგიეროდ ჩემმა მადისაღმძვრელად გარუჯულმა თანამშრომელმა დავითმა ხომ ნახა და იეჭვიანა? ასეც მოუხდება!
ისე ერთი მემაწვნე მეც მჩუქნის ხოლმე ყვავილებს და არ იცის რომ არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილები....:( მოგიკითხე მართლა კარგად წერ:)

25. სიკვდილიუსი და სიკვდილა რა არი? რაღაც სხვა დაგერქმია ქუჩის ბიჭია ? lost soul. 2010-02-21 15:31:09 ქუჩის ბიჭი რამე შუაშია???? :) სიკვდილი მოვიდა და სიკვდილი დავარქვი... რა ვერ გაიგეთ?

12. მოგესალმები მე-კალ-მე როგორც პირველ კომენტარში აღნიშე, აღნიშნული ნაწერი შენი პირველი მცდელობაა იუმორისტულ ჟანრში მუშაობისა და მე ერთ ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას,
რატომღაც, ჩვენში ისეთი ტენდენციაა და ისეთი აზრი დამკვიდრებული, რომ მთავარანგელოზი მიქაელი და მთავარანგელოზი გაბრიელი არიან სიკვდილის მაცნეები და ეშმაკები ცელით ხელში, რომელებსაც ერთ სული აქვთ მოიქნიონ ცელი და მოცელონ ადამიანი,, ,,
თან როგორ "კარგად ვხუმრობთ" ხოლმე, მიქელა, გაბრიელა და ასე შემდეგ, ,
არადა, მთავარანგელოზი მიქაეილი და გაბრიელი არიან ანგალოზთა დასის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენლები,,
მათ წინაშე ლოცვა და შეწევნის თხოვნა უფრო მიზანშეწონილია,
ალბათ, ეს გადმონაშთი, მთავარანგელოზების ზერელედ/ხუმრობით მოხსენიებისა მოდის ჩვენს უახლოეს წარსულიდან - მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან, როდესაც რელიგია/რწმენა მასხარად ასაგდებად გადაიქცა, ,, არა მგონია ჩვენი წინაპრები რამოდენიმე საუკუნის უკან სიკვდილზე ასეთნაირად ხუმრობდნენ მთავარანგელოზების სახელების გამოყენებით,, ,
დანარჩენი კი, ცხოვრება მშვენიერია და ხუმრობაც და იუმორის ნამდვილად უხდება ამ მშვენიერებას
ვითვალისწინებ თქვენს შენიშვნას. წერის დროს რაღაც მომენტში ეს მეც ვიფიქრე და მაინც ასე გავაკეთე. აბა ნახეთ შესწორებული ვარიანტი. სხვა უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე ღამენათევმა :)

მომეწონა. მეკალმე არ უკლებს რიტმებს! ეგრე გააგრძელე!!!
ნიკუშა მომწონს და მამიკომ არ შეიძლება მეზობლის შეყვარებაო. ნეტა რატომ? ცოლად რომ გავყვები და მის სახლში ვიცხოვრებ, ხომ აღარ იქნება მეზობელი? :))
16 წლის მეკაცთანე
დღეც სანდრომ გაკვეთილიდან გამომიყვანა და დერეფნის ბოლოს ფანჯარასთან სიყვარული ამიხსნა. მითხრა, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ და გავიპაროთო. სანდრო მეც მომწონს,ლამაზი და მეტყველი თვალები აქვს და გავყვებოდი, მაგრამ პუტკუნაა ცოტა, მე კი პუტკუნა ბიჭები არ მიყვარს. ვუთხარი დიეტა დაიცავი, ივარჯიშე და როცა გახდები, გამოგყვები მეთქი. მის ღიპს კი ავიტანდი, მაგრამ რამე მსხვერპლი ხომ უნდა გაიღოს ჩემს გამო? -- ჰმ

მოგესალმები მე-კალ-მე :) როგორც პირველ კომენტარში აღნიშე, აღნიშნული ნაწერი შენი პირველი მცდელობაა იუმორისტულ ჟანრში მუშაობისა და მე ერთ ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას,
რატომღაც, ჩვენში ისეთი ტენდენციაა და ისეთი აზრი დამკვიდრებული, რომ მთავარანგელოზი მიქაელი და მთავარანგელოზი გაბრიელი არიან სიკვდილის მაცნეები და ეშმაკები ცელით ხელში, რომელებსაც ერთ სული აქვთ მოიქნიონ ცელი და მოცელონ ადამიანი,, ,,
თან როგორ "კარგად ვხუმრობთ" ხოლმე, მიქელა, გაბრიელა და ასე შემდეგ, ,
არადა, მთავარანგელოზი მიქაეილი და გაბრიელი არიან ანგალოზთა დასის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენლები,,
მათ წინაშე ლოცვა და შეწევნის თხოვნა უფრო მიზანშეწონილია,
ალბათ, ეს გადმონაშთი, მთავარანგელოზების ზერელედ/ხუმრობით მოხსენიებისა მოდის ჩვენს უახლოეს წარსულიდან - მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან, როდესაც რელიგია/რწმენა მასხარად ასაგდებად გადაიქცა, ,, არა მგონია ჩვენი წინაპრები რამოდენიმე საუკუნის უკან სიკვდილზე ასეთნაირად ხუმრობდნენ მთავარანგელოზების სახელების გამოყენებით,, ,
დანარჩენი კი, ცხოვრება მშვენიერია და ხუმრობაც და იუმორის ნამდვილად უხდება ამ მშვენიერებას :)
პატივისცემით, განდი. არწივი.

მიქაელი მქვია.მოფერებით სიკვდილას მეძახიან. შენ სიკვდილა დამიძახე…
აბა, ამ კაცის გაწბილება შეიძლებოდა? =))
მართლა საინტერსო მონახაზია...სასაცილო იმიტომ რომ რელობასთან აქვს კავშირი...მაგრამ სატირალი კუთხითაც შეიძლებოდა...ყველა ასაკის მექალთანე ხომ ერთნაირად განიცდის იმედგაცრუებას :) :) :)

შენ გაიხარეეეეეეეეეეე =))არა რაა 60 და 81 წლის მეკაცთანე მაინც სულ სხვაა რაა!!! :)) ნიჭიეროოოოო!!! =D> მოკლედ გერჩის კალამი და ეგაა!!! :-* მადლობთ ამ დილის გახალისებისათვიის!!! ;) და ილუსტრაცია ფანტასმაგორიიიიიი :))

ჩემს წარმოსახვაში სიკვდილას ცული ეჭირა, თუ თქვენ ვერაფრით წარმოგიდგენიათ ის ცულით, დააკავეთ ცელი =)) 16-დან 30-მდე შუალედში რა მოხდებოდა, თქვენი წარმოსახვისთვის მიმინდვია :) ვერ გაკადრეთ "დაღეჭილი" ნაწერი :) გმადლობთ, რომ კითხულობთ, ჩემს ნაწერებს :)

პირველი მკითხველი ვარ მეკალმევ და პირველი კეთილი და თბილი სიტყვა მინდა გითხრა, რადგან დარწმუნებული ვარ, არაერთს გეტყვიან. პირველი, რომ საოცრად კარგად წერ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ნამდვილი მეკალმე ხარ და მართლაც რომ გერჩის კალამი. მეორე რომ,- საოცარი ემოცია იფრქვევა ხოლმე შენი ნაწერებიდან და ამჟამადაც ასეა. მესამე და მთავარი - მომწონს შენი ყოველი გულწრფელი ფრაზა. სათქმელის გამოხატვის ფორმა და საერთოდ, წერის მანერა.
რაც შეეხება ჟანრს, არის ეს ნაწარმოები იუმორისტული, თუმცა მე პირადად ძალიან დამასევდიანა, განსაკუთრებით ფინალმა! მოკლედ, ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება შენ, მეკალმევ!