ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2010


შავი ფიქრები, შავი სიზმრები, შავი ნისლები...
აჰა, მესროლე... და განვიგმირე, მე მკვდრად ვიქცევი...
როგორ ვიქცევი... როგორ ვიქცევით... ვის დავემსგავსეთ....
შავ სამყაროში, შავ მობოგინე... შავი მისნები...
შენ, სილამაზევ! და სათნოებავ, გაფრინდი?
                                                              სად ხარ?...
ყველგან ღამეა, მე დამერწმუნე, სადაც კი ცახვალ...
წავიდნენ, გაქრნენ დიადი დრონი...
ისევ სიშავე, დაეპატრონნენ ცხოვრებას ღორნი...
შავი ცხენები, შავი ფაფარით, შავი თვალებით...
ვერ შეაჩერებ, სითბო გადააქვთ ცივი ქარებით...
ცრემლებს აშრობენ, ღიმილს აქრობენ, გკლავენ წამლებით...
დღეს, "ექიმები, თვით "განკურნების" გამომხატველნი...
და პროფესორნი... იურისტები, ადვოკატები...
მასწავლებლები... ცრუნი და ცოდნის მაწვალებლები...
მოღალატენი... ნაქალარნი და ნაკაცარები...
შვილმკვდარი დედა... მუხთალ ბედისგან განამწარები...
და მედოღენნი და მედროვენნი... და მედროშენი...
                                                                      დანევროზებით...
და კიდევ სხვანი... სხვანი და სხვანი... ჩვენი ცხოვრების სცენარისტები...
გეპატიჟებით... ფლიდში, მართალში...
შავში და თეთრში გეპატიჟებით...
დასაბადებლად... მერე ტანჯვისთვის... ბოლოს სიკვდილთან...
                                                                                        გეპატიჟებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები